მიმინო

მამალი მიმინო 173 ათას დოლარად გაიყიდა: ვრცელდება ვიდეო აუქციონიდან

65
(განახლებულია 13:40 16.10.2020)
მიმინოებით ნადირობა არაბეთის უდაბნოს მოსახლეობის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას ათასობით წლის ისტორია აქვს.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდა მამალი მიმინო საუდის არაბეთში გამართულ აუქციონზე რეკორდულ თანხად, 173 ათას დოლარად გაიყიდა, იუწყება ტელეარხი Al Arabiya.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაზე დიდი თანხაა სპარსეთის ყურის ქვეყნების ისტორიაში, რომელიც მონადირე ფრინველების ამ სახეობაში ოდესმე გადაუხდიათ.

​აღსანიშნავია, რომ მიმინოს თავდაპირველი ღირებულება აუქციონზე 30 ათასი დოლარი იყო.

როგორც ირკვევა, აუქციონი საუდის არაბეთის მიმინოების კლუბის წევრებმა მოაწყვეს ზამთრის სანადირო სეზონის დაწყების წინ. მათი თქმით, უდაბნოს მიმინო შაჰინი, რომლის წონაც 1,1 კგ-ია, ველურ ბუნებაშია დაჭერილი ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთში.

მიმინოებით ნადირობა არაბეთის უდაბნოს მოსახლეობის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას ათასობით წლის ისტორია აქვს. მონადირე ფრინველები მყიდველებს ძალიან აინტერესებთ, რის გამოც არაბეთში ყოველწლიურად დაახლოებით 2,7 მლნ ფრინველს იჭერენ ან ხოცავენ. გამომდინარე აქედან, სახელმწიფო მხარს უჭერს ოფიციალურ აუქციონებსა და ტურნირებს, სადაც მიმინოების წარმოშობის კანონიერება დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

 

65
თემები:
მსოფლიო დღეს (2196)
ბრიტანული პოლიცია

ინფორმაცია „ფხიზელი მეზობლებისგან“: ბრიტანული პოლიცია სახლებში შეჭრით იმუქრება

16
(განახლებულია 12:39 29.10.2020)
პოლიცია „ფხიზელი მეზობლებისგან“ მიღებულ ყველა ინფორმაციას გადაამოწმებენ და თუ ისინი დადასტურდება, სერიოზულადაც დააჯარიმებენ დამრღვევებს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანეთის პოლიცია საშობაო დღესასწაულებზე იმ სახლებში შეჭრით იმუქრება, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანები იქნებიან თავმოყრილი, იუწყება გამოცემა The Sun-ი.

სამართალდამცველები ამ გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო დაწესებული და მოქმედი საკარანტინო ღონისძიებებით ხსნიან.

როგორც პოლიციის კომისარი დევიდ ჯეიმისონი განმარტავს, სამართალდამცველები აუცილებლად შეამოწმებენ შობის დღეებში „ფხიზელი მეზობლებისგან“ მიღებულ ყველა ინფორმაციას და თუ ისინი დადასტურდება, გარდა იმისა, რომ თავყრილობას დაშლიან, სერიოზულადაც დააჯარიმებენ კარანტინის დამრღვევებს.

„თუ გვეცოდინება, რომ ადამიანთა დიდი ჯგუფები იკრიბებიან იქ, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება, პოლიციას ჩარევა მოუწევს. რა თქმა უნდა, პოლიციის საქმე სულაც არ არის ადამიანებისთვის შობის დღესასწაულის ჩაშლა, მაგრამ ჩვენ ამას კორონავირუსის ეპიდემიის გამო მთავრობის მიერ დადგენილი წესები გვავალდებულებს“, — ამბობს ჯეიმისონი.

დღეისათვის დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მეცხრე ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე იქ 945 378 ადამიანი დაავადდა, რომელთაგან 45 765 გარდაიცვალა.

 

16
თემები:
მსოფლიო დღეს (2196)
ევროკომისია

ევროკომისია მინიმალური ხელფასის დადგენას მოითხოვს: დირექტივა გაცემულია

14
(განახლებულია 11:07 29.10.2020)
მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში მინიმალური ხელფასის დონე კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა დაცული უნდა იყოს ადეკვატური მინიმალური ანაზღაურებით, რაც მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს, სადაც უნდა იყვნენ ისინი დასაქმებულები, ნათქვამია ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ დირექტივაში, რომელიც მის საიტზე ქვეყნდება.

ბრიუსელში მიჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის ადეკვატურ დონეზე დადგენა არა მარტო დადებით სოციალურ ზემოქმედებას ახდენს, არამედ დიდი ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს, ვინაიდან ამცირებს სახელფასო უთანაბრობას, აძლიერებს მუშაობის სტიმულს და ხელს უწყობს შიდა მოთხოვნილების ზრდას.

გარდა ამისა, ადეკვატური მინიმალური ანაზღაურება ასევე შეამცირებს სხვაობას ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის, ვინაიდან ქალების მინიმალური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისა.

ამასთან ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მათი წინადადება დაიცავს დამსაქმებლებსაც, ვინაიდან თანამშრომლებისთვის ღირსეული ხელფასის გადახდას ისინი პატიოსანი კონკურენციის საფუძველზე შეძლებენ.

როგორც ცნობილია, მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში (დანიაში, იტალიაში, კვიპროსზე, ავსტრიაში, ფინეთსა და შვედეთში) მინიმალური ანაზღაურება კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, როგორც ევროკომისიაში ამბობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმებულების ხელფასები საკმარისად არ შეესაბამება მინიმალური ანაზღაურების მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის დირექტივა არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, კანონმდებლობით დაადგინონ მინიმალური ანაზღაურების დონე და ამასთან არ მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას მინიმალური ანაზღაურების ერთნაირი დონე ჰქონდეს.

14
თემები:
მსოფლიო დღეს (2196)
ევრო

შეუძლია თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას სესხი მოითხოვოს, თუ მოვალე გარდაიცვალა

0
(განახლებულია 11:43 29.10.2020)
ბევრს აინტერესებს, აქვს თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას  სესხის მოთხოვნის უფლება, თუ მისი ამღები პირი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს სესხის ამომღებ კომპანიას, მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში,  მოითხოვოს  სესხი. ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში შევეცდებით დაწვრილებით აგიხსნათ, რომელი საკანონმდებლო ნორმებით და როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი.

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მემკვიდრე მემკვიდრებლისგან სამკვიდრო ქონების მიღებით სხვადასხვა ვალდებულებას იძენს. კერძოდ, ისინი  ქონების მიღებით იძენენ, როგორც აქტივებს (მოძრავი ან უძრავი ქონება), ისე პასივებს (ვალები).

ასე რომ, თუ მემკვიდრე ხართ, თქვენ ვალდებული ხართ, მთლიანად დააკმაყოფილოთ მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილება  მხოლოდ სამკვიდროს სახით მიღებული აქტივის ფარგლებში დაგეკისრებათ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ გაქვთ გარდაცვლილის ვალების შესახებ ინფორმაცია, კანონი სწორედ თქვენ, მემკვიდრეს გავალდებულებთ, კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ შეატყობინოთ. თავის მხრივ, კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ.

კანონის მიხედვით, მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

 იმ შემთხვევაში კი, თუ ქონება უმკვიდროა და ის სახელმწიფოზე გადავიდა, სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

პრაქტიკაში კი ხშირადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც კრედიტორმა არც იცის, რომ მას შეუძლია, გარდაცვლილი მოვალის დავალიანების დაფარვა მოსთხოვოს მემკვიდრეს. ასევე, ხშირად მემკვიდრეები არ იღებენ სამკვიდროს სწორედ იმ ვალების თავიდან არიდების მიზნით, რის შესახებ მოთხოვნასაც მათ მიმართ კრედიტორები წამოაყენებენ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

 

0