სამეცნიერო კვლევები

არა თავად ვირუსი: დადგინდა, რა აზიანებს COVID-19-ის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემას

229
(განახლებულია 20:58 23.10.2020)
COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ცნობიერების აღრევა, ფსიქიკის მწვავე მოშლა – ილუზიებითა და ჰალუცინაციებით, პიროვნების გაორება და მეხსიერების პრობლემები.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის დროს ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა უფრო მეტად არა თავად ვირუსისგან, არამედ ორგანიზმის იმუნური პასუხისგან ზიანდება, აცხადებენ შვედი მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნდა ჟურნალში Neurology

COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში ექიმები ხშირად აღნიშნავენ ნერვული სისტემის დაზიანებას — ცნობიერების აღრევას, დელირიუმს (ფსიქიკის მწვავე მოშლა, თან სდევს ილუზიები, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები ან ზედმეტი აგზნებადობა), პიროვნების გაორებასა და მეხსიერების პრობლემებს. ყველა ეს სიმპტომი, როგორც წესი, დაავადების მწვავე ფაზის დროს ვლინდება მძიმედ დაავადებულებში და დროებითი ხასიათი აქვს.

აღსანიშნავია, რომ მეცნირებისთვის აქამდე უცნობი იყო, აქვს თუ არა კორონავირუს SARS-CoV-2-ს უნარი, პირდაპირ დააინფიციროს ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა.

შვედმა ნევროლოგებმა ავსტრიელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად გამოიკვლიეს COVID-19-ით ზომიერად და მძიმე ფორმით დაავადებული ექვსი პაციენტი, რომლებიც გეტებორგის საავადმყოფოში იყვნენ ჰოსპიტალიზებული და რომლებსაც თავის ტვინის დაზიანება აღენიშნებოდათ.

ექიმებმა მათ ზურგის ტვინის სითხე აუღეს და იმ ბიომარკერებზე შეამოწმეს, რომლებიც ტვინის რეაქციას ასახავს ინფექციაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დაგვედგინა, როგორ გავლენას ახდენს COVID-19 ნერვულ სისტემაზე, რათა განგვესაზღვრა, რა სახის მკურნალობა უნდა გამოვიყენოთ ტვინზე SARS-CoV-2-ით ინფიცირების შედეგების შესარბილებლად ან აღმოსაფხვრელად“, — ამბობს სამეცნიერო სტატიის ავტორი, პროფესორი არვიდ ედენი.

მედიკოსებმა ექვსივე პაციენტს ანთების მარკერების — ნეოპტერინისა და ბეტა-2–მიკროგლობულინის შესამჩნევად მაღალი დონე გამოუვლინეს, რაც, მათი აზრით, თავის ტვინის იმუნური უჯრედების მნიშვნელოვან აქტივაციაზე მეტყველებს. ამასთან ორ შემთხვევაში ასევე გაზრდილი იყო მარკერ NfL-ის დონე, რომელიც ნერვული უჯრედების დაზიანებას ავლენს.

დადგინდა COVID-19-ის აგრესიულობის მიზეზი და მკურნალობის ახალი მეთოდი>>

მეორე მხრივ, მეცნიერებს არ დაუფიქსირებიათ ჰემატოენცეფალური ბარიერის დაზიანების მარკერები, ანტისხეულების ადგილობრივი წარმოება ან ლეიკოციტების გაზრდილი რაოდენობა, რაც, როგორც წესი, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციებისას გვხვდება. ამასთან, ზურგის ტვინის სითხეში თავად SARS-CoV-2 არ აღმოჩენილა.  

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ COVID-19-ით დაავადებისას ნერვული სისტემის დაზიანების მექანიზმები ძალიან განსხვავდება სხვა ვირუსული ინფექციების მოქმედებისგან, რაც მკურნალობის განსაკუთრებული მეთოდების შექმნას მოითხოვს.

