კორონავირუსი მსოფლიოში

კიდევ ერთი სიმპტომი: ბრიტანელი მეცნიერები მსოფლიოს ექიმებს აფრთხილებენ

227
(განახლებულია 15:11 19.10.2020)
ირკვევა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ამ სიმპტომის მქონე პაციენტების ნაწილი შემდგომში სმენას სრულიად კარგავდა.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსმა კიდევ ერთი სიმპტომი გამოავლინა, ინფიცირება შეიძლება სმენის გაუარესებით გამოიხატებოდეს, იუწყება გამოცემა Express ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და სამეფო ეროვნული კომიტეტის მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.

ირკვევა, რომ არაერთი პაციენტი, რომლებსაც შემდგომში COVID-19 დაუდასტურდა, მანამდე ტინიტუსს უჩიოდნენ — ყურებში ხმაურს რაიმე გარეშე სტიმულის გარეშე.

გარდა ამისა, იყო შემთხვევებიც, როდესაც ამ სიმპტომის მქონე, COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტები შემდგომში სმენას სრულად კარგავდნენ.

ბრიტანელი მეცნიერები მოუწოდებენ მსოფლიოს ექიმებს, ყურადღება გაამახვილონ პაციენტებში სმენის ნებისმიერ ცვლილებაზე და პრევენციული ზომები მიიღონ მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

ამასთან სწავლულები აღნიშნავენ, რომ ტინიტუსი ასევე შეიძლება მიანიშნებდეს სხვა დაავადებებზეც, ამიტომ კორონავირუსის სიმპტომატიკაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს საუბარი, თუ მას თან ახლავს COVID-19-სთვის დამახასისათებელი სხვა სიმპტომებიც.

გრიპია თუ COVID-19? მთავარი განსხვავება სიმპტომების თანმიმდევრობაა – ქვეყნდება კვლევა>>

მანამდე ბრიტანელმა მეცნიერებმა საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო კონსალტინგურ ჯგუფს წარუდგინეს მოხსენება, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი სიმპტომი ჰქონდათ აღწერილი. საუბარია კუნთების ტკივილზე, დაღლილობასა და ფეხებზე წყლულებზე.

 

227
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)
COVID 19 იტალიაში

გასროლა იტალიაში: გერმანელმა ეპიდემიოლოგმა პანდემიის სენსაციური ვერსია გაახმოვანა

89
(განახლებულია 17:22 27.11.2020)
გერმანელი ეპიდემიოლოგი ევროპელებს უყურადღებობაში სდებს ბრალს, რამაც შეუწყო კიდეც ხელის კორონავირუსის გლობალურ გავრცელებას

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსის იტალიური შტამია გავრცელებული, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთში განიცადა მუტაცია და ამას არავინ მიაქცია ყურადღება, განაცხადა გერმანელმა ეპიემიოლოგმა ალექსანდერ კეკულემ ტელეარხ ZDF–ის ეთერში.

„გლობალური პანდემიისთვის სასტარტო გასროლა ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა“, — აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მისი თქმით, დღეისათვის COVID-19–ით დაავადებულთა 99% სწორედ იტალიური შტამითაა ინფიცირებული.

კეკულეს განმარტებით, კორონავირუსი SARS-nCov-2, რომელიც პირველად ჩინეთის უჰანში გაჩნდა, შეუმჩნევლად ვრცელდებოდა იტალიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, რამაც მას მუტაციისა და ადამიანებზე კარგად ადაპტაციის საშუალება მისცა.

გერმანელი ექიმი ევროპელებს სერიოზულ შეცდომად უთვლის იმას, რომ თავიდანვე არ მიაქციეს შესაბამისი ყურადღება კორონავირუსის საფრთხეს და ის არავინ აღიქვა სერიოზულად. და ეს მაშინ, როდესაც ისეთი ვირუსები, როგორიც COVID-19–ის აღმძვრელია, ვრცელდება არა დღეების, არამედ საათების განმავლობაში — განსაკუთრებით, წელიწადის ცივ სეზონზე, როცა პირველად იჩინა კიდეც თავი ვირუსმა.

89
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სტუდენტები აუდიტორიაში

14 წლის ვუნდერკინდმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა

36
(განახლებულია 16:11 27.11.2020)
ნორჩი ბაკალავრი სწავლის გარდა სხვა სფეროებშიც წარმატებულია და რაც ყველაზე საინტერესოა, ამბიდექსტერია

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ინდოელმა ვუნდერკინდმა უმაღლესი სასწავლებელი 14 წლის ასაკში დაამთავრა და ბაკალავრის დიპლომი მიიღო, წერს გამოცემა Newsflare.

​გავრცელებული ინფორმაციით, აგასტია ჯაისვალი (Agastya Jaiswal) ჰაიდარაბადის უნივერსიტეტში სწავლობდა მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მისი თქმით, ის პირველი სტუდენტია, ვინც ბაკალავრის ხარისხი ასეთ ასაკში მიიღო.

გარდა ამისა, ჯაისვალს დიდი წარმატებები აქვს სხვა სფეროებშიც. კერძოდ, ის შესანიშნავად თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს და ეროვნულ ჩემპიონატებშიც იღებს მონაწილეობას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნორჩი ბაკალავრი ამბიდექსტერია — ორივე ხელით თანაბრად კარგად წერს.

36
თემები:
მსოფლიო დღეს
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით ხუთი ათასამდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული

0
(განახლებულია 18:25 27.11.2020)
ბოლო თვეებში მედპერსონალის დეფიციტი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, ამიტომ პანდემიასთან ბრძოლაში მომიჯნავე სამედიცინო სფეროების სპეციალისტებსაც ჩართავენ

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ათასამდე მედპერსონალია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ესაა მიახლოებული ციფრი და ინფიცირებული მედპერსონალის ზუსტი რაოდენობა დადგინდება. მედპერსონალის დეფიციტი დღეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა იმ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც დღესდღეობით არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ. 

სპეციალისტებს ანაწილებენ ცხელ წერტილებში. მაგალითად, როდესაც სექტემბერში აჭარაში ეპიდვითარება გაუარესდა, თბილისიდან რეგიონში რეანიმატოლოგები გაემგზავრნენ. ისინი დღემდე იქ მუშაობენ. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების თემა, აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს უფლება აქვს, ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, თუ ეს არ არის კრიტიკული და მძიმე შემთხვევა, ვინაიდან დანარჩენ შემთხვევებში რაიმე განსაკუთრებული უნარები საჭირო არ არის.

 „ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, ნევროლოგებს, ინფექციონისტებს, ქირურგებს შეუძლიათ შემთხვევების მართვაში ჩართვა და ეს ძალიან დაგვეხმარა კოვიდსასტუმროებში დამატებითი პერსონალის, განსაკუთრებით ჰოსპიტალური მუშაობის გამოცდილების მქონე პერსონალის მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბუნიამ.

პირველი დარტყმა მედპერსონალს მიადგა სექტემბერში, როდესაც ბევრი მედიკოსი დაინფიცირდა. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამუშაოს. გაბუნიამ ასევე აღნიშნა,  რომ ჯანდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. სამხედრო ექიმები ჩართული არიან პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში. 

„ისინი პროცესში ჩართული არიან. თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი ადგილებზე პაციენტების ნაკადების მართვაში გვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაქვემდებარებული დაწესებულებისთვის, მათ შორის, რეგულირების სააგენტოსთვის, მანქანები შეიძინა. მისი თქმით, მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია ინფექციის აქტიური კონტროლი და ავტომობილების შესყიდვა ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ეს იყო ძალიან სასწრაფო საჭიროება. ეს შენაძენი გაკეთდა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით. საუბარია თითოელ რეგიონზე ერთი მანქანის მობილიზებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით, „სასწრაფო დახმარების“ მანქანებისთვის შეძენილი იქნება დამატებითი აღჭურვილობა. 

გაბუნიამ საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში მკურნალობს 5.577 პაციენტი, მათგან 1.034-ს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება, 360 მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს. 27 ნოემბერს, დილით, საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი ადგილი იყო.

 „მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის გვქონდეს თავისუფალი ადგილები. თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, ის კოვიდ–სასტუმროში უნდა გაიგზავნოს. იქ მუშაობს საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი“, - ხაზი გაუსვა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში 123 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი, გარდაიცვალა 1161.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში