ალექსანდრ ლუკაშენკო

გასაიდუმლოებული ინაუგურაცია: ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი

100
(განახლებულია 16:32 23.09.2020)
ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი. ამასთან, მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი, ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

სააგენტოს ინფორმაციით, ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი. ამასთან, მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

ცერემონიას ესწრებიან პარლამენტის დეპუტატები, ჩინოვნიკები და სახელმწიფო მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ალექსანდრ ლუკაშენკომ, კონსტიტუციის თანახმად, ფიცი ბელარუსულ ენაზე დადო და ხელი მოაწერა აქტს ფიცის დადების შესახებ. ამის შემდეგ ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარემ ლიდია ერმოშინამ მას რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწმობა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ზედიზედ მეექვსედ გახდა ბელარუსის პრეზიდენტი.

 

100
თემები:
მსოფლიო დღეს (2167)
მამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით

მარტოხელა მამაკაცი: განაჩენი თუ... დასახელდა დაოჯახებისთვის კრიტიკული ასაკი

31
არის თუ არა განაჩენი 40 წელს გადაცილებული მამაკაცისთვის მარტოხელობა და რამდენად დიდია მისი დაქორწინების შანსი - ფსიქოლოგი განმარტავს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არის თუ არა მარტოხელობა 40 წლის ასაკში და აქვს თუ არა ამ ასაკში მამაკაცს დაოჯახების შანსი, ამის შესახებ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ოჯახის ფსიქოლოგმა ნატალია პანფილოვამ ისაუბრა.

მისი თქმით, ორმოც წელზე მეტი ხნის მარტოხელა მამაკაცები იშვიათად ქორწინდებიან. მაშინაც კი, თუ მათ ცხოვრების თანამგზავრი ჰყავთ, ისინი არ ჩქარობენ ოჯახურ მარწუხებში მოქცევას.

„საშუალოდ 35 წლის შემდეგ ჰორმონალური ფონი თანდათან იცვლება. მამაკაცები მოწიფულობას ერგებიან და ამას თავისი შედეგები მოაქვს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანები უფრო რიგიდულნი ხდებიან, მათ აღარ სურთ ექსპერიმენტები“, — აღნიშნა ნატალია პანფილოვამ.

ფსიქოლოგის განმარტებით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცები შეცდომებს უფრო ადვილად ეგუებიან, ხვდებიან, რომ მათი გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს. ასაკის მატებასთან ერთად კი გადამწყვეტი ნაბიჯებისა ეშინიათ, არ სურთ შეცვალონ კომფორტული და ჩვეული ცხოვრების წესი, რომელიც ამ დროისთვის ჩამოუყალიბდათ.

„მამაკაცს, რაც უფრო ახლოს არის 40 წელთან, მით უფრო ნაკლები შეცდომის დაშვება სურს. მას უკვე აