ალექსანდრ ლუკაშენკო

„რა გეშველებათ უჩემოდ?“ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ ეჭიდება

61
(განახლებულია 22:12 20.10.2020)
ბელარუსის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის სასახლეში ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნისას შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ხელისუფლებას თითების გალურჯებამდე ჩემთვის კი არ ვეჭიდები, არამედ ხალხის ბედი მაწუხებს, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მისი თქმით, მას მხოლოდ ქვეყნის ბედი აღელვებს ამჟამინდელი ოპოზიციის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემთხვევაში.

„რაც შეეხება ბელარუსის პრეზიდენტს, მან არაერთხელ თქვა, რომ ხელისუფლებას თითების გალურჯებამდე არ ეჭიდება. „საქმე ჩემში არ არის. საქმე თქვენშია: რა გეშველებათ უჩემოდ?!“ — ციტირებს ლუკაშენკოს სიტყვებს „Sputnik–ბელარუსი“.

თუმცა პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შეიძლება გადაჭარბებულად აფასებდეს თავის როლს, მაგრამ მას აფიქრებს ადამიანების ბედი, რომლებსაც „ამ ქვეყანაში ცხოვრება მოუწევთ“ და რომლებიც შეიძლება „ნაკუწებად აქციოს“ ახალმა ხელისუფლებამ.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 80,1% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა 10,12%-ით.

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ქვეყანაში არასანქცირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. ტიხანოვსკაიამ, რომელსაც ოპოზიცია არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს, ბელარუსი დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა. ექს-კანდიდატის ინიციატივით ქვეყანაში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლების გადაცემის მიზნით. მისი წარმომადგენლები ახალი არჩევნების დანიშვნასა და მოლაპარაკებებს მოითხოვენ.

61
თემები:
მსოფლიო დღეს (2324)
სტუდენტები აუდიტორიაში

14 წლის ვუნდერკინდმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა

28
(განახლებულია 16:11 27.11.2020)
ნორჩი ბაკალავრი სწავლის გარდა სხვა სფეროებშიც წარმატებულია და რაც ყველაზე საინტერესოა, ამბიდექსტერია

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ინდოელმა ვუნდერკინდმა უმაღლესი სასწავლებელი 14 წლის ასაკში დაამთავრა და ბაკალავრის დიპლომი მიიღო, წერს გამოცემა Newsflare.

​გავრცელებული ინფორმაციით, აგასტია ჯაისვალი (Agastya Jaiswal) ჰაიდარაბადის უნივერსიტეტში სწავლობდა მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მისი თქმით, ის პირველი სტუდენტია, ვინც ბაკალავრის ხარისხი ასეთ ასაკში მიიღო.

გარდა ამისა, ჯაისვალს დიდი წარმატებები აქვს სხვა სფეროებშიც. კერძოდ, ის შესანიშნავად თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს და ეროვნულ ჩემპიონატებშიც იღებს მონაწილეობას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნორჩი ბაკალავრი ამბიდექსტერია — ორივე ხელით თანაბრად კარგად წერს.

28
თემები:
მსოფლიო დღეს (2324)
ექიმები COVID 19-ით დაავადებულ პაციენტთან

რას ხედავენ COVID-19-ით დაავადებული მომაკვდავი პაციენტები: ექიმი ვიდეოს აქვეყნებს

96
(განახლებულია 15:56 27.11.2020)
სოკვდილის წინ კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფი წუთში სულ ორმოცჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, ხოლო სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე 80%-ზე ქვემოთ ეცემა   

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა ექიმმა, რომელიც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობს, სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომლითაც მან საზოგადოებას აჩვენა, თუ რას ხედავნ მომაკვდავი პაციენტები უკანასკნელ წუთებში.

​კადრებზე ექიმი კენეტ რემი (Kenneth Remy) ინდივიდუალური დაცვის ეკიპირებაშია გამოწყობილი. მისი თქმით, სიცოცხლის ბოლო წუთებში პაცენტები სწორედ ამას — ექიმების სახეებსა და სამედიცინო აღჭურვილობას  ხედავენ. ამ დროს ავადმყოფი წუთში სულ ორმოცჯერ ახერხებს ჩასუნთქვას, ხოლო მისი სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე 80%-ზე ქვემოთ ეცემა.   

„მე არ მინდა ვიყო ბოლო ადამიანი, რომელიც თქვენს შეშინებულ თვალებს დაინახავს“, — ასეთი კომენტარი გაუკეთა მან Twitter–ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელსაც ამ დროისათვის თითქმის ორასი ათასი ნახვა აქვს.

ექიმი სთხოვს ყველას, სერიოზულად მოეკიდნენ მის მოწოდებას და კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ „თუ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეებს არ ატარებთ, თუ არ დაიბანთ ხელებს“, ასეთ შემთხვევაში ბოლო სურათი, რასაც იხილავთ, ექიმის ეკიპირებული სახე იქნება. 

96
თემები:
მსოფლიო დღეს (2324)
მაქსიმე ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი მამას საოცრად დაემსგავსა - უახლესი ფოტოები

0
(განახლებულია 13:31 27.11.2020)
ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს

საზოგადოებამ ის ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ვიდეოკლიპიდან გაიცნო. წლების წინ მისი ეკრანზე ერთხელ გამოჩენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ბიჭზე მთელი ქალაქი ალაპარაკებულიყო.

მეფე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 32 წლის მაქ­სი­მე თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებს ჩა­მოს­ვლას.

როგორც ინტერვიუებში ამბობს, 25 წელია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, წერს სცენარებს, ზოგჯერ რეჟისორობაც უწევს და კლი­პებ­სა და რეკ­ლა­მებ­ზე მუშაობს. თბი­ლის­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მო­დი­ს, ზოგ­ჯერ უფრო ხში­რად. გა­აჩ­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რო­გორ აქვს.

7 წლის ი­ყო, როცა დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში წა­ვიდა სა­ცხოვ­რებ­ლად და როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მის ქარ­თულ ოჯახ­თან და მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. 

„იმე­დი მაქვს, ირაკ­ლი, სა­დაც არის, თვალს მიკ­რავს იქე­დან და ამა­ყობს ჩე­მით“,- ამბობს მაქსიმე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უცნობია ამჟამად მისი გული დაკავებულია თუ არა, თუმცა 2014 წელს მაქსიმე თბილისში შეყვარებული რიტა გალკინასთან ერთად იყო ჩამოსული, რომელიც მაშინ 25 წლის იყო და პროფესიით მოდის სფეროს ბლოგერია. წყვილი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება