მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლახავს ღირსებას: ერდოღანი „შარლი ებდოს“ სასამართლოში უჩივის

© AFP / ADEM ALTANრეჯეფ ერდოღანი
რეჯეფ ერდოღანი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
Charlie Hebdo-ს დღევანდელი ნომრის ყდაზე ერდოღანის კარიკატურა გამოქვეყნდა, რომლის ავტორებსაც სურდათ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, რომ თურქეთის ლიდერის ქცევა შორსაა ისლამური ეთიკის ნორმებისგან.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ მისი კარიკატურის პუბლიკაციისთვის, იუწყება ტელეარხი TRT.

Charlie Hebdo - Sputnik საქართველო
Charlie Hebdo ერდოღანის კარიკატურას აქვეყნებს: თურქეთი აღშფოთებულია – ფოტო

ტელეარხის ინფორმაციით, ანკარის პროკურატურაში ფრანგული ჟურნალის წინააღმდეგ სარჩელი ერდოღანის სახელით მისმა ადვოკატმა ჰუსეინ აიდინმა შეიტანა. სარჩელში ნათქვამია, რომ გამოცემის პუბლიკაცია არ შეესაბამება ჟურნალისტიკის მორალურ და ეთიკურ პრინციპებს, სიტყვის თავისუფლების ცნებას და შეურაცხყოფს თურქეთის ლიდერის ღირსებასა და პატივს.

დღეს Charlie Hebdo-ს ნომერი ყდაზე რეჯეფ ერდოღანის კარიკატურით გამოვიდა, რომლის ავტორებიც შეეცადნენ ეჩვენებინათ მკითხველისთვის, რომ თურქეთის ლიდერის ქცევა შორსაა ისლამური ეთიკის ნორმებისგან.

პარიზსა და ანკარას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერდოღანმა მაკრონი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, ეჭვი შეიტანა რა საფრანგეთის ლიდერის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთმა თურქეთიდან თავისი ელჩი გაიწვია და ევროკავშირს ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოსთხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0