წელიწადი უდრის რამდენიმე საათს: აღმოჩენილია ახალი პლანეტა

© Pixabay / 9866112პლანეტების აღლუმი
პლანეტების აღლუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე ტემპერატურა პლუს 1700 გრადუსს აღწევს ცელსიუსით და ის საოცრად სწრაფად ბრუნავს თავისი „მზის“ გარშემო.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ვარსკვლავ LTT 9779-ის მეზობლად აღმოაჩინა პლანეტა–გიგანტი, რომლის წელიწადიც სულ რამდენიმე საათს შეადგენს. კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature Astronomy.

კოსმოსური სადგური - Sputnik საქართველო
სიცოცხლისთვის შესაფერისი: მეცნიერებმა მზის სისტემის პლანეტები დაასახელეს

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ნეპტუნის მსგავსი და ზემაღალ ტემპერატურამდე გავარვარებული პლანეტა იმდენად ახლოს ბრუნავს თავისი ვარსკვლავის, თავისი „მზის“ გარშემო, რომ მისი წელიწადი სულ რაღაც 19 საათის განმავლობაში გრძელდება.

ამასთან კვლევებით დადასტურდა, რომ პლანეტა ნეპტუნზე ორჯერ მძიმეა, თუმცა მისი მსგავსი სიმკვრივე აქვს.

პლანეტას თავისი „მზე“ ცელსიუსით 1700 გრადუსზე მეტად ახურებს. ასეთ ტემპერატურაზე კი მძიმე ელემენტები, მაგალითად, რკინა, ატმოსფეროში იონიზირდება. სწორედ ამიტომ მეცნიერები საგონებელში არიან ჩავარდნილი – როგორ შეინარჩუნა პლანეტამ წყალბად-ჰელიუმიანი (H/He) გარსი ესოდენ დიდი ხნის განმავლობაში — მისი ვარსკვლავის ინტენსიური გამოსხივების გათვალისწინებით.

ასტრონომების ვარაუდით, პლანეტა რაღაც დროის განმავლობაში შესაძლოა შორს იყო თავისი მნათობისგან და მხოლოდ შედარებით ცოტა ხნის წინ (კოსმოსური საზომით) მიუახლოვდა მას ასე მოკლე მანძილზე.

აღსანიშნავია რომ ვარსკვლავი LTT 9779 მზის სისტემიდან დაახლოებით 260 სინათლის წლითაა დაშორებული და ძალიან მდიდარია ლითონებით.

ყველა ახალი ამბავი
0