COVID-19-ის კვლევა ლაბორატორიაში

რატომ გახდა კორონავირუსი უფრო გადამდები: მეცნიერებმა მიზეზი დაადგინეს

127
(განახლებულია 15:21 02.10.2020)
კვლევამ აჩვენა, რომ ლაბორატორიულ პირობებში კორონავირუსის ცილოვანი საცეცები ერთ წუთში იცვლის ფორმას და უფრო სახიფათო ხდება.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ცილოვანი საცეცები ათობით სხვადასხვა სახეობად ტრანსფორმირდება იმისთვის, რომ ორგანიზმში იოლად შეაღწიოს, იუწყება ტელეარხი Fox News ბრიტანეთის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულთა ჯგუფმა ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ ვირუსის საცეცები იცვლება და კიდევ უფრო წებოვანი ხდება.

„ორგანიზმში შეღწევის ასეთი რთული მექანიზმი არც გრიპს აქვს და არც აივ-ინფექციას“, – ნათქვამია კვლევაში.

აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიულ პირობებში ვირუსის ცილოვანი საცეცები ტრანსფორმაციას ძალიან სწრაფად — სულ 60 წამში განიცდიდა. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ რეალურ პირობებში ამ პროცესს მეტი დრო დასჭირდება.

სწავლულების განმარტებით, კორონავირუსი ამგვარ მეტამორფოზებს იმისთვის გადის, რომ ანტისხეულებს „დაემალოს“.

მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ მათი ნაშრომი მეცნიერებს დაეხმარება დაადგინონ, რატომაა ვირუსი ესოდენ გადამდები და როგორ უნდა ებრძოლონ მას.

127
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (535)
დიეტა

როგორ შევინარჩუნოთ სასურველი წონა დიეტის შემდეგ

25
(განახლებულია 15:22 29.10.2020)
ყველა ადამიანს სურს სასურველი წონა ჰქონდეს და ყოველთვის მსუბუქად გრძნობდეს თავს. ამისთვის კი ხშირად მიმართავენ დიეტას.

შესაძლოა სასურველ წონას მალე მივაღწიოთ, ან ამისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდეს. ყველა შემთხვევაში საჭიროა მიღწეული შედეგის შენარჩუნება.  დიეტის შემდეგ ყველაზე რთული კი სწორედ წონის შენარჩუნებაა.

როგორც წესი, დიეტის შემდეგ, როცა უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და კვების რაციონს, დაკლებული კილოგრამებიც თავიდან იწყებენ მომატებას.

სტატისტიკის მიხედვით, დიეტის შემდეგ ადამიანების მხოლოდ 5% -მა შეძლო წონის შენარჩუნება. როდესაც ადამიანი ცდილობს დიეტით, შიმშილით წონაში დაკლებას, ამით სტრესში აგდებს საკუთარ ორგანიზმს. რა თქმა უნდა, ადამიანი იკლებს წონაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს, აღარ შიმშილობს და იწყებს ჭამას, შესაძლებელია კვლავ მოიმატოს წონაში. ორგანიზმს ეშინია, რომ ისევ შიმშილის ფაზაში ჩავარდება და ორმაგად იგროვებს მარაგს, რათა მოსალოდნელ შიმშილს გაუძლოს.

ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც აპირებენ ჭარბ წონასთან ბროძლას, ამას თვითნებურად აკეთებენ და არ მიმართავენ სპეციალისტს. თუმცა დამეთანხმებით, რომ აუცილებელია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და დიეტის წინ გაარკვიოთ,  ხომ არ არის ჭარბი წონის მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ან სხვა დაავადება და არა ცუდი რაციონი. ამ შემთხვევაში დიეტის ნაცვლად კვალიფიკაციური მკურნალობაა საჭირო.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც დიეტის შემდეგ წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

არ მიირთვათ გვიან – ეს პირველი წესია, რომელიც სასურველი წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ყველაზე მავნებელი კალორიები სწორედ  ძილის  წინ გროვდება, ამიტომ ბოლო კვება მიიღეთ 8 საათზე. თუ ძალიან გშიათ და ვერ იკავებთ თავს, შეგილიათ მიირთვათ დაბალკალორიული მაწონი, კეფირი ან იოგურტი.

გაითვალისწინეთ, ორგანიზმი მალევე უბრუნდება ძველ კვებით რეჟიმს. ამიტომ, დიეტის დასრულების შემდეგ ეცადეთ ნელ-ნელა და მცირე ულუფებით მიიღოთ ის საკვები, რაც ძალიან გიყვართ. გაზარდეთ კალორიულობა ნელ-ნელა, დღეში 10-12%-ით. მაგალითად, თუ თქვენი დიეტის პირობაა 1500 კალორია დღეში, გაზარდე ის 1650-1800 კალორიამდე კვირის განმავლობაში. პირველი კვირის შემდეგ, როდესაც მიაღწევს განსაზღვრულ კალორიულობას, გააგრძელეთ კალორიების გაზრდა 5-10%-მდე 1-3კვირის მანძილზე მე-8 კვირამდე. საკვების ნელ-ნელა შეჩვევა ორგანიზმს არ მიცემს საშუალებას კვლავ მოიმატოთ წონაში.

