მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელარუსმა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა: ექს-კანდიდატს პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისვეტლანა ტიხანოვსკაია
სვეტლანა ტიხანოვსკაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის ხელისუფლება პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოწოდებებში სდებს ბრალს.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ბელარუსმა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია სახელმწიფოთაშორის ძებნაში გამოაცხადა კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოწოდებების გამო, იუწყება РИА Новости.

ირკვევა, რომ რესპუბლიკის კანონმდებლობით, ტიხანოვსკაიას ხუთ წლამდე კოლონია ემუქრება.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
„არალეგიტიმური პრეზიდენტი“: ევროკავშირი ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

აღსანიშნავია, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია რუსეთის შსს-ს ძებნილ პირთა ბაზაში ჯერ კიდევ გასულ კვირაში ჩართეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მიმართ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, ძებნილთა სიაში ის მოსკოვსა და მინსკს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზეა შეყვანილი.  

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 80,1% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა 10,12%-ით.

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ქვეყანაში არასანქცირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. ტიხანოვსკაიამ, რომელსაც ოპოზიცია არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს, ბელარუსი დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა. ექს-კანდიდატის ინიციატივით ქვეყანაში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლების გადაცემის მიზნით. მისი წარმომადგენლები ახალი არჩევნების დანიშვნასა და მოლაპარაკებებს მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0