ფასი – ერთი დოლარი: შექმნილია სმენის მარტივი და უიაფესი აპარატი

CC BY 2.0 / Alexander Raths / Senior woman with a hearing aidექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი
ექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოგონების წამყვანი ავტორი, პროფესორი საად ბჰალმა თავადაც სმენადაქვეითებულია და მას სკოლის დამთავრებამდე სმენის აპარატი არ ჰქონია.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელმა ინჟინრებმა წარმოადგინეს სმენის აპარატი, რომელიც ადამიანს თავად შეუძლია ააწყოს და ამაზე მხოლოდ ერთი დოლარი დახარჯოს, იუწყება პორტალი Sci Tech Daily.

  • „არსებული სმენის აპარატების მთავარი პრობლემა — მათი ფასია. გაჯეტის საშუალო ფასი დაახლოებით 4 700 დოლარს შეადგენს. მათი ბიუჯეტური ანალოგები კი 1500 დოლარამდე ღირს“, — აცხადებენ ჯორჯიის უნივერსიტეტის ინჟინრები.

​იმისათვის, რომ სმენის აპარატის ფასი დაეწიათ, მეცნიერებმა უარი თქვეს ძვირადღირებულ ციფრულ სასიგნალო პროცესორებზე და მათ ნაცვლად, სიხშირული პარამეტრების დასარეგულირებლად, ელექტროფილტრები გამოიყენეს, რომელიც კორპუსში იმალება და ბრტყელი ბატარეით იკვებება.

აღსანიშნავია, რომ გამოგონების წამყვანი ავტორი, პროფესორი საად ბჰალმა თავადაც სმენადაქვეითებულია.

„მე ასეთი დავიბადე და სმენის აპარატით საშუალო სკოლის დამთავრებამდე არ მისარგებლია. ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა, გავაკეთო რამე იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ჩემნაირ მდგომარეობაში არიან და არ აქვთ სმენის აპარატის შეძენის საშუალება“, — თქვა ბჰალმამ.

აღინიშნება, რომ მოწყობილობას გარკვეული მინუსი აქვს — ის ჯერჯერობით თავის ციფრულ ანალოგებზე დიდია ზომით და, სავარაუდოდ, წელიწადნახევრის განმავლობაში იმუშავებს. ბატარეის გამოცვლა კი სამ კვირაში ერთხელ დასჭირდება.

თუმცა, როგორც ამერიკელი ინჟინრები ირწმუნებიან, ისინი განაგრძობენ მუშაობას აპარატის ზომის შესამცირებლად და უახლოეს მომავალში მოწყობილობის კომპაქტურ ვერსიას დაამზადებენ, რის შემდეგაც კლინიკურ კვლევებს დაიწყებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0