გარღვევა დიაბეტის მკურნალობაში: აღმოჩენილია დაავადების „მართვის პულტი“

© Pixabay / stevepbდიაბეტი
დიაბეტი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევის ავტორების განცხადებით, მათ „დიაბეტის დისტანციური მართვის პულტს“ მიაგნეს, რაც სრულიად შემთხვევით მოხდა.

თბილისი, 9 ოქტომბერი ― Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა სისხლში შაქრის დონის გაკონტროლების ახალი, უსაფრთხო და არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს, იუწყება სამეცნიერო ჟურნალი Cell Metabolism.

სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო
როგორ ამოვიცნოთ დიაბეტის პირველი ნიშნები: ენდოკრინოლოგი გვირჩევს

მეცნიერთა აზრით, ეს აღმოჩენა შეიძლება იყოს ნახტომი მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობაში. ახალი მიდგომა ემყარება ელექტრომაგნიტური ველის გამოყენებას, რომლებიც, როგორც ირკვევა, სისხლში შაქრის დონეზე გავლენას ახდენს და აიძულებს ორგანიზმს, უკეთესი რეაქცია გამოავლინოს ინსულინზე.

ირკვევა, რომ აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა. მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ელექტრომაგნიტური ველის გავლენას სწავლობდა ცხოველების ტვინსა და ქცევაზე, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ დიაბეტით დაავადებული საცდელი თაგვების ანალიზები ნორმაში მოვიდა.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს სწავლულებმა ელექტრომაგნიტური ველის გავლენის შესწავლა სისხლში შაქრის დონეზე. დადგინდა, რომ ეს ველი ცვლის ოქსიდანტების და ანტიოქსიდანტების ბალანსს ღვიძლში, რაც აუმჯობესებს კიდეც ორგანიზმის რეაქციას ინსულინზე.

სამედიცინო ძაღლი - Sputnik საქართველო
რატომ უნდა იყოლიონ დიაბეტით დაავადებულებმა ძაღლები – ბრიტანელი მედიკოსების დასკვნა

ჰიპოთეზის დასადასტურებლად მკვლევარებმა დამატებითი ექსპერიმენტები ჩაატარეს თაგვებზე. ისინი ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში ზემოქმედებდნენ მღრღნელებზე ელექტრომაგნიტური ველით. უკვე სამი დღის შემდეგ საცდელი თაგვების ორგანიზმი უკეთ რეაგირებდა ინსულინზე და ეფექტი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამიანის ღვიძლის უჯრედებზე ასეთივე დასხივებამ იდენტური შედეგი გამოიღო.

კვლევის ავტორების განცხადებით, მათ „დიაბეტის დისტანციური მართვის პულტს“ მიაგნეს. მათი თქმით, ელექტრომაგნიტური თერაპიის გამოყენება შესაძლებელია ძილის დროს ან მთელი დღის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0