საპროტესტო აქცია ბიშკეკში

საპროტესტო აქციები ყირგიზეთში: დაშავებულთა რაოდენობა იზრდება

36
(განახლებულია 17:51 07.10.2020)
ყირგიზეთში არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ყირგიზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაშავებულთა რაოდენობამ 911 კაცს მიაღწია, იუწყება „Sputnik–ყირგიზეთი“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

„7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ჯანდაცვის ორგანიზაციებს სამედიცინო დახმარებისთვის სულ 911-მა (ბოლო დღე-ღამეში — 169) დაშავებულმა მიმართა. მათგან 705 პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ამბულატორიულ მკურნალობაზეა გადაყვანილი, ხოლო 205, სხვადასხვა დაზიანებებით, ჰოსპიტალიზებულია. მათგან ხუთი რეანიმაციაში იმყოფება. ერთი დაშავებული გარდაიცვალა“, — ნათქვამია სამინისტროს ცნობაში.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ, 5 ოქტომბერს ბიშკეკის ცენტრში საპროტესტო აქცია წამოიწყეს. პროტესტის მონაწილეები ხმის მიცემის შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. უკვე საღამოს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

მოგვიანებით რესპუბლიკის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა აღიარა, რომ საარჩევნო პროცესში ადგილი ჰქონდა ხმების მოსყიდვას, ხოლო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.

36
თემები:
მსოფლიო დღეს (2189)
ვიტამინები თეფშზე

წვავს ცხიმს: მეცნიერებმა დაადგინეს ვიტამინი, რომელიც წონის დაკლებას უწყობს ხელს

28
(განახლებულია 13:48 28.10.2020)
ავსტრიელი მეცნიერების თქმით, ამ ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება, მით უმეტეს, ექიმის დანიშნულების გარეშე, დაუშვებელია

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს ვიტამინი, რომელსაც ცხიმების წვის უნარი აქვს, აცხადებენ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც MedicalXpress-ზეა გამოქვეყნებული.

ავსტრიელი სწავლულების თქმით, ეს A-ვიტამინია, რომელიც სიცივეში თეთრ ცხიმს რუხ ცხიმად გარდაქმნის.

ცნობილია, რომ ადამიანის სხეული ყველაზე მეტი რაოდენობით თეთრ ცხიმს შეიცავს, რომელიც ძირითადად გვერდების, თეძოებისა და მუცლის არეში გროვდება. ცივ ამინდებში კი ორგანიზმი იწყებს A ვიტამინის მარაგის გაზრდას. ამის შედეგად იწყება რუხი ცხიმის სინთეზი, რომელიც მეტაბოლურ აქტივობასა და ენერგიის მოხმარებას ზრდის.

„ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვიტამინი A მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაში და გავლენას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ცვლაზე“, — ნათქვამია სამეცნიერო სტატიაში.  

ამასთან მეცნიერები მოგვიწოდებენ, არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ დიდი რაოდენობით A ვიტამინი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ექიმს არ დაუნიშნავს. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ნივთიერება ორგანიზმში საჭირო დროსა და საჭირო უჯრედებში მოხვდეს.

ავსტრიელი სწავლულები აცხადებენ, რომ სიმსუქნესთან ბრძოლის მიზნით, მომავალში ჭარბ წონაზე სიცივის გავლენის შესწავლას გეგმავენ.

 

28
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
შარლ მიშელი ბრიუსელის სამიტზე

ტესტირების უნიფიცირებული სისტემა: რას მოითხოვს ევროსაბჭოს ხელმძღვანელი

18
(განახლებულია 13:22 28.10.2020)
შარლ მიშელს მიაჩნია, რომ ევროკავშირის შიგნით საზღვრების ჩაკეტვა კორონავირუსის მეორე ტალღას ვერ შეაჩერებს, ვინაიდან ვირუსი ჯერ კიდევ ამოცანად რჩება

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნებს COVID-19–ის ტესტირების სისტემის უნიფიცირება შესთავაზა.

მიშელმა ფრანგულ რადიოსადგურ RTL–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საუბარია ექსპრეს–ტესტებზე, რომლებიც სწრაფად გამოავლენს ვირუსს და ინფიცირებულების იზოლირებაც ასევე სწრაფად მოხდება.

„მკვლევარები ამ დროისათვის სწრაფი ტესტების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც ნერწყვის ანალიზით დაადგენს ვირუსის არსებობას და რომლებიც დაეხმარება ხელისუფლებებს, სწრაფად გამოავლინონ ინფიცირებულები და სწრაფად გადაიყვანონ ისინი იზოლაციაში“, — აღნიშნა ევროსაბჭოს მეთაურმა.

მისი თქმით, ევროპა, ევროკავშირის შიგნით საზღვრების ჩაკეტვით, ვერ გაუმკლავდება კორონავირუსის მეორე ტალღას, ვინაიდან „ვირუსზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით და ამოცანად რჩება“.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელის განმარტებით, ახლა ევროკავშირის ბევრი ქვეყანა განიხილავს განმეორებითი ლოკდაუნის — საყოველთაო თვითიზოლაციის გამოცხადების საკითხს, რასაც „სერიოზული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს“.

მიშელის აზრით, ლოკდაუნის ალტერნატივა შეიძლება იყოს ტესტირების ეფექტური სისტემის გავრცელება საერთო ევროპულ დონეზე, რისთვისაც სწრაფი ტესტების არსებობაა აუცილებელი.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ COVID–19–ის ტესტების უნიფიცირების საკითხის განხილვა ხუთშაბათს იგეგემება ევროპელი ლიდერების ვიდეოკონფერენციაზე.

 

18
თემები:
მსოფლიო დღეს (2189)
Ртутный градусник и таблетки.

გამყრელიძე: ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობა  არ სჭირდებათ

0
(განახლებულია 14:07 28.10.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა – 12 384  პაციენტი ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობა არ სჭირდებათ, ისინი აქტიურ კონტაქტზე უნდა იყვნენ ოჯახის ექიმთან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

112-ში ზარიდან კოვიდ კლინიკამდე - რა გზას გადის პაციენტი>>

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, 18 750 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოებში მკურნალობს 4 022 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 344 პირი, 12 384 კი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულები ექიმთან კონსულტაციასა და მონიტორინგს საჭიროებენ.

„თუ სიცხემ აუწია ბინაზე მყოფს, ჯობია, რომ დაურეკოს თავისი ოჯახის ექიმს, ამიტომ ჩვენი სლოგანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონი,  არის აუცილებლობა. დავურეკოთ მას პროაქტიურად, შევეკითხოთ ხოლმე ხშირად და ის მოგვცემს დარიგებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. მისი თქმით, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

ჩხენკელი: გადამზადებული უფროსკურსელები ექიმებს უკვე ორშაბათიდან დაეხმარებიან>>

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ყოველდღიურად თითქმის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება.  ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33 858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14 829 პაციენტი, გარდაიცვალა 253 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში