მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამაზრზენი დანაშული საბავშვო ბაღში: აღმზრდელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

© photo: Sputnikსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მასწავლებელი ქალი ნატრიუმის ნიტრიტს პირადი პრობლემების გადასაჭრელად იყენებდა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ხენანის ქალაქ ცზიაოცზოს საშუალო დონის სახალხო სასამართლომ საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვების მოწამვლისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, იუწყება BBC სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გოგონა დისტანციური გაკვეთილის დროს - Sputnik საქართველო
სასტიკი მასწავლებელი: პედაგოგს 10 წლის მოსწავლე შემოაკვდა

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულ ვან იუნს, რომელიც „მენმენის“ საბავშვო ბაღში მუშაობდა, კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ მასწავლებელთან — გვარად სუნთან. ქალმა კოლეგასთან ანგარიშის გასწორება გადაწყვიტა და 2019 წლის 27 მარტს, დილით სუნის ჯგუფის ბავშვებს ფაფაში ნატრიუმის ნიტრიტი ჩაუყარა, რის გამოც 25 ბავშვი მოწამვლის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ვან იუნი ნატრიუმის ნიტრიტს პირადი პრობლემების გადასაჭრელად იყენებდა. ირკვევა, რომ 2017 წელს ქალს მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა ყოფითი პრობლემების გამო. მაშინ მან, შურისძიების მიზნით, ინტერნეტით შეიძინა ნატრიუმის ნიტრიტი, წყლიან ჭიქაში ჩაუყარა მეუღლეს და ასე მოწამლა. თუმცა ამას მაშინ სერიოზული შედეგები არ გამოუწვევია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალმა მშვენივრად იცოდა – ნატრიუმის ნიტრიტიან ფაფას, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს ადამიანისთვის, ბევრი ბავშვი შეჭამდა, მაგრამ ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის პირადი ინტერესებისთვის წასულიყო ამ ნაბიჯზე.

სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვან იუნის კრიმინალური მოტივები „ამაზრზენია“, ისევე, როგორც დანაშაულის ჩადენის გზა, რამაც სერიოზული შედეგები გამოიწვია და ის კანონის შესაბამისად მკაცრად უნდა დაისაჯოს.

ყველა ახალი ამბავი
0