კვირაში ერთი დღე მოიწყვეთ განტვირთვის დღე.

განტვირთვის დღე წყლით ყველაზე ეფექტურია, მაგრამ ყველაზე რთულიც. მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ მხოლოდ წყალი სულ - 2 -3 ლიტრამდე და არაფერი მიირთვათ. ასეთი გნტვირთვის დღე საკმარისია გააკეთოთ კვირაში ერთხელ.

ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ განტვირთვის დღე კეფირით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი ლიტრი კეფირი ან მაწონი, სასურველია - უცხიმო.

ასევე, განტვირთვის დღე შესაძლოა მიწყოთ ხაჭოთი. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 600 გრამი უცხიმო ხაჭო, ნაკლებცხიმიანი არაჟნით. ეს ულუფა ხუთ ნაწილად უნდა გაყოთ და დღის განმავლობაში გადაანაწილოთ.

როგორც დიეტის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა. ივარჯიშეთ, იარეთ ცურვაზე, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ იარეთ ფეხით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

სასურველია, თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს და არ მოწევთ სიგარეტს. არ გამოაშროთ ორგანიზმი, არ შეუწყოთ ხელი მის გაუწყლოებას. დღის განმავლობაში დალიეთ ორ ლიტრამდე წყალი. ასევე, კარგია მწვანე ან ბალახეული ჩაის დალევა.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

25
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა: არიან დაღუპულები - ვიდეო

38
(განახლებულია 16:17 29.10.2020)
საფრანგეთის ქალაქებში დღეს რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა - მათ შორისა ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც თავი მოკვეთეს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს და მათ დაჭრას შეეცადა, იუწყება ფრანგული მედია.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

​მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, თავდასხმა მოხდა ქალაქ ნიცაშიც, სადაც დანით შეიარაღებული მამაკაცი ნოტრ–დამის ეკლესიასთან მყოფ ადამიანებს დაესხა თავს. დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.

​სააგენტო Reuters–ის ცნობით, თავდამსხმელმა, რომელიც უკვე დაკავებულია, ერთ ასაკოვან ქალბატონს თავი მოკვეთა.

ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ განაცხადა, რომ თავდასხმა ტერაქტს ჰგავს, ვინაიდან მამაკაცი გაიძახოდა სიტყვებს „ალაჰ აკბარ“.

​​თითქმის იმავდროულად საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დააკავეს ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის საკონსულოს დაცვას დაესხა თავს და, პოლიციის ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრა ის.

აღსანიშნავია, რომ დღეს მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ზეიმობს, რომელზე კარიკატურებმაც აღაშფოთა ისლამური სამყარო.

ორი კვირის წინ პარიზთან ახლოს ახალგაზრდა რადიკალ–ისლამისტმა თავი მოჰკვეთა ისტორიის მასწავლებელ სამუელ პატის, რომელმაც გაკვეთილზე სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას თვალსაჩინო მასალად ჟურნალ „ჩარლი ებდოში“ გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურა გამოიყენა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა და რადიკალ-ისლამისტებს ბრძოლა გამოუცხადა.

38
თემები:
მსოფლიო დღეს
ჯან ლუკა ვაჩი

53 წლის „მოცეკვავე მილიონერი“ მამა გახდა - ცეკვა სამშობიაროში და ახალშობილის პირველი ფოტო

0
(განახლებულია 16:30 29.10.2020)
ცნობილი იტალიელი მილიონერი, რომელიც საზოგადოებამ მისი მეუღლესთან ერთად ცეკვით გაიცნო, 53 წლის ასაკში მამა პირველად გახდა

ცნობილი მილიონერი, რომელმაც ცეკვის სიყვარულით გაითქვა სახელი, 53 წლის ჯანლუკა ვაკი მამა გახდა - მისმა 25 წლის რჩეულმა შერონ ფონსეკამ ქალიშვილი გააჩინა.

გოგონა დაბადებას არ ჩქარობდა, ამიტომ წყვილმა სამშობიაროშიც მოასწრო ცეკვა და რასაკვირველია, ეს ვიდეოც პოპულარული გახდა.

View this post on Instagram

In The delivery room trying to help her to come out ...but i start thinking she doesn’t want to see me😂 @sharfonseca ❤️

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi) on

საბოლოოდ გოგონა დაიბადა და მამა ძალიან გაახარა. „ის ჩვენთანაა... მე და შერონი ძალიან ბედნიერები ვართ - ჩვენი ქალიშვილი ბლიუ ჯერასულემა ვაკი დაიბადა. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელია. ჩვენ უკვე გვიყვარს ის მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე“, - დაწერა ვაკიმ.

შეგახსენებთ, ჯან ლუკა ვაკი „საქართველოს ბანკის“ საახალწლო მუსიკალური ვიდეო კლიპის გმირიც არის. 2017 წელს ის საქართველოში მაშინდელ მეუღლესთან, ჯორჯია გაბრიელასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა წყვილი 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მანამდე მილიონერს, ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. საბანკო სესხების გამო, მთელი მისი ქონება დაყადაღებული იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება