მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ და მელანია ტრამპები
დონალდ და მელანია ტრამპები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირება დონალდ ტრამპის თანაშემწეს ჰოუპ ჰიკსს დაუდასტურდა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი, დონალდ და მელანია ტრამპები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. აღნიშნულის შესახებ ამერიკის ლიდერმა თავად დაწერა Twitter-ზე.

​„დღეს პირველი ლედისა და ჩემი ტესტის პასუხები დადებითი იყო COVID-19-ზე. ჩვენ დაუყოვნებლივ გადავდივართ კარანტინზე და ვიწყებთ მკურნალობას. ჩვენ ამას ერთად გავივლით!“ — დაწერა ტრამპმა.

პრეზიდენტის პირადი ექიმის თქმით, სახელმწიფოს მეთაური და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ, აპირებენ დარჩნენ თეთრ სახლში და განაგრძონ მოვალეობების შესრულება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირება დონალდ ტრამპის თანაშემწეს ჰოუპ ჰიკსს დაუდასტურდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა დღეს ამერიკის ლიდერმა ტელეფონით მისცა ინტერვიუ ტელეარხ Fox News-ს და ამ დროს მას შეუძლოდ ყოფნის არანაირი ნიშანი არ გამოვლენია.

 

ყველა ახალი ამბავი
0