დონალდ ტრამპი ეამბორება ამერიკის დროშას

„გაგრძელება იქნება“: ტრამპი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის გარანტიას არ იძლევა

50
(განახლებულია 15:01 24.09.2020)
მანამდე ტრამპი ამბობდა, რომ მარცხის შემთხვევაში შეიძლება არ ცნოს არჩევნების შედეგები, რაზეც ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მაშინ პრეზიდენტს თეთრი სახლიდან სამხედროები გამოიყვანენ.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ვნახოთ, რა მოხდება, ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას, იძლევა თუ არა გარანტიას, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებას მშვიდობიანად გადასცემს. ამის თაობაზე წერს გამოცემა AP News.

„მოდით, ვნახთ, რა მოხდება. მე უკვე ვამბობდი, რომ ფოსტით ხმის მიცემა — ეს კატასტროფაა“, — თქვა ტრამპმა კითხვის პასუხად.

ამასთან, ამერიკის ლიდერის თქმით, ის დარწმუნებულია გამარჯვებაში და ამიტომ „არ იქნება არანაირი ხელისუფლების გადაცემა, იქნება გაგრძელება“.

მანამდე ტრამპი ამბობდა, რომ მარცხის შემთხვევაში შეიძლება არ ცნოს არჩევნების შედეგები, რაზეც მისმა მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მაშინ პრეზიდენტს თეთრი სახლიდან სამხედროები გამოიყვანენ.

რესურსი RealClearPolitics.com-ის ინფორმაციით, რომელიც აერთიანებს ყველა გამოკითხვის შედეგს და შემდეგ საშუალო მაჩვენებელი გამოჰყავს, 3-დან 16 სექტემბრამდე პერიოდში ბაიდენი 5,8%-ით უსწრებს ტრამპს.

50
თემები:
მსოფლიო დღეს (2160)
კორონავირუსის პანდემია

COVID-19-მა მორიგი რეკორდი დაამყარა: ჯანმომ ერთი კვირის შედეგები გამოაქვეყნა

14
(განახლებულია 10:35 21.10.2020)
ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება სულ 40 783 641 ადამიანს გამოუვლინდა, საიდანაც 1 124 753 გარდაიცვალა

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსი 2,4 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მასალებში.

„COVID-19–ის ახალი შემთხვევების რაოდენობა დაჩქარებულად იზრდება, თუმცა ახალი სიკვდილიანობის რაოდენობა შედარებით სტაბილური რჩება... ბოლო კვირაში დარეგისტრირებულია ინფიცირების 2,4 მლნ–ზე მეტი და სიკვდილის 36 ათასი შემთხვევა“, — აღნიშნულია ორგანიზაციის საინფორმაციო ბიულეტენში.

ამასთან ყველაზე მძიმე ეპიდემიური ვითარება შეინიშნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18,8 მლნ კაცს გადააჭარბა.

რაც შეეხება ევროპას, გასულ კვირაში იქ დაავადების 25%-იანი ზრდა შეინიშნებოდა — ინფიცირებულთა რაოდენობამ 927 ათასით მოიმატა და 8 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა.

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება სულ 40 783 641 ადამიანს გამოუვლინდა, საიდანაც 1 124 753 გარდაიცვალა.

14
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ალექსანდრ ლუკაშენკო

„რა გეშველებათ უჩემოდ?“ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ ეჭიდება

44
(განახლებულია 22:12 20.10.2020)
ბელარუსის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის სასახლეში ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნისას შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ხელისუფლებას თითების გალურჯებამდე ჩემთვის კი არ ვეჭიდები, არამედ ხალხის ბედი მაწუხებს, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მისი თქმით, მას მხოლოდ ქვეყნის ბედი აღელვებს ამჟამინდელი ოპოზიციის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემთხვევაში.

„რაც შეეხება ბელარუსის პრეზიდენტს, მან არაერთხელ თქვა, რომ ხელისუფლებას თითების გალურჯებამდე არ ეჭიდება. „საქმე ჩემში არ არის. საქმე თქვენშია: რა გეშველებათ უჩემოდ?!“ — ციტირებს ლუკაშენკოს სიტყვებს „Sputnik–ბელარუსი“.

თუმცა პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შეიძლება გადაჭარბებულად აფასებდეს თავის როლს, მაგრამ მას აფიქრებს ადამიანების ბედი, რომლებსაც „ამ ქვეყანაში ცხოვრება მოუწევთ“ და რომლებიც შეიძლება „ნაკუწებად აქციოს“ ახალმა ხელისუფლებამ.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 80,1% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა 10,12%-ით.

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ქვეყანაში არასანქცირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. ტიხანოვსკაიამ, რომელსაც ოპოზიცია არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს, ბელარუსი დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა. ექს-კანდიდატის ინიციატივით ქვეყანაში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლების გადაცემის მიზნით. მისი წარმომადგენლები ახალი არჩევნების დანიშვნასა და მოლაპარაკებებს მოითხოვენ.

44
თემები:
მსოფლიო დღეს (2160)