ბიჭი კითხულობს წიგნს

მეცნიერებმა დაადგინეს, რა უშლის ხელს ბავშვებს ტექსტის კითხვა-აღქმაში: მიზეზი უჩვეულოა

587
(განახლებულია 10:38 03.10.2020)
ამერიკელმა სწავლულებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ბავშვებს ტექსტის აღქმაში ხელს ის იშლის, რაც მანამდე ვერც კი წარმოედგინათ

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დეტალური ფერადი ილუსტრაციები ხელს უშლის 6-8 წლის ბავშვებს, გაამახვილონ ყურადღება ტექსტის აღქმაზე, იუწყება Daily Mail-ი ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით.

ჩატარებული კვლევების შემდეგ სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფერადი ნახატები (განსაკუთრებით, თუ ისინი ძალიან ბევრია), რომლებიც დამწყები მკითხველების მოტივირების მიზნით არის მოწოდებული, ხშირად საპირისპირო ეფექტს იწვევს — ყურადღებას უფანტავს ბავშვებს.

როგორც ფსიქოლოგი ანა ფიშერი ამბობს, მან და მისმა კოლეგებმა წიგნები გადასცეს უფროსკლასელებს და სთხოვეს მათ, შეერჩიათ ისეთი ილუსტრაციები, რომლებიც მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არ იყო ტექსტის აზრის გასაგებად.  

ამის შემდეგ ეს ილუსტრაციები წიგნებიდან ამოიღეს და წასაკითხად გადასცეს 6-8 წლის სამოცამდე ბავშვს. პარალელურად ექსპერტები ინდივიდუალური პორტატული აიტრეკერებით აკვირდებოდნენ, რამდენჯერ გაურბოდა თითოეულ ბავშვს თვალი ტექსტიდან ილუსტრაციებისკენ.  აღმოჩნდა, რომ მათ იშვიათად გადაჰქონდათ მზერა „არამომხიბლავი“ ნახატებისკენ და უკეთაც აღიქვამდნენ ტექსტს.

„მიმზიდველ ილუსტრაციებს შეუძლია ბავშვს მზერა გადაატანინოს ტექსტიდან და დაარღვიოს ფოკუსი, რომელიც აუცილებელია შინაარსის გასაგებად“, — ამბობს ფიშერი.

მისი თქმით, „კითხვის სწავლა ბევრი ბავშვისთვის მძიმე შრომაა“, და ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა და აქტუალური გახდა COVID-19–ის პანდემიის ფონზე, როდესაც ბავშვებს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო, მოაკლდათ პედაგოგების უშუალო ჩარევა კითხვის სწავლის პროცესში.

დოქტორმა ფიშერმა და მისმა კოლეგებმა მოუწოდეს წიგნების ავტორებს, ილუსტრატორებსა და გამომცემლებს, განიხილონ დაწყებითი კლასების სასწავლო სახელმძღვანელოებიდან „არასაჭირო და ყურადღების გამფანტველი“ ილუსტრაციების ამოღების საკითხი.

587
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (534)
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა

რუსეთში ბოლო 80 წელიწადში მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე ძლიერი ვარდნის პროგნოზს აკეთებენ

52
მრავალი ავტორიტეტული ეკონომიკური ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ეკონომიკას წლები დასჭირდება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთის საანგარიშო პალატის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკაში უძლიერესი ვარდნაა მოსალოდნელი. ეს დასკვნა ეფუძნება უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, 2020-2023 წლებში რუსეთის ეკონომიკის განვითარების პროგნოზს, იუწყება РИА Новости.

ექსპერტების სიტყვებით, გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები გაურკვეველი რჩება 2020 წლის მეორე ნახევარში არაერთი მასტიმულირებელი პროგრამის დასრულებისა და კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო.

მათ აღნიშნეს ასევე, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და რეიტინგების სააგენტო Fitch-მა უკვე გადახედეს თავიანთ პროგნოზებს ეკონომიკის ვარდნის მიმართულებით. მათი შეფასებით, მსოფლიო მშპ შეიძლება 4,9-6%-მდე შემცირდეს.

„ამგვარად მსოფლიო ეკონომიკა აღმოჩნდება ყველაზე ღრმა რეცესიაში ბოლო 80 წლის განმავლობაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ეს დოკუმენტი - საანგარიშო პალატის პირველი საკუთარი პროგნოზია რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივებზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში. ექსპერტებმა აღწერეს მოვლენათა განვითარების ორი ვარიანტი: საბაზო, შედარებით კეთილსაიმედო და კონსერვატიული - „შოკური სცენარი“.

52
თემები:
მსოფლიო დღეს
რეჯეფ ერდოღანი

ლახავს ღირსებას: ერდოღანი „შარლი ებდოს“ სასამართლოში უჩივის

30
(განახლებულია 20:48 28.10.2020)
Charlie Hebdo-ს დღევანდელი ნომრის ყდაზე ერდოღანის კარიკატურა გამოქვეყნდა, რომლის ავტორებსაც სურდათ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, რომ თურქეთის ლიდერის ქცევა შორსაა ისლამური ეთიკის ნორმებისგან.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ მისი კარიკატურის პუბლიკაციისთვის, იუწყება ტელეარხი TRT.

ტელეარხის ინფორმაციით, ანკარის პროკურატურაში ფრანგული ჟურნალის წინააღმდეგ სარჩელი ერდოღანის სახელით მისმა ადვოკატმა ჰუსეინ აიდინმა შეიტანა. სარჩელში ნათქვამია, რომ გამოცემის პუბლიკაცია არ შეესაბამება ჟურნალისტიკის მორალურ და ეთიკურ პრინციპებს, სიტყვის თავისუფლების ცნებას და შეურაცხყოფს თურქეთის ლიდერის ღირსებასა და პატივს.

დღეს Charlie Hebdo-ს ნომერი ყდაზე რეჯეფ ერდოღანის კარიკატურით გამოვიდა, რომლის ავტორებიც შეეცადნენ ეჩვენებინათ მკითხველისთვის, რომ თურქეთის ლიდერის ქცევა შორსაა ისლამური ეთიკის ნორმებისგან.

პარიზსა და ანკარას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერდოღანმა მაკრონი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, ეჭვი შეიტანა რა საფრანგეთის ლიდერის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთმა თურქეთიდან თავისი ელჩი გაიწვია და ევროკავშირს ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოსთხოვა.

30
თემები:
მსოფლიო დღეს
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 29 ოქტომბერს

0
(განახლებულია 09:04 29.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2345 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 29 ოქტომბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს