თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტმა როუვენ (რუბი) რივლინმა ქვეყნის მთავრობას მისთვის ხელფასის 10%-ით შემცირების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე დაწერა.
I have asked the government to apply the freeze and reduction in wages to my salary, too.
— Reuven Rivlin (@PresidentRuvi) September 22, 2020
This follows yesterday's government decision, in light of the economic state because of #coronavirus, to reduce salaries of MKs, ministers and the prime minister by 10% pic.twitter.com/UFJ3ImGtXH
მანამდე, 21 სექტემბერს ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მინისტრებისა და ქნესეთის (პარლამენტის) დეპუტატებისთვის დროებით ჯამაგირის 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა ქვეყნის ფინანსთა მინისტრს ისრაელ კაცს ეკუთვნოდა.
აღნიშნული წინადადების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრმა არიე დერიმ ყველა მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასების 20%-ით შემცირება მოითხოვა, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.
ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 64 ათას შეკელს (18 479 აშშ დოლარი) შეადგენს ერთ თვეში, ხოლო ქნესეთის დეპუტატის ხელფასი თვეში დაახლოებით 44 ათას შეკელს (12 768 აშშ დოლარი) უტოლდება.