დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპს „რემდესივირით“ მკურნალობენ: ბოლო ცნობები და ვიდეომიმართვა

75
(განახლებულია 09:57 03.10.2020)
შეერთებული შტატების ლიდერი ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკის ლიდერი ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე უოლტერ რიდის ჰოსპიტალშია მოთავსებული და მას უკვე დაუწყეს პრეპარატ რემდესივირით მკურნალობა, აცხადებს თეთრი სახლი.

როგორც ტრამპის პირადი ექიმი შონ კონლი ამბობს, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს, და მას არ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი.

„თუმცა სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რემდესივირით თერაპია დაგვეწყო. პრეზიდენტმა უკვე მიიღო პირველი დოზა და კომფორტულად ისვენებს“, — აღნიშნა კონლიმ.

მანამდე დონალდ ტრამპმა სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა და ასევე მადლობა გადაუხადა ყველას.

  • ​„ვფიქრობ, ყველაფერი კარგადაა! მადლობა ყველას, მიყვარხართ!“ — დაწერა პრეზიდენტმა საკუთარ ტვიტერ–აკაუნტზე.

როგორც მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, პრეზიდენტი სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღეს დაჰყოფს.

 

75
თემები:
მსოფლიო დღეს (2198)
ვითარება ნიცაში

ტერაქტის განგაში: საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის მაქსიმალური დონე გამოცხადდა

7
(განახლებულია 18:08 29.10.2020)
დღეს საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს ტერორისტულ აქტად შეაფასა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა Vigipirate–ს მაქსიმალური დონე გამოცხადდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ჟან კასტეკსმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველ ქვეყანაში დღეს მომხდარი რამდენიმე თავდასხმა გახდა, რასაც წინ 16 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებლის, სამუელ პატის რადიკალ–ისლამისტის ხელით მკვლელობა უძღოდა წინ.

​„მთავრობის პასუხი იქნება მტკიცე, დაუნდობელი და დაუყოვნებელი. მე უკვე მივიღე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე Vigipirate–ს გამოცხადების გადაწყვეტილება „ტერაქტის განგაშის“ დონეზე“, — განაცხადა კასტეკსმა საფრანგეთის ეროვნულ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უსაფრთხოების საბჭოს კრებას პარასკევ დილით მოიწვევს.

შეგახსენებთ: დღეს საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უცნობი მამაკაცი ნიცაში ნოტრ–დამის ეკლესიაში შევიდა, სადაც სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა დანით. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, თავდამსხმელმა, რომელიც მალევე დააკავა პოლიციამ, ერთ ასაკოვან ქალბატონს თავიც კი მოკვეთა.

ოდნავ მოგვიანებით ქალაქ ავინიონში მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს და მათ დაჭრას შეეცადა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თითქმის იმავდროულად საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დააკავეს ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის საკონსულოს დაცვას დაესხა თავს და, პოლიციის ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრა ის.

აღსანიშნავია, რომ დღეს მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ზეიმობს, რომელზე კარიკატურებმაც აღაშფოთა ისლამური სამყარო.

 

7
თემები:
მსოფლიო დღეს (2198)
დიეტა

როგორ შევინარჩუნოთ სასურველი წონა დიეტის შემდეგ

34
(განახლებულია 15:22 29.10.2020)
ყველა ადამიანს სურს სასურველი წონა ჰქონდეს და ყოველთვის მსუბუქად გრძნობდეს თავს. ამისთვის კი ხშირად მიმართავენ დიეტას.

შესაძლოა სასურველ წონას მალე მივაღწიოთ, ან ამისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდეს. ყველა შემთხვევაში საჭიროა მიღწეული შედეგის შენარჩუნება.  დიეტის შემდეგ ყველაზე რთული კი სწორედ წონის შენარჩუნებაა.

როგორც წესი, დიეტის შემდეგ, როცა უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და კვების რაციონს, დაკლებული კილოგრამებიც თავიდან იწყებენ მომატებას.

სტატისტიკის მიხედვით, დიეტის შემდეგ ადამიანების მხოლოდ 5% -მა შეძლო წონის შენარჩუნება. როდესაც ადამიანი ცდილობს დიეტით, შიმშილით წონაში დაკლებას, ამით სტრესში აგდებს საკუთარ ორგანიზმს. რა თქმა უნდა, ადამიანი იკლებს წონაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს, აღარ შიმშილობს და იწყებს ჭამას, შესაძლებელია კვლავ მოიმატოს წონაში. ორგანიზმს ეშინია, რომ ისევ შიმშილის ფაზაში ჩავარდება და ორმაგად იგროვებს მარაგს, რათა მოსალოდნელ შიმშილს გაუძლოს.

ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც აპირებენ ჭარბ წონასთან ბროძლას, ამას თვითნებურად აკეთებენ და არ მიმართავენ სპეციალისტს. თუმცა დამეთანხმებით, რომ აუცილებელია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და დიეტის წინ გაარკვიოთ,  ხომ არ არის ჭარბი წონის მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ან სხვა დაავადება და არა ცუდი რაციონი. ამ შემთხვევაში დიეტის ნაცვლად კვალიფიკაციური მკურნალობაა საჭირო.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც დიეტის შემდეგ წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

არ მიირთვათ გვიან – ეს პირველი წესია, რომელიც სასურველი წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ყველაზე მავნებელი კალორიები სწორედ  ძილის  წინ გროვდება, ამიტომ ბოლო კვება მიიღეთ 8 საათზე. თუ ძალიან გშიათ და ვერ იკავებთ თავს, შეგილიათ მიირთვათ დაბალკალორიული მაწონი, კეფირი ან იოგურტი.

გაითვალისწინეთ, ორგანიზმი მალევე უბრუნდება ძველ კვებით რეჟიმს. ამიტომ, დიეტის დასრულების შემდეგ ეცადეთ ნელ-ნელა და მცირე ულუფებით მიიღოთ ის საკვები, რაც ძალიან გიყვართ. გაზარდეთ კალორიულობა ნელ-ნელა, დღეში 10-12%-ით. მაგალითად, თუ თქვენი დიეტის პირობაა 1500 კალორია დღეში, გაზარდე ის 1650-1800 კალორიამდე კვირის განმავლობაში. პირველი კვირის შემდეგ, როდესაც მიაღწევს განსაზღვრულ კალორიულობას, გააგრძელეთ კალორიების გაზრდა 5-10%-მდე 1-3კვირის მანძილზე მე-8 კვირამდე. საკვების ნელ-ნელა შეჩვევა ორგანიზმს არ მიცემს საშუალებას კვლავ მოიმატოთ წონაში.

კვირაში ერთი დღე მოიწყვეთ განტვირთვის დღე.

განტვირთვის დღე წყლით ყველაზე ეფექტურია, მაგრამ ყველაზე რთულიც. მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ მხოლოდ წყალი სულ - 2 -3 ლიტრამდე და არაფერი მიირთვათ. ასეთი გნტვირთვის დღე საკმარისია გააკეთოთ კვირაში ერთხელ.

ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ განტვირთვის დღე კეფირით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი ლიტრი კეფირი ან მაწონი, სასურველია - უცხიმო.

ასევე, განტვირთვის დღე შესაძლოა მიწყოთ ხაჭოთი. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 600 გრამი უცხიმო ხაჭო, ნაკლებცხიმიანი არაჟნით. ეს ულუფა ხუთ ნაწილად უნდა გაყოთ და დღის განმავლობაში გადაანაწილოთ.

როგორც დიეტის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა. ივარჯიშეთ, იარეთ ცურვაზე, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ იარეთ ფეხით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

სასურველია, თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს და არ მოწევთ სიგარეტს. არ გამოაშროთ ორგანიზმი, არ შეუწყოთ ხელი მის გაუწყლოებას. დღის განმავლობაში დალიეთ ორ ლიტრამდე წყალი. ასევე, კარგია მწვანე ან ბალახეული ჩაის დალევა.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

34
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე