პომიდვრის წვენი

დადგინდა პომიდვრის წვენის მოულოდნელი სასარგებლო თვისება: იაპონური კვლევა

142
(განახლებულია 19:22 27.10.2020)
იაპონელმა მკვლევარებმა ერთწლიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს 500-მდე ადამიანზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შეუზღუდავად სვამდნენ პომიდვრის წვენს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პომიდვრის წვენს შეუძლია არტერიული წნევის დარეგულირება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება, აცხადებენ ტოკიოს მედიცინისა და სტომატოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია სამეცნიერო პორტალზე Food Science & Nutrition

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი ნამუშევარი არის პირველი კვლევა, რომელიც შეისწავლის პომიდვრის ან პომიდვრის პროდუქტების გამოყენების გავლენას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკზე მთელი წლის განმავლობაში და ფართო ასაკობრივ დიაპაზონში“, – ნათქვამია კვლევაში.

იაპონელი მეცნიერების ექსპერიმენტში 184 კაცმა და 297 ქალმა მიიღო მონაწილეობა. სპეციალისტებმა მათ შესთავაზეს, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობით მიეღოთ უმარილო პომიდვრის წვენი.

შედეგად – არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 94 მოხალისეს არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შეუმცირდა. გარდა ამისა, 125 პაციენტს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე („ცუდი ქოლესტერინი“) დაუქვეითდა.

მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰიპერტონიული კრიზის დროს, როდესაც მაჩვენებლები ზემოთ იწევს, მედიკამენტების დახმარებით წნევის ძალიან მკვეთრმა შემცირებამ შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

142
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (661)
მარია ზახაროვა

„მკაცრი დემარში“ - ბრიტანეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაშია დაბარებული

21
(განახლებულია 15:05 24.06.2021)
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, ბრიტანეთის ელჩი დღეს მივა სამინისტროში

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის ელჩი რუსეთში დებორა ბრონერტი დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადდება, სადაც მას შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „მკაცრ დემარშს“ მოუწყობენ, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ Россия 24თან ინტერვიუში.

„ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ ბრიტანეთის ელჩი დავიბარეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ის დღეს მოვა და მას მკაცრ დემარშს მოვუწყობთ“, − აღნიშნა ზახაროვამ.  

ამასთან, უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ეს შეხვედრა „ლონდონისთვის უსიამოვნო“ იქნება, და იქვე დაამატა, რომ ამიერიდან ყველა მსგავს ინციდენტს შესაბამისი ხისტი პასუხები გაეცემა.

ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ლონდონმა რამდენჯერმე შეცვალა თავისი ვერისია მომხდართან დაკავშირებით, რათა რუსეთის საზღვრების დარღვევა რამენაირად აეხსნა.

„არსებობს ვიდეოკადრები, ფაქტობრივი მტკიცებულებები. და რაც ყველაზე გასაკვირია, არა მარტო ჩვენი, არამედ ბრიტანელი ჟურნალისტის მხრიდანაც“, − განაცხადა დიპლომატმა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 23 ივნისს, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender-ი, მოსკოვის დროით დილის 11:52 საათზე, სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას. 

აღნიშნულ გაფრთხილებაზე ბრიტანულ ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია. შესაბამისად, უკვე 12:06 და 12:08 საათებზე რუსულმა სასაზღვრო-სანაპირო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, ხოლო კიდევ ცხრა წუთის შემდეგ გამანადგურებელმა Су-24м ასევე გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარა ესკადრონული ნაღმმზიდის გზაზე. ბრიტანულმა Defender-მა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული წყლები 12:23 საათზე დატოვა.

21
თემები:
რუსეთი დღეს
პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი

„რა მოხდა?...“ - პრინცესა დიანას ბოლო სიტყვებს სიკვდილის წინ ექიმი იხსენებს

54
(განახლებულია 11:53 24.06.2021)
პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა. მისი გარდაცვალების ბოლო წუთები ექიმმა გაიხსენა, რომელმაც პირველად ნახა დიანა ავტოკატასტროფის შემდეგ

1 ივლისს პრინცესა დაიანას იუბილეა, ლეიდი დი 60 წლის უნდა გამხდარიყო. რომ არა 1997 წლის 30 აგვისტოს ტრაგედია, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. პრინცესა დაიანას იუბილესთან დაკავშირებით გამოცემა „დეილი მეილმა“ მისი სიცოცხლის ბოლო წუთები გაიხსენა. გამოცემამ აღადგინა ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბოლო წუთებში დაიანასთან კონტაქტი ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ გამვლელები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რეანიმატოლოგები და პაპარაცები.

ავარია მაშინ მოხდა, როდესაც პრინცესა დაიანა დოდი ალ-ფაიედთან და დაცვის წევრთან ერთად სასტუმრო „რიცადან“ გამოვიდა, გვირაბში მიმავალი მანქანა ბოძსს შეეჯახა. პირველი შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ექიმი ფრედრიკ მეიეზი, რომელიც ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა. ექიმს თან ჰქონდა სააფთიაქო ჩანთა და მან ადგილზევე სცადა პირველადი დახმარების აღმოჩენა.

ის ამბობს, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვის ეხმარებოდა. ახსოვს, რომ დაიანა მანქანის უკანა სავარძელზე იწვა, მას სახე დაზიანებული ჰქონდა, თუმცა სუნთქავდა და საუბრობდა: „ღმერთო, რა მოხდა?!“ – ეს იყო სიტყვები, რომელიც დაიანამ ექიმს უთხრა. 10 წუთში ადგილზე გაჩნდა პოლიციაც, ნახევარ საათში კი პრინცესა დაიანა კლინიკაში გადაიყვანეს.

პიტიე-სალპეტრიემის კლინიკაში ექიმები მთელი სამი საათის მანძილზე ცდილობდნენ პრინცესა დაიანას გადარჩენას, ჩატარდა გულის მასაჟი, გული დაიანს რამდენჯერმე გაუჩერდა, თუმცა მალევე შინაგანი სისხლდენა დაიწყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხევვის  გამოძიება 18 თვეს გაგრძელდა, დადგინდა, რომ დამნაშავე იყო მძღოლი, ანრო პილი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის და დოდი ალ-ფაიედი ადგილზე გარდაიცვალნენ. გადარჩა მხოლოდ დაიანას დაცვის წევრი, ტრევორ რის-ჯონსი, რომელიც მომხდარს ვერ იხსენებს.

54
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები
ღვინო

ლონდონში ქართულმა ღვინომ ბრიტანელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება მიიღო

0
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა დეგუსტაციაზე 50-ზე მეტი ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდი წარმოადგინეს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

„წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინოები, რომლებიც ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცდილობენ ქართული ღვინის სტრატეგიულ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ღვინის დეგუსტაცია  ლონდონის პრესტიჟულ რესტორან Trivet-ში ჩატარდა, რომლის ღვინის მენიუც შედგენილია ღვინის განსაკუთრებულ ისტორიაზე დაფუძნებით. ამ აღიარებულ რესტორანში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, შესაბამისი ადგილი უკავია მსოფლიოს სხვა საუკეთესო ღვინოებს შორის.

0