ქალი ყვავილებით

დასახელდა სილამაზის სამი ძირითადი კრიტერიუმი: რა მეტყველებს ცუდ გენებზე

100
(განახლებულია 15:56 26.10.2020)
დანიელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ სილამაზე სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით განისაზღვრება, რომლებიც ნებისმიერ პირობებში მოქმედებს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ულამაზო ადამიანები მიდრეკილები არიან გადაჭარბებით შეაფასონ საკუთარი გარეგნობა, მაშინ, როცა სიმპათიურები ხშირად უფრო რეალურად უდგებიან ამ საკითხს, აცხადებენ დანიელი მეცნიერები.

მათი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ სილამაზე სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით განისაზღვრება, რომლებიც ნებისმიერ პირობებში მოქმედებს.

პირველ რიგში საუბარია სახის სიმეტრიაზე. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს კარგი გენების ნიშანია, რომელიც შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცემა. ასიმეტრია კი, პირიქით, ცუდ გენებზე მეტყველებს.

სილამაზის მეორე კრიტერიუმად დასახელდა ამა თუ იმ ეროვნების ხალხისთვის დამახასიათებელი სახის ნაკვთების არსებობა, ხოლო მესამე — კანის მდგომარეობაა. რაც უფრო გლუვია სახის კანი, მით უფრო ლამაზად მიიჩნევა ადამიანი.

ამასთან კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის პროფესორმა მადს მეიერ იეგერმა განმარტა, რომ ადამიანები სახეზე მზის ჭარბ გავლენასა და ნაოჭებს არა მარტო სიბერის, არამედ ცუდი ჯანმრთელობის მაუწყებლადაც მიიჩნევენ.

100
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (641)
 EURO-2020-ს თასი

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში ყველა მოთამაშე კორონავირუსზე უნდა აიცრას

32
მარტის შესარჩევი თამაშების შემდეგ თავიანთ კლუბებში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსზე ჩაბარებული ტექსტი დადებითი დაახლოებით 20 ფეხბურთელს აღმოაჩნდა

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში მონაწილე ნაკრებების ყველა ფეხბურთელმა სავალდებულო ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის მონაცემებით, UEFA მუშაობს EURO-2020-თვის სამედიცინო პროტოკოლზე, რომელიც ჩემპიონატის 24 მონაწილე გუნდის 600-ვე ფეხბურთელის სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.

როგორც აღინიშნა, ამ ნაბიჯის აუცილებლობას განაპირობებს შესარჩევი ტურნირის თამაშებზე მარტში გამოცხადებული შესვენება, როდესაც თავიანთ კლუბებში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსზე ჩაბარებული ტექსტი დაახლოებით 20 ფეხბურთელს დადებითი აღმოაჩნდა.

EURO-2020-ს მატჩები 11 ივნისიდან 11 ივლისიდან ევროპის 12 ქალაქში გაიმართება. ტურნირის რვა მასპინძელმა ქალაქმა დაადასტურა, რომ მზად არის მატჩების დროს ტრიბუნებზე ქომაგები დაუშვას - ესაა სანქტ-პეტერბურგი, ლონდონი, ბუდაპეშტი, ბაქო, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, ბუქარესტი და გლაზგო.

იტალიის, ესპანეთის, ირლანდიისა და გერმანიის ხელისუფლებამ ვერ მისცა UEFA-ს გარანტია, რომ რომი, ბილბაო, დუბლინი და მიუნხენი EURO-2020-ს მატჩებს ქომაგების დასწრებით ჩაატარებს.

19 აპრილამდე ოთხმა ქალაქმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია თავიანთი გეგმების შესახებ აღნიშნულ საკითხზე, ამავე პერიოდში UEFA მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ქალაქებში ტურნირის მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით.

32
მალტა

მალტაზე წამსვლელთა საყურადღებოდ: ტურისტებს კომპენსაციას სთავაზობენ

44
(განახლებულია 11:54 11.04.2021)
მათ, ვინც დასვენებას მალტის არქიპელაგის კუნძულ გოზოზე გადაწყვეტს, 10%-ით მეტ კომპენსაციას გადაუხდიან

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. მალტის ხელისუფლება 200 ევრომდე კომპენსაციის გადახდას გეგმავს იმ უცხოელთათვის, რომლებიც ქვეყანაში სამ დღეს მაინც გაატარებენ, იუწყება РИА Новости.

კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია აპარტამენტების კლასზე. ტურისტებს, რომლებიც ხუთვარსკვლავიან ნომრებს იქირავებენ, კომპენსაციის სახით 200 ევროს გადაუხდიან, ოთხვარსკვლავიან აპარტამენტებში - 150 ევროს, სამვარსკვლავიანებში - 100 ევროს.

მალტის ტურიზმის მინისტრმა კლეიტონ ბარტოლომ აღნიშნა, რომ 10 პროცენტით გაიზრდება იმ ტურისტების კომპენსაცია, ვინც დასვენებას მალტის არქიპელაგის კუნძულ გოზოზე გადაწყვეტს.

კუნძულოვანი სახელმწიფოს ეკონომიკის მეოთხედზე მეტს ტურისტული სექტორი აგენერირებს. პანდემიის გამო დარგი ფაქტობრივად გაჩერებდა. თუ 2019 წელს ქვეყანას ეწვია 2,7 მილიონზე მეტი ადამიანი, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 80%-ით შემცირდა.

44

ხერთვისის უძველესი ციხესიმარგე - ვიდეო

0
ხერთვისის ციხის კომპლექსი, ისტორიკოსების მონაცემებით, X-XI საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო ჟამთააღმწერელი ლეონტი მროველის გადმოცემით - ჩვენს ერამდე IV საუკუნეს

დღეს მიიჩნევა, რომ საქართველოს ეს ფეოდალური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ციხეა. ინტერესი ამ ადგილისადმი უფრო და უფრო იზრდება.

ციხესიმაგრე აგებულია მდინარე ფარავნისა და მდინარე მტკვრის შეერთების ადგილთან, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 15 კილომეტრში. ხერთვისი და ვარძია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის კანდიდატები არიან.

0