მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„დროდადრო გიპასუხებთ“ – ბარაკ ობამამ Twitter-ზე თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიბარაკ ობამა
ბარაკ ობამა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის დროდადრო იქნება კავშირზე და ამერიკელებს თავის გეგმებს გაუზიარებს არჩევნებთან დაკავშირებით.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Twitter-ზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, გაუგზავნონ მას შეტყობინებები მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

​„მოსინჯეთ რაღაც ახალი. თუ შეერთებულ შტატებში იმყოფებით, გამომიგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 773-365-9687. მინდა გავიგო, როგორ მიდის თქვენი საქმეები, რაზე ფიქრობთ და როგორ გეგმავთ ხმის მიცემას წელს“, — დაწერა ობამამ.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის დროდადრო იქნება კავშირზე და ამერიკელებს თავის გეგმებს გაუზიარებს არჩევნებთან დაკავშირებით.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერსაა დანიშნული. ვადამდელი ხმის მიცემა ზოგ შტატში უკვე დაიწყო. მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონკურენტი არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენია.

ყველა ახალი ამბავი
0