პროგრამისტი კომპიუტერისა და ყავის მადუღარის ფონზე

IT-სპეციალისტმა ყავის მადუღარას კრიპტოვალუტის მაინინგი აიძულა: ვრცელდება ვიდეო

83
(განახლებულია 15:23 29.09.2020)
კომპანია Avast-ის თანამშრომელმა „ჭკვიანი სახლის“ სისტემის მიკროპროგრამაში შეაღწია და სრული კონტროლი დაამყარა ყავის მადუღარაზე.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. IT-ექსპერტმა მარტინ ჰრონმა ინტერნეტში ჩართულ ყავის სმარტ-მადუღარის სისტემაში შეაღწია და მას კრიპტოვალუტა Monero-ს მაინინგი აიძულა, წერს გამოცემა SlashGear.

გავრცელებული ინფორმაციით, ანტივირუსული პროგრამებით ცნობილი კომპანია Avast-ის თანამშრომელმა ექსპერიმენტისთვის ყავის მადუღარა Smarter iKettle აირჩია, რომელიც „ჭკვიანი სახლის“ სისტემას Wi-Fi-ს მეშვეობით უკავშირდება.

პროგრამისტმა სისტემის მიკროპროგრამაში შეაღწია და მასში ცვლილებები შეიტანა, რის შემდეგაც ის ყავის მადუღარას „მიუერთა“ და სრული კონტროლი დაამყარა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.

„ზომბირებული“ ყავის მადუღარა, მიუხედავად მისი მწირი გამოთვლითი უნარებისა, კრიპტოვალუტის მაინინგს შეუდგა. თუმცა მერე შეტყობინებები „გამოუშვა“, რომ გამოსასყიდის გარეშე მუშაობას აღარ აპირებდა და თან მდუღარე წყლის ფრქვევა დაიწყო.

ექსპერიმენტის შემდეგ მარტინ ჰრომმა აღნიშნა, რომ სმარტ–ნივთების მწარმოებლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ თავიანთი გაჯეტების უსაფრთხოებას.

83
თემები:
მსოფლიო დღეს (2177)
საათის გადაწევა

ევროპის ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ

74
(განახლებულია 11:32 25.10.2020)
ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში დრო ერთნაირად იცვლება - კვირას დილის 4 საათზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებისთვის

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. კვირას ღამით თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ საათის ისრები ერთი საათით უკან გადაწია - ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ.

დრო ყველა სახელმწიფოში ერთდროულად იცვლება - კვირას დილის 4 საათზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებისთვის. პროცესი ყოველთვის ერთ და იგივე დღეებში ხდება - მარტის და ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს. კვირის ადრეული დილა იმიტომ შეირჩა, რადგან ყველაზე ნაკლებ დისკომფორტს იწვევს, რადგან ამ დღეს ტრაფიკი ყველაზე ნაკლებია.

საათის ისრების გადაწევა მთელს ევროკავშირშია მიღებული.

ამჟამად რეალიზაციის პროცესშია ფინეთის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირში საათების ისრების გადაწევის პრაქტიკის შეწყვეტას გულისხმობს.

ევროპარლამენტმა 2019 წლის გაზაფხულზე კენჭი უყარა ფინეთის წინადადებას. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ევროპარლამენტის და ევროპის კავშირის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ეს ინიციატივა ყველა წევრ სახელმწიფოში ეროვნულ დონეზე იქნება რატიფიცირებული.

ევროპის კავშირის საბჭოს ეს წინადადება ჯერ არ განუხილავს, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შეიძლება ამოქმედდეს არა უადრეს 2022 წლისა. დროის შეცვლის შესახებ დისკუსიაც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

საქართველო ზამთრის დროზე არ გადადის. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ“ 2005 წლის 20 ოქტომბერს გამოიცა. შესაბამისად, საქართველოში ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს საათის ისრები ერთი საათით უკან მას მერე არ გადაწეულა.

74
თემები:
მსოფლიო დღეს (2177)
რადიკალი ისლამისტები ავღანეთში

ავღანეთში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

18
(განახლებულია 09:45 25.10.2020)
ალ-მასრი აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს (FBI) ყველაზე ძებნილი ტერორისტების სიაში ფიგურირებდა.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ავღანეთის უშიშროების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, იუწყება ტელეარხი TOLO News ავღანეთის უშიშროების ეროვნული დირექტორატის (NDS) განცხადებაზე დაყრდნობით. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„NDS... იუწყება, რომ „ალ-ქაიდას“ მეთაური აბუ მუჰსინა ალ-მასრი ლიკვიდირებულია ავღანეთის ძალების ოპერაციის დროს ღაზნის პროვინციის ანდარის რაიონში“, - იუწყება ტელეარხი.

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, ალ-მასრი აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს (FBI) ყველაზე

18
თემები:
მსოფლიო დღეს (2177)
ბათუმის კლინიკაში

რა თანმხლები დავადებები ჰქონდათ აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს

0
(განახლებულია 13:53 25.10.2020)
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია გარდაცვლილ პაციენტებზე  ჯერჯერობით მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილები არიან 66, 72 და 90 წლის პაციენტები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 90 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ოქტომბერს შეიყვანეს და მას კორონავირუსის გარდა, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი და კონვერსიული აშლილობა უფიქსირდებოდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაცვლილ მეორე პაციენტს - 66 წლის ქალს, რომელიც  კლინიკაში 20 ოქტომბერს მოათავსეს,  COVID-19-თან ერთად ასევე ჰქონდა პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი და იყო დიალიზდამოკიდებული.

მესამე პაციენტი კი 72 წლის ქალია, რომელიც  გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, კლინიკაში 14 ოქტომბერს, COVID-19-ის, გულის უკმარისობისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 551-ით გაიზარდა.  ამ დროისთვის რეგიონში 75 მძიმე პაციენტია, მათგან 25 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4000-ს აჭარბებს, თვითიზოლაციაშია 12 000-მდე პირი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარაში 6 624-ს აღწევს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში 10 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, აქედან ოთხი კლინიკა პაციენტების მიღებას ე.წ. ჰიბრიდული მეთოდით ახორციელებს.

„ანტისხეულები დამიფიქსირდა“ – მომღერალი აცხადებს, რომ კორონა ერთხელ უკვე გადაიტანა >>

პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში სულ 28 431 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოს მასშტაბით 201-ს მიაღწია. ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში