დონალდ ტრამპი

გაამხილეთ ყველაფერი: ტრამპმა „საიდუმლო“ დოკუმენტაციის გამოქვეყნება ბრძანა

89
(განახლებულია 14:35 07.10.2020)
ამერიკის ლიდერს დღემდე ადანაშაულებენ 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას რუსეთთან კავშირებში, რაც თავის დროზე უკვე გამოიძია აშშ-ის სპეცპროკურორმა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, გასაჯაროვდეს დოკუმენტები, რომლებიც თითქოსდა მის რუსეთთან „კავშირებს“ ეხება. აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

„გავეცი სანქცია, სრულად გამოქვეყნდეს ყველა დოკუმენტი, რომლებიც უდიდეს პოლიტიკურ დანაშაულს ეხება ამერიკის ისტორიაში — სიყალბეს რუსეთთან კავშირებზე“, – წერს ამერიკის ლიდერი. 

გარდ ამისა, ტრამპმა გადაწყვიტა გაასაჯაროოს ინფორმაცია ჰილარი კლინტონის მიმოწერების თაობაზეც, რომლებსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი პირადი სერვერის მეშვეობით აწარმოებდა და არა კავშირის დაცული სამთავრობო არხებით.

კიდევ ერთ Twitter–პუბლიკაციაში ამერიკის ლიდერმა შეახსენა საზოგადოებას, რომ „რუსეთთან შეთქმულების“ შესახებ ყველა მონაცემი, რასაც თითქოს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი, მან კარგა ხნის წინ გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა, რაც არაერთხელ უარყვეს რუსეთის სხვადასხვა დონის წარმომადგენლებმა. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებზე თვალთვალიც კი დააწესეს. საბოლოოდ საარჩევნო კამპანიაში „რუსული კვალის“ საქმეს სპეცპროკურორი რობერტ მიულერიც კი იძიებდა, რომელმაც ხანგრძლივი ძიების პროცესში შეთქმულების ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა.    

 

89
თემები:
მსოფლიო დღეს (2178)
არჩევნები უკრაინაში

კენჭისყრა კარანტინის პირობებში: უკრაინელები ადგილობრივ თვითმმართველობას ირჩევენ

10
უკრაინელები მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ დეპუტატებს და იმ ტერიტორიული თემების სოფლების, დაბების და ქალაქების საბჭოების თავმჯდომარეებს, სადაც 10 ათასამდე ამომრჩეველი ცხოვრობს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში კვირას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს, იუწყება РИА Новости.

წელს არჩევნები იმართება საერთო ეროვნული კარანტინის პირობებში, რომელიც კორონავირუსის აფეთქების გამო 12 მარტს დაწესდა და მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. უბნებზე მისულ ამომრჩევლებს მოუწევთ რამდენიმე ეპიდსაწინააღმდეგო წესის დაცვა, რომლებიც მინისტრთა კაბინეტმა სექტემბერში ოფიციალურად დაამტკიცა.

ადგილობრივი არჩევნები ახალი საარჩევნო კანონით ტარდება. უკრაინელები მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ დეპუტატებს და იმ ტერიტორიული თემების სოფლების, დაბების და ქალაქების საბჭოების თავმჯდომარეებს, სადაც 10 ათასამდე ამომრჩეველი ცხოვრობს. დეპუტატებს და იმ ტერიტორიული თემების სოფლების, დაბების და ქალაქების საბჭოების თავმჯდომარეებს, სადაც 10 ათასზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, პროპორციული სისტემით ღია სიებით ირჩევენ.

COVID-19-ის აქტიური ფორმის მქონე ამომრჩევლები, რომლებიც საავადმყოფოებში ან სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხმის მიცემას მკურნალობის ადგილის მიხედვით გაცვლითი ბრიგადების დახმარებით შეძლებენ.

მიმდინარე არჩევნების შედეგები 6 ნოემბერს გაირკვევა და გამოქვეყნდება ხუთი დღის განმავლობაში, დიდ ქალაქებში მერის არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში - არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. ადგილობრივი არჩევნები დონბასის ტერიტორიების ნაწილში არ გაიმართება.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6088-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 102 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრამდე ქვეყანაში 343 498 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 141 508 ადამიანი, აქედან ბოლო დღე-ღამეში - 1753.

10
თემები:
მსოფლიო დღეს (2178)
საათის გადაწევა

ევროპის ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ

110
(განახლებულია 11:32 25.10.2020)
ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში დრო ერთნაირად იცვლება - კვირას დილის 4 საათზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებისთვის

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. კვირას ღამით თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ საათის ისრები ერთი საათით უკან გადაწია - ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ.

დრო ყველა სახელმწიფოში ერთდროულად იცვლება - კვირას დილის 4 საათზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებისთვის. პროცესი ყოველთვის ერთ და იგივე დღეებში ხდება - მარტის და ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს. კვირის ადრეული დილა იმიტომ შეირჩა, რადგან ყველაზე ნაკლებ დისკომფორტს იწვევს, რადგან ამ დღეს ტრაფიკი ყველაზე ნაკლებია.

საათის ისრების გადაწევა მთელს ევროკავშირშია მიღებული.

ამჟამად რეალიზაციის პროცესშია ფინეთის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირში საათების ისრების გადაწევის პრაქტიკის შეწყვეტას გულისხმობს.

ევროპარლამენტმა 2019 წლის გაზაფხულზე კენჭი უყარა ფინეთის წინადადებას. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ევროპარლამენტის და ევროპის კავშირის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ეს ინიციატივა ყველა წევრ სახელმწიფოში ეროვნულ დონეზე იქნება რატიფიცირებული.

ევროპის კავშირის საბჭოს ეს წინადადება ჯერ არ განუხილავს, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შეიძლება ამოქმედდეს არა უადრეს 2022 წლისა. დროის შეცვლის შესახებ დისკუსიაც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

საქართველო ზამთრის დროზე არ გადადის. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ“ 2005 წლის 20 ოქტომბერს გამოიცა. შესაბამისად, საქართველოში ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს საათის ისრები ერთი საათით უკან მას მერე არ გადაწეულა.

110
თემები:
მსოფლიო დღეს (2178)
ბეჟან გუნავა

ქართული ოპოზიციური პარტიის Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

0
პარტიაში ვარაუდობენ, რომ შეტევა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამო განახორციელეს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიცური პარტია „ქართული არჩევანი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

პარტიის თავმჯდომარე ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ შეტევის მიზანს მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა წარმოადგენს.

„პარალიზებულია „ქართული არჩევანის" Facebook-ის ოფიციალური გვერდი. მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და არის შეგნებულად გაკეთებული. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს განხორციელდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის უკან ავტვირთეთ ვიდეო, სადაც ხდება სრული ლუსტრაცია პატრულის საქმიანობის. ამ ვიდეოს აქვს ნახევარ მილიონამდე ნახვა“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

შსს-ში განაცხადეს, რომ ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენში ეს პარტია მე-14 ნომრად არის აღნიშნული.

საქართველოს მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიებით, 30 მაჟორიტარს - ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, ბლოკებისთვის - იმდენს, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

ბოლო წლებში ბეჟან გუნავა იყო „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტი, მონაწილეობდა ბევრ საპროტესტო აქციაში. არაერთხელ არის დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. ბეჟან გუნავამ 2020 წლის ივნისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნა.

 

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში