კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ჯანმოში გადაკვალიფიცირებას გაივლის

168
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გადაკვალიფიცირებაზე გადაამისამართეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პირდაპირი ინვესტირების რუსულმა ფონდმა განაცხადები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ის რეგისტრაციისა და გადაკვალიფიცირების დაჩქარებული პროცედურისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიტანა, იუწყება РИА Новости.

როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ჯანმოს კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გადაკვალიფიცირებისთვის მიმართა.

ვაქცინა ეპივაკკორონა
photo : press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

„რუსეთმა პირველმა მსოფლიოში დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V", რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების უსაფრთხო, ეფექტურ და კარგად შესწავლილ პლატფორმაზე შეიქმნა... მადლობას ვუხდით ჯანმოს აქტიური თანამშრომლობისთვის და გადაკვალიფიცირების პროცესის ყველა ძირითადი ეტაპის წარმატებული გავლის იმედს ვიტოვებთ“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

გადაკვალიფიცირების პროგრამა - სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი გლობალური პროგრამაა. მის კოორდინირებას ახდენს ჯანმო, რომელიც ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასებას. თუ სამედიცინო პრეპარატი შეესაბამება ჯანმოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ის გადაკვალიფიცირება გავლილ პრეპარატების ჩამონათვალში შეაქვთ.

პანდემიის გათვალისწინებით, რუსული ვაქცინის რეგისტრაციის დაჩქარებული პროცედურა (Emergency Use Listing, EUL) გახდის მას ხელმისაწვდომს მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მოკლე ვადებში, ვიდრე ამას ჩვეულებრივი პროცედურები ითვალისწინებს, და ხელს შეუწყობს გლობალურ ძალისხმევას კორონავირუსის ინფექციის პრევენციისათვის, აღნიშნავს სააგენტო.

თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის გადაკვალიფიცირებას, ის შევა სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალში, რომელსაც საერთაშორისო შემსყიდველი ორგანიზაციები და ქვეყნები სამკურნალო საშუალებების მასობრივი შესყიდვების მართვის პროცესში იყენებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა გახდა პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ-V“, რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ეპივაკკორონას“ წარმოება, რომელიც სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ შემუშავდა. ასევე გრძელდება მუშაობა ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და კვლევების ცენტრში ცოცხალი ვაქცინის შემუშავებაზე.

168
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1232)
უდაბნო იუთას შტატში

იდუმალი მბრწყინავი მონოლითი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, სადღაც გაუჩინარდა: ვიდეო

0
(განახლებულია 17:24 30.11.2020)
იუტას უდაბნოში ორიოდე დღის წინ შემთხვევით ნაპოვნი იდუმალი ობელისკი უკვალოდ გაქრა და ახალი თავსატეხი გაუჩინა მსოფლიოს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მბრწყინავი ლითონისგან დამზადებული იდუმალი მონოლითი, რომელიც იუტის (აშშ) უდაბნოში ორიოდე დღის წინ აღმოაჩინეს, უკვალოდ გაქრა, იუწყება მედია.

​გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 3 მ სიმაღლის მონოლითი, რომელიც უცხოპლანეტურ ნაგებობას ჰგავს, იუტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შენიშნეს ვერტმფრენიდან, როდესაც უდაბნოს თავზე შემოფრენას ახორციელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციამ უცნაური აღმოჩენის შესახებ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მედიასაშუალებები შემოიარა.

შტატის ხელისუფლებამ დაადასტურა იდუმალი მონოლითის პოვნის ფაქტი, მაგრამ მისი ზუსტი კოორდინატების გამჟღავნებაზე იარი თქვეს. გადაწყვეტილების მიზეზად ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა დაასახელეს, ვინაიდან უდაბნოს ცენტრში მდებარე ობელისკამდე მისვლა კარგად მომზადებული ადამიანებისთვისაც კი სახიფათო იყო.

მიუხედავად ამისა, ზოგმა დაინეტერსებულმა პირმა მაინც შეძლო მიეგნო ობელისკისთვის.

​თვითმხილველების თქმით, უდაბნოში ნაპოვნი მონოლითი ძალიან ჰგავდა ფორმით ობელისკს სტენლი კუბრიკის ფილმ „2011 წლის კოსმოსური ოდისეიდან“ — ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შავი კი არ იყო, არამედ მბრწყინავი ვერცხლისფერი.  

შტატის ხელისუფლებამ ობიექტის შესწავლა დაიწყო, ხოლო მიწათმოწყობის ბიურომ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტერიტორიებზე ნებისმიერ კონსტრუქციის, მათ შორის, უცხოპლანეტურისაც , უკანონოდ მიიჩნოვა. თუმცა ისინი კატეგორიულად უარყოფენ მონოლითის იდუმალ გაუჩინარებასთან რაიმე კავშირს.

როგორც მედია წერს, „უცხოპლანეტური“ ობელისკისგან ახლა ადგილზე მხოლოდ ნათხარი და ლითონის სამკუთხედია დარჩენილი, რომელიც მანამდე კონსტრუქციის თავზე იყო დამაგრებული.

როგორც კოლორადოს მკვიდრი რიკარდო მარინო ამბობს გამოცემასთან, მან მონოლითთან მისასვლელ გზაზე ღამით, დაახლოებით 22:40 საათზე სატვირთო ავტომობილი შენიშა. რომელსაც დიდი სწორკუთხა საგანი გადაჰქონდა. მან ვერ შენიშნა, ზუსტად რა მიჰქონდა ავტომობილს, მაგრამ ადგილზე მისულს ობელისკი აღარ დახვდა.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს
მოხუცი ქალბატონის ხელები

დაუჯერებელი ფაქტი: 101 წლის ქალმა კორონავირუსი სამჯერ დაამარცხა - ფოტო

25
(განახლებულია 16:20 30.11.2020)
დღეგრძელ ქალბატონს, რომელმაც მანამდე „ესპანური გრიპის“ ეპიდემიაც გამოიარა და მეორე მსოფლიო ომიც, ვერც კორონავირუსი მოერია

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. 101 წლის იტალიელი ქალბატონი მარია ორსინგერი სამჯერ დაინფიცირდა კორონავირუსით და სამჯერვე დაამარცხა დაავადება , იუწყება გაზეთი Corriere della Sera.

გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19–ის დიაგნოზი მხცოვან ქალს პირველად თებერვალში დაუსვეს. მაშინ ექიმები ამბობდნენ. რომ მარია ორსინგერმა იოლად გადაიტანა საშიში დაავადება.

​თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მან კიდევ ერთხელ გაიკეთა ტესტი და ინფიცირებაზე დადებითი პასუხი მიიღო. ამიტომ სექტემბერში საუკუნეზე მეტი ასაკის ქალი საავადმყოფოში მოხვდა, სადაც 18 დღე დაჰყო.

ექიმების თქმით, მარიას ამ ჯერზე ტემპერატურა კი ჰქონდა, მაგრამ ავადმყოფობა მაინც იოლ ფორმებში მიმდინარეობდა.

ბოლოს, უკვე მესამედ, ორსინგერს კორონავირუსი ოქტომბერში დაუდასტურდა.

„არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. თავს კარგად გრძნობდა, მადაც კი არ დაუკარგავს“, — ამბობს მარიას ქალიშვილი.

ექიმების თქმით, მარია ორსინგერის შემთხვევა ერთ–ერთი ყველაზე იშვიათია, ვინაიდან კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირების ფაქტებიც კი მსოფლიოში ძალიან მცირეა, რომ აღარაფერი ვთქვათ სამჯერ დაავადებაზე.

25
თემები:
მსოფლიო დღეს