მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გლადიატორს ვეღარ იცნობთ: გასუქებული რასელ კროუ პაპარაციმ გამოიჭირა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშირასელ კროუ
რასელ კროუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაპარაციმ ფოტოები გადაუღო მსახიობს, რომელიც სხვა კონტინენტზე თავგამოდებით ვარჯიშობს ძველი ფორმის დასაბრუნებლად.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მსახიობ რასელ კროუს ცნობა, რომელმაც ძალიან მოიმატა წონაში, ახლა ნამდვილად გაგიჭირდებათ, წერს გამოცემა Daily Mail.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 56 წლის კროუ ცოტა ხნის პაპარაციმ აღბეჭდა ფირზე, როდესაც მსახიობი სიდნეიში ჩოგბურთის კორტზე ვარჯიშობდა.

​მსუქან და ჭაღარა მამაკაცში ნამდვილად ძნელია რიდლი სკოტის ფილმ „გლადიატორის“ მთავარი გმირის მაქსიმუსის ამოცნობა. როგორც ირკვევა, მან წონაში ტრილერ Unhinged-ში ფსიქოპათის როლისთვის მოიმატა (2020 წ.), ახლა კი ყველაფერს აკეთებს ძველ ფორმაში დასაბრუნებლად.

გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რასელ კროუს როლის გულისთვის აღნაგობის შეცვლა უწევს. ასე მოხდა 2018 წელს, როდესაც მსახიობმა რამდენიმე კილოგრამი მოიმატა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დამსგავსებოდა Fox News-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, 77 წლის როჯერ აილზას სერიალში The Loudest Voice („ყველაზე მაღალი ხმა“).

ყველა ახალი ამბავი
0