ჯანმო მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შეწყვიტონ ბრძოლები ყარაბაღში

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიადგილობრივი ყარაბაღის დანგრეულ ეკლესიაში
ადგილობრივი ყარაბაღის დანგრეულ ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო კონფლიქტი პანდემიით ისედაც დასუსტებული ჯანდაცვის სისტემის ძლიერ მოშლას იწვევს, განაცხადეს ორგანიზაციაში

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ჯანმო მოუწოდებს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ორივე მხარეს დაიცვან მედმუშაკები, რომლებიც თავდადებით ებრძვიან კორონავირუსს, ნათქვამია ჯანმოს ევროპის ოფისის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებაში.

საფრანგეთის სენატი - Sputnik საქართველო
საფრანგეთის სენატში მთიანი ყარაბაღის აღიარების პროექტი შევიდა

„საბრძოლო მოქმედებები იწვევენ COVID-19-ის გავრცელების მკვეთრ ზრდას. მიმდინარე ძალადობა და მოსახლეობის შემდგომი გადაადგილება ჯანდაცვის კუთხით სიტუაციის არამდგრადობას გააღრმავებს. კონფლიქტი პირდაპირ რღვევას იწვევს ჯანდაცვის სისტემაში და ამძიმებს მას, რომელიც ისედაც დაძაბულია პანდემიის გამო. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჯანმოს ევროპულ რეგიონში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა ისევ მზარდია“, - განაცხადა მან.

როგორც კლუგემ აღნიშნა, სექტემბრის ბოლოდან საბრძოლო მოქმედებების შედეგად ათი ათასობით სამოქალაქო პირი იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა.

„ჯანმო დაჟინებით მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს იმოქმედონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად და დაიცვან სამოქალაქო მოსახლეობა და სამედიცინო დაწესებულებები, სადაც დაჭრილებსა და ავადმყოფებს უვლიან. COVID-19-ის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველა მედმუშაკი დაცული იყოს ძალადობისგან, რათა მათ პანდემიაზე რეაგირების ზომების განხორციელება შეძლონ“, - აღნიშნა ჯანმოს ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა.

ჯანმოს წარმომადგენელმა ასევე კვლავ მოუწოდა მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

სამმხრივი მოლაპარაკებები მოსკოვში - Sputnik საქართველო
ისევ მოლაპარაკებები? აზერბაიჯანელი და სომეხი მინისტრები მოსკოვში არიან

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

ყველა ახალი ამბავი
0