არასახარბიელო შედეგი: დასრულდა მასშტაბური კვლევა კორონავირუსის ანტისხეულებზე

© photo: Sputnik / Aram Nersesyanტესტი ანტისხეულებზე
ტესტი ანტისხეულებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასშტაბურმა ბრიტანულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამონაკლისს წარმოადგენენ მედიცინის მუშაკები, რომელთა სისხლში ანტისხეულების დონე დროთა განმავლობაში არ დაქვეითებულა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. დროთა განმავლობაში კორონავირუსის მიმართ ანტისხეულების მქონე მოსახლეობის წილი კი არ იზრდება, არამედ, პირიქით, მცირდება, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ახლახან დაასრულეს მასშტაბური კვლევა.

სამეცნიერო კვლევები - Sputnik საქართველო
არა თავად ვირუსი: დადგინდა, რა აზიანებს COVID-19-ის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემას

მათი განცხადებით, ყველაზე სწრაფად ანტისხეულებს ისინი კარგავენ, ვინც COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანა.

სამეცნიერო კვლევის შედეგები ლონდონის „იმპერიალ–კოლეჯის“ საიტზეა გამოქვეყნებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში სახელწოდებით REACT (Real Time Assessment of Community Transmission) 365 ათასმა შემთხვევით შერჩეულმა, სხვადასხვა ასაკის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც 20 ივნისიდან 28 სექტემბრამდე პერიოდში სამჯერ ჩაუტარდათ ექსპრეს-ტესტირება კორონავირუს SARS-CoV-2-ის ანტისხეულებზე.

შედეგად გაირკვა, რომ ამ სამი თვის განმავლობაში ანტისხეულების მქონეთა რაოდენობა მეოთხედზე მეტით იყო შემცირებული. ეს კი, მეცნიერების თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის იმუნური პასუხი COVID-19-ზე საკმაოდ სწრაფად ქვეითდება.

დადგინდა ისიც, რომ ანტისხეულებს განსაკუთრებით სწრაფად კარგავენ 75 წელს გადაშორებული პირები და ასევე ის ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსული დაავადება უსიმპტომოდ განუვითარდათ.

ადამიანები მეტროში  - Sputnik საქართველო
რამდენ ხანში შეიძლება კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირება: ვირუსოლოგის პასუხი

„ამ დრომდე გაურკვეველია, იმუნიტეტის რა დონე უზრუნველყოფს ანტისხეულების გამომუშავებას და რამდენად დიდხანს რჩება ეს იმუნიტეტი. თუ ვინმეს ანტისხეულების ტესტზე დადებითი პასუხი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის COVID-19-ის მიმართ მოწყვლადი არ არის. ასეთმა ადამიანმა მაინც უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, ატაროს პირბადე და გაიკეთოს ტესტი, თუ რაიმე სიმპტომი ისევ გამოუვლინდა“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი პოლ ელიოტი.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ანტისხეულების დონის კლება ქვეყნის ყველა რეგიონში და ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება. გამონაკლისს წარმოადგენენ მედიცინის მუშაკები, რომელთა სისხლში ანტისხეულების დონე დროთა განმავლობაში არ დაქვეითებულა. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი განმეორებითი კონტაქტები, ან ვირუსის თავდაპირველი ძლიერი ზემოქმედებაა.

მკვლევართა თქმით, მათი კვლევის უმთავრესი დასკვნა ისაა, რომ კოლექტიური იმუნიტეტი დროთა განმავლობაში კი არ იზრდება, პირიქით, მცირდება. ამიტომ კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია.

ყველა ახალი ამბავი
0