229
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)
COVID 19 იტალიაში

გასროლა იტალიაში: გერმანელმა ეპიდემიოლოგმა პანდემიის სენსაციური ვერსია გაახმოვანა

20
(განახლებულია 17:22 27.11.2020)
გერმანელი ეპიდემიოლოგი ევროპელებს უყურადღებობაში სდებს ბრალს, რამაც შეუწყო კიდეც ხელის კორონავირუსის გლობალურ გავრცელებას

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსის იტალიური შტამია გავრცელებული, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთში განიცადა მუტაცია და ამას არავინ მიაქცია ყურადღება, განაცხადა გერმანელმა ეპიემიოლოგმა ალექსანდერ კეკულემ ტელეარხ ZDF–ის ეთერში.

„გლობალური პანდემიისთვის სასტარტო გასროლა ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა“, — აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მისი თქმით, დღეისათვის COVID-19–ით დაავადებულთა 99% სწორედ იტალიური შტამითაა ინფიცირებული.

კეკულეს განმარტებით, კორონავირუსი SARS-nCov-2, რომელიც პირველად ჩინეთის უჰანში გაჩნდა, შეუმჩნევლად ვრცელდებოდა იტალიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, რამაც მას მუტაციისა და ადამიანებზე კარგად ადაპტაციის საშუალება მისცა.

გერმანელი ექიმი ევროპელებს სერიოზულ შეცდომად უთვლის იმას, რომ თავიდანვე არ მიაქციეს შესაბამისი ყურადღება კორონავირუსის საფრთხეს და ის არავინ აღიქვა სერიოზულად. და ეს მაშინ, როდესაც ისეთი ვირუსები, როგორიც COVID-19–ის აღმძვრელია, ვრცელდება არა დღეების, არამედ საათების განმავლობაში — განსაკუთრებით, წელიწადის ცივ სეზონზე, როცა პირველად იჩინა კიდეც თავი ვირუსმა.

20
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სტუდენტები აუდიტორიაში

14 წლის ვუნდერკინდმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა

32
(განახლებულია 16:11 27.11.2020)
ნორჩი ბაკალავრი სწავლის გარდა სხვა სფეროებშიც წარმატებულია და რაც ყველაზე საინტერესოა, ამბიდექსტერია

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ინდოელმა ვუნდერკინდმა უმაღლესი სასწავლებელი 14 წლის ასაკში დაამთავრა და ბაკალავრის დიპლომი მიიღო, წერს გამოცემა Newsflare.

​გავრცელებული ინფორმაციით, აგასტია ჯაისვალი (Agastya Jaiswal) ჰაიდარაბადის უნივერსიტეტში სწავლობდა მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მისი თქმით, ის პირველი სტუდენტია, ვინც ბაკალავრის ხარისხი ასეთ ასაკში მიიღო.

გარდა ამისა, ჯაისვალს დიდი წარმატებები აქვს სხვა სფეროებშიც. კერძოდ, ის შესანიშნავად თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს და ეროვნულ ჩემპიონატებშიც იღებს მონაწილეობას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნორჩი ბაკალავრი ამბიდექსტერია — ორივე ხელით თანაბრად კარგად წერს.

32
თემები:
მსოფლიო დღეს
სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში

სირიელი თურქმენები ყარაბაღში: ომში წასვლა თუ დიდი გადასახლება?

0
(განახლებულია 17:34 27.11.2020)
შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ

სირიელი ბოევიკი-ახალმოსახლეები ომის შემდგომი მთიანი ყარაბაღისთვის რეალობად შეიძლება იქცნენ. ისტორიაში ამის არაერთი ანალოგი მოიპოვება, მაგალითად, ალბანელების გადასახლება სერბეთის კოსოვოში ოსმალეთის იმპერიის ეპოქაში. თურქეთისთვის ეს ორგანიზებული მიგრაცია - დამატებითი შესაძლებლობაა, საფუძვლიანად მოიკიდოს ფეხი სამხრეთ კავკასიაში, თანაც დიდი ხნით.

შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ. სამმხრივი შეთანხმების მიღწევისა და ომის შეწყვეტის დღიდან არაფერი თქმულა ტურისტი-ტერორისტების სამშობლოში დაბრუნებაზე. დიდია ალბათობა, რომ სირიელები თავიანთი ოჯახებით აზერბაიჯანისთვის დაბრუნებულ რაიონებში დასახლდნენ.

ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა ხელს უწყობს თურქმენული ოჯახების მიგრაციას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მთიანი ყარაბაღის რაიონებში (მათ აზერბაიჯანის მოქალაქეობას ჰპირდებიან), რათა რეგიონის დემოგრაფია შეცვალოს. თურქეთს უკვე აქვს მსგავსი ტრანსფორმაციის გამოცდილება ქალაქ აფრინში (სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთი), სადაც დღეს ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტიღაა დარჩენილი.

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შაფან ალ-ხაბურიმ Sky News Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია თურქეთის მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში სირიელი ოჯახების გადასახლებას ეხება, და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის ხელისუფლება არ ივიწყებს 1923-1929 წლებში ყარაბაღის ტერიტორიაზე „წითელი ქურთისტანის რესპუბლიკის“ არსებობას, რომლის დედაქალაქიც ლაჩინში მდებარეობდა.

ეს პროექტი სულაც არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს. ახალმოსახლე თურქმენები ტერორისტული გამოცდილებით წარმოადგენენ სავსებით მომზადებულ „სამხედრო კონტინგენტს“, რომელიც მზადაა, მოკრძალებული ანაზღაურების სანაცვლოდ ნებისმიერ ადგილას ნებისმიერს დაუპირისპირდეს. ხოლო ყარაბაღის ჰიპოთეტური გარდაქმნა „კავკასიურ კოსოვოდ“ ანკარას შესაძლებლობას მისცემს, ნებისმიერ დროს მიიღოს ზომები მოძმე ხალხის დასაცავად. თურქეთის პარლამენტმა უკვე მოიწონა აზერბაიჯანში ჯარის გაგზავნის საკითხი. და ეს მხოლოდ დასაწყისია სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური თამაშისა - რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების - „ჯებხათ ან-ნუსრას“, „ფირქათ ხამზას“, „სულთან მურადის“ და ექსტრემისტული ქურთული დაჯგუფებების მონაწილეობით.

კავკასიის ახალი „იანიჩრები“

თურქეთის მხარე ოფიციალურად უარყოფს აზერბაიჯანში დაქირავებული მეომრების გაგზავნას და აცხადებს, რომ სომხეთს ეხმარებიან ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკები, რომლებიც ათწლეულებია, თურქეთის ხელისუფლებას ებრძვიან. ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომხეთის მხარეს არიან სირიელი და ლიბანელი ბოევიკები, რაც ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ უკვე არააქტუალური. მყიფე მშვიდობას დრო გამოცდას უწყობს. აუცილებელია ყარაბაღის ჩიხიდან დიპლომატიური გამოსავლის ძიება და არა ახლო აღმოსავლეთიდან საეჭვო წარსულის მქონე „კოლონიალისტების“ ჩასახლება.

შეგახსენებთ, რომ ლატაკიისა და ალეპოს პროვინციებში 100 ათასამდე სირიელი თურქმენი ცხოვრობს, რომლებიც არაერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული და მრავალი წელია, სირიის სამთავრობო ძალებს ებრძვიან. თურქეთის ხელისუფლება თურქმენების შეიარაღებულ ფორმირებებს ეხმარება. მედიარესურსმა Аfrinpost-მა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სირიის ჩრდილოეთში, ქურთული რეგიონის ცენტრში, აფრინში გახსნა ორი ოფისი მთიან ყარაბაღში, „აზერბაიჯანის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე“, ოჯახებით გადასახლების მსურველთა დასარეგისტრირებლად. ოფისებთან უკვე რიგები დგას (უპირატესად, ხომსის პროვინციიდან). როგორც ჩანს, ამ ხალხის მოტივაციაზე კარგად იზრუნეს. მთიან ყარაბაღში მიგრანტების გასაგზავნად თურქეთის დაზვერვას მათი მონაცემები თავის ბაზაში შეჰყავს.

ქურთული კულტურის აზერბაიჯანული ცენტრის ხელმძღვანელის, ფაჰრადინ ფაშაევის შეფასებით, დღეს აზერბაიჯანში 240 ათასამდე ქურთი ცხოვრობს, მაგრამ თურქეთი მთიან ყარაბაღში არა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქურთების, არამედ თურქმენების გადმოსახლებას გეგმავს. მისაღებია თუ არა ეს აზერბაიჯანისთვის, რომ აღარაფერი ითქვას სომხურ მოსახლეობაზე?

1923 წლის აღწერის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში მოსახლეობის 94%-ს სომხები შეადგენდნენ, 6%-ს კი აზერბაიჯანელები. ქურთები და რუსები აშკარა უმცირესობაში იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ყარაბაღში სომხური მოსახლეობა 77%-მდე შემცირდა, აზერბაიჯანული კი 21%-მდე გაიზარდა. 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებულმა ომმა ვითარება შეცვალა. დემოგრაფიული შემადგენლობა რთულად პროგნოზირებადი გახდა.

სამხედროების საქმიანი დღეები

რუსი სამშვიდობოები მთიანი ყარაბაღის სომხურ ნაწილში ძალას არ იშურებენ ომის შემდგომი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ინჟინერ-გამნაღმველები საინჟინრო დაზვერვას აწარმოებენ, რათა განაღმონ გზები, გაწმინდონ დამწვარი ტექნიკისგან. სტეპანაკერტში აღდგენილია საგზაო მოძრაობა, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ობიექტების ელექტრო- და წყალმომარაგება, მოქმედებს ჰუმანიტარული ცენტრი... სახლებს დაუბრუნდა რამდენიმე ათასი ადგილობრივი მოსახლე.

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების თანახმად, 25 ნოემბერს აზერბაიჯანული ჯარის ქვედანაყოფებმა ქელბაჯარის რაიონი დაიკავეს, 20 ნოემბერს - აგდამის რაიონი და მალე (1 დეკემბერს) მათ ხელში ლაჩინის რაიონი გადავა. აზერბაიჯანული მხარისთვის ტერიტორიების გადაცემა, რუსი სამშვიდობოების შუამდგომლობით, არ ითვალისწინებს 1992 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა მომენტალურ დაბრუნებას.

ყარაბაღის შემდგომი ბედი დიდწილად დამოკიდებულია ავტონომიური რესპუბლიკის ჯარსა და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. შვიდი რაიონის ტრანსფორმაცია სომხური „უსაფრთხოების ზონიდან“ ისეთივე დაცლილ და სახიფათო აზერბაიჯანულ ზონად - მეტად არასასურველია. შვიდი რაიონის სირიელი თურქმენებით დასახლების ალბათობა არსებობს. 28 წლის შემდეგ „არსად“ ასობით ათასი აზერბაიჯანელი დევნილის დაბრუნება, რომლებმაც უკვე მოიკიდეს ფეხი ახალ ადგილებზე, ძალიან რთული ამოცანაა. ასე შეიძლება ჩანაცვლდეს ერთი ეთნოსი მეორით.

ამას წინათ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს „თანაბარი როლი“ მიუძღოდათ კონფლიქტის გადაჭრაში. თურქეთის სამხედრო მრჩევლები ქვეყანაში მრავლად არიან. მათი სოლიდური რაოდენობა ყარაბაღისგან მოშორებულ, მაგრამ სომხეთთან მოსაზღვრე ნახჭევნის ავტონომიაში, მეტყველებს ბაქოსა და ანკარის მზადყოფნაზე დიდი ომისთვის მთელ „სომხურ ფრონტზე“. რუსეთმა საომარი მოქმედებების შეწყვეტას ხელი შეუწყო და ამით ყველა კმაყოფილი არ არის.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება სამმხრივი შეთანხმების მიღწევის შემდეგაც გრძელდება. თურქეთის პატრულირება ყარაბაღში სადამკვირვებლო პუნქტებს შორის იგეგმება და, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანია: „ჩვენ მას აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებების შესაბამისად განვახორციელებთ“.

სავსებით ნათელია, რომ საუბარი არ არის ერთობლივ სადამკვირვებლო ცენტრზე. ანკარა მზადაა მოქმედებისთვის რეგიონის ინტერესებისა და კონფლიქტის მხარეთა შორის მშვიდობის დამყარების ლოგიკის საწინააღმდეგოდ. შესაძლოა, „ახალი მშვიდობა“ ყარაბაღში ვიღაცას ძალიან უშლიდეს ხელს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0
თემები:
რუსეთი დღეს