მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად ევროკავშირში: ბელგიის ვიცე-პრემიერად ღია ტრანსგენდერი დაინიშნა

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტრა დე სუტერს იმედი აქვს, რომ მისი მაგალითი დისკუსიების საფუძველი გახდება იმ ქვეყნებში, სადაც განსხვავებული ვითარება სუფევს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბელგიის ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობაში ქვეყნის ვიცე–პრემიერის პოსტი ტრანსგენდერმა დაიკავა, რაც პირველი შემთხვევაა ევროკავშირში, იუწყება The Brussels Times–ი.

„ბელგიის მთავრობის შემადგენლობაში ვიცე–პრემიერის თანამდებობა ღია ტრანსგენდერმა პეტრა დე სუტერმა დაიკავა, თუმცა ეს თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ბელგიური მედიასაშუალებებისთვის“, — წერს გამოცემა.

გავრცელებული ინფორმაციით, დე სუტერი ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატია, რომელიც ბელგიის მთავრობაში ფლამანდიის მწვანეთა პარტიიდან შევიდა.

​როგორც თავად პეტრა დე სუტერი წერს Twitter–ზე, ის ამაყია იმით, რომ ბელგიასა და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში „გენდერული კუთვნილება პრობლემა არ არის“.

ამასთან პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მაგალითი დისკუსიების საფუძველი გახდება იმ ქვეყნებში, სადაც განსხვავებული ვითარება სუფევს.

აღსანიშნავია, რომ დე სუტერი განათლებით გინეკოლოგია და მანამდე გენტის უნივერსიტეტის რეპროდუქციული მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მას არასდროს დაუმალავს თავისი გენდერული ორიენტაცია და აქტიურად მონაწილეობდა ლგბტ მოძრაობის აქციებში.

ბელგიის ახალმა მთავრობამ მეფე ფილიპეს წინაშე ფიცი 1 ოქტომბერს დადო და ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი სრულფასოვანი ფედერალური კაბინეტი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0