დონალდ ტრამპი

ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა: როგორ გრძნობს თავს პრეზიდენტი? ვიდეო

58
(განახლებულია 15:18 06.10.2020)
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მკურნალობას საკუთარ რეზიდენციაში განაგრძობს.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ლიდერი საავადმყოფოდან თეთრ სახლში დაბრუნდა და აცხადებს, რომ თავს „ძალიან კარგად“ გრძნობს. 

​მოგვიანებით ამერიკის ლიდერმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც დეტალურად ისაუბრა შეგრძნებებზე.

„ვიცი, რომ არსებობს რისკი, არსებობს საშიშროება, მაგრამ ეს ნორმალურია. მე უკეთ ვარ. შეიძლება იმუნიტეტი მაქვს. არ მისცეთ ნება [ვირუსს], დომინანტი იყოს თქვენს ცხოვრებაში, გამოდით ქუჩაში, იყავით ფრთხილად, ჩვენ საუკეთესო წამლები გვაქვს მსოფლიოში... ვაქცინები კი ძალიან მალე იქნება“, — თქვა ტრამპმა.

​დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის საავადმყოფოდან ორშაბათს გამოწერეს, სადაც ის სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა კორონავირუსის დიაგნოზით. შემდგომ მკურნალობას პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში განაგრძობს.

 

58
თემები:
მსოფლიო დღეს (2178)
ვითარება მთიან ყარაბაღში

ამჯერად აშშ-ში: ბაქო და ერევანი დაზავებაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ

13
(განახლებულია 10:25 26.10.2020)
მთიან ყარაბაღში ბაქოსა და ერევანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი, რიგით მესამე რეჟიმი ძალაში 26 ოქტომბრის 08:00 საათზე შევიდა

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთს საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეიჰუნ ბაირამოვიდა ზოგრაბ მნაცაკანიანი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანთან შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში მორიგ ჰუმანიტარულ დაზავებაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

ცეცხლის შეწყვეტის მორიგი რეჟიმი ძალაში 26 ოქტომბრის 08:00 საათზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბაქოსა და ერევნის მორიგების რიგით მესამე მცდელობაა. წინა ორი შეთანხმება მათი ძალაში შესვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაირღვა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი დაზავების ამოქმედებიდან მცირე ხნის შემდეგ ბაქომ და ერევანმა კვლავ გაავრცელეს ურთიერთმბრალდებელი განცხადებები და ერთმანეთი ტერიტორიების დაცხრილვაში დადანაშაულეს. 

ამასთან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები (აშშ, საფრანგეთი, რუსეთი) და აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 29 ოქტომბერს ჟენევაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნება მთიან ყარაბაღში სამშვიდობო დარეგულირებისთვის აუცილებელი ყველა ზომა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

13
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეშინია აშშ-ის სანქციების

57
თურქეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომლებიც ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხებოდა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთს არ ეშინია ამერიკული სანქციების ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო და არ წამოეგება აშშ-ის მუქარის ენას, რომლებიც С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რუსულ სისტემებზე უარის თქმას მოითხოვენ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

„ზოგიერთები ამერიკიდან ურეკავენ ჩემს ძმას ილჰამს (ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს - რედ.) და აცხადებენ, რომ იციან, ვინ უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ეს არის ერდოღანი და თურქეთი. ამერიკელები ანკარის წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან. ჩვენ კი ვპასუხობთ: „შენ (ამერიკა - რედ.) არ გესმის, ვისთან გაქვს საქმე. მიდი, შემოიღე, ნუღა აყოვნებ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ქალაქ მალათიაში. ტრანსლაცია პრეზიდენტის Twitter-ში მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაზე, რომლებმაც უარი თქვეს თურქული მხარისთვის მეხუთე თაობის  F-35-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე, რაშიც ანკარას თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა.

С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის უახლესი რუსული სისტემების მიწოდება, რამაც თურქეთსა და აშშ-ს შორის კრიზისი გამოიწვია, 2019 წლის ივლისში დაიწყო. ვაშინგტონი გარიგებაზე უარის თქმას მოითხოვდა და სანაცვლოდ ამერიკული კომპლექსების - Patriot-ების შეძენას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთისთვის F-35-ის ტიპის უახლესი გამანადგურებლების მიყიდვის შეჩერებით ან გაუქმებით იმუქრებოდა. ასევე გაისმა მუქარა „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში სანქციების დაწესების შესახებ. ანკარამ უარი თქვა დათმობაზე და С-400-ის დამატებითი პარტიის შესახებ მოლაპარაკებები განაგრძო.

57
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020
ლევან მატიაშვილი

ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში ორი მედალი  მოიპოვეს

0
(განახლებულია 10:22 26.10.2020)
„დიდი სლემის“ ტურნირზე ბუდაპეშტში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ექვსი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი.

თბილისი, 26 ოქტომბერი  – Sputnik.  ქართველმა ძიუდოისტებმა ლევან მატიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა  ბუდაპეშტში გამართულ „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ორივე სპორტსმენმა +100 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავეს. მატიაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს სძლია, ზაალიშვილმა კი ნიდერლანდების წარმომადგენელი იურ  სპიკერსი დაამარცხა. 

ბუდაპეშტში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ექვსი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ), ფრიდონ გიგანმა, ლაშა შავდათუაშვილმა (ორივე -73 კგ) და ავთო ჭრიკიშვილმა (-90 კგ)  საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხეს.

საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულები გახდნენ რუსეთის(ხუთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალი) წარმომადგენლები.

კორონავირუსის პანდემიის გამო IJF–ის ეგიდით ძიუდოში შეჯიბრებები მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან არ ჩატარებულა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე „დიდი სლემის“ სერიიდან კიდევ ერთი ტურნირი  ჩატარდება, რომელიც ტოკიოში 11–13 დეკემბრის პერიოდშია დაგეგმილი.

0
თემები:
სპორტის ამბები