მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოიცადა წარმატებით: პარამედიკოსები რეაქტიული ზურგჩანთებით იფრენენ – ვიდეო

CC BY 2.0 / Steve Jurvetson / Jetsons Commuteრეაქტიული კოსტიუმის გამოცდა
რეაქტიული კოსტიუმის გამოცდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საცდელმა ფრენამ დაადასტურა, რომ რეაქტიული ზურგჩანთების გამოყენებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს კრიტიკულ სიტუაციებში სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანულმა სამაშველო სამსახურებმა წარმატებით გამოსცადეს მსოფლიოში პირველი რეაქტიული ზურგჩანთა პარამედიკოსებისთვის, იუწყება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური Great North.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Gravity Industries-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრაუნინგმა საცდელი ფრენისას „შემთხვევის“ ადგილამდე სულ რაღაც 90 წამში მიაღწია ზურგჩანთის მეშვეობით. და ეს მაშინ, როცა ადგილამდე ფეხით მისვლას მაშველებმა 25 წუთი მოანდომეს.

ტესტირებამ აჩვენა, რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს რეაქტიული ზურგჩანთების გამოყენებას სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ კრიტიკულ სიტუაციებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0