ტესტირება კორონავირუსზე

ცნობილი გახდა COVID-19-ის მეორე ტალღის გავრცელების პროგნოზი: ქვეყნდება რუკა

215
(განახლებულია 17:43 24.09.2020)
ფრანგმა, იტალიელმა და დანიელმა მათემატიკოსებმა შექმნეს მოდელი, რომელიც ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის მეორე ტალღის დინამიკას პროგნოზირებს – როგორც მთლიანად კონტინენტზე, ისე ცალკეულ ქვეყნებში.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მეცნიერებმა შექმნეს მათემატიკური მოდელი, რომელიც ევროპაში კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღის განვითარებას პროგნოზირებს — როგორც მთლიანად კონტინენტზე, ისე ცალკეულ ქვეყნებში. მათი ნაშრომი გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Scientific Reports.

​აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ევროპის 10 ქვეყანაში უკვე ოფიციალურადაა დაფიქსირებული COVID-19-ის მეორე ტალღის დაწყება. ეს ქვეყნებია: ბელგია, ბოსნია, ხორვატია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი.

ამ მონაცემებისა და ასევე პირველი ტალღის დროს ინფექციისა და დაავადების გავრცელების მაჩვენებლების გათვალისწინებით ფრანგმა, იტალიელმა და დანიელმა მათემატიკოსებმა შექმნეს მოდელი, რომელიც ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის მეორე ტალღის დინამიკას პროგნოზირებს.

 

მოდელირების შედეგების თანახმად, კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის იანვარზე მოდის, და ინფიცირებულების რაოდენობით ის პირველ ტალღაზე დიდი იქნება.

ამასთანავე შრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ თითოეულ ქვეყანაში ინფექციის მაქსიმალური გავრცელების კონკრეტული დრო ძლიერ არის დამოკიდებული ისეთ პარამეტრებზე, როგორებიცაა ინფიცირების პირველადი მაჩვენებლები, დასნებოვნების დონე და შემზღუდავი ღონისძიებების სიმკაცრე.

ისრაელი იკეტება: COVID-19-ის მეორე ტალღა პირველზე ძლიერი გამოდგა>>

ყველაზე ადრეულ პიკს მეცნერები პროგნოზირებენ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც დღეს უკვე არის ინფიცირების მაქსიმალური დონე. მაგალითად, საფრანგეთსა და ნორვეგიაში პიკი სექტემბრის ბოლომდე უნდა დადგეს, იტალიაში — ოქტომბრის შუა რიცხვებში, ფინეთში — ოქტომბრის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში — ნოემბრის დასაწყისში, ხოლო შვედეთში — 2021 წლის დასაწყისში.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მეორე ტალღის გავრცელებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ დისტანცირებას, ინფიცირების ლოკალური კერებისა და საზღვრების კონტროლს.

 

215
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1175)
გაზეთები

ისლამისტები ფრანგულ გაზეთს „ცეცხლით“ ემუქრებიან

21
(განახლებულია 18:00 21.10.2020)
ფრანგულმა რეგიონულმა მედიასაშუალებამ პირველ გვერდზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა ერთსიტყვიანი სათაურით.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფრანგულმა რეგიონულმა გაზეთმა Nouvelle République მუქარები მიიღო მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურა გამოაქვეყნა ჟურნალ Charlie Hebdo-დან, განაცხადა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა კრისტოფ ერიგომ ტელეარხ BFMTV-სთან ინტერვიუში.

​მისი თქმით, აღნიშნული კარიკატურა მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიბეჭდა გაზეთის პირველ გვერდზე ერთსიტყვიანი სათაურით INNOMABLE („სასტიკი“) და მას უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა.

ამასთან, კრისტოფერ ერიგოს განმარტებით, კომენტარების 99,9% დადებითია, თუმცა იყო მუქარის შემცველი გამოხმაურებებიც რედაქციის მისამართით: „უფრთხილდით ცეცხლს“, „ჩვენ გაგაფრთხილეთ“ და ა.შ., რის გამოც ჟურნალისტებმა სამართალდამცველ ორგანოებს უკვე მიმართეს.

გაზეთის რედაქტორი ამბობს, რომ კარიკატურის გამოქვეყნება სულაც არ ისახავდა მიზნად ვინმეს პროვოცირებას. მათ უბრალოდ სურდათ დაეგმოთ ძალადობა და მხარდაჭერა გამოეხატათ სიტყვის თავისუფლებისა და საფრანგეთის რესპუბლიკის ფასეულობებისადმი.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოცემა პატივისცემით ეპყრობა ყველა რელიგიას.

16 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებელ სამუელ პატის თავი მოკვეთა წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულაჰ ანზოროვმა, რის შემდეგაც ფოტო- და ვიდეომასალა ინტერნეტში გამოაქვეყნა. მოგვიანებით ანზოროვი პოლიციამ მოკლა.

საფრანგეთი ქვეყნიდან 200-ზე მეტ უცხოელს აძევებს>>

გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის მასწავლებელი იმისთვის დაისაჯა, რომ გაკვეთილებზე სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა მოსწავლეებს თვალსაჩინო მასალად.

 

21
თემები:
მსოფლიო დღეს
ქოქოსის კაკალი და ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი კორონავირუსს ანადგურებს: სენსაციური კვლევა

93
(განახლებულია 16:49 21.10.2020)
ირკვევა, რომ კვლევაში სუსტად ინფიცირებული 56 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ახლა იგივე სახის ტესტირება COVID-19-ით მძიმედ დაავადებულ ადამიანებზე ტარდება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქოქოსის ზეთს აქვს უნარი, გაანადგუროს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 და აღადგინოს იმუნური სისტემა ინფიცირებულ პაციენტებში, წერს International Business Times ფილიპინელ მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.

ფილიპინების ჯანდაცვის კვლევისა და განვითარების საბჭოს მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელშიც 56 ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ეს პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არ იყვნენ.

მეცნიერთა აზრით, პირველი დაწურვის ქოქოსის ზეთის მოლეკულებს, სისხლში კორონავირუსის დაბალი დონის შემთხვევაში, ამ მაჩვენებლის შემცირება დაახლოებით 60-90%-ით შეუძლია. გარდა ამისა, ქოქოსის ზეთი ასევე ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის გაზრდასაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის მსგავსი კვლევა COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებზე მიმდინარეობს ფილიპინების ერთ-ერთ ჰოსპიტალში.

მანამდე ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ჟურნალში Journal of Biomolecular Structure and Dynamics გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმად, შავ პილპილში შემავალ ნივთიერება პიპერინს კორონავირუსი SARS-CoV-2-ის მოქმედების ბლოკირების უნარი აქვს. 

93
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლამდე ქალმა ბანკის შენობა ცოტა ხნის წინ, პოლიციის თანხლებით დატოვა. დანარჩენი 18 მძევლის გასათავისუფლებლად კი პოლიცია მუშაობას აგრძელებს.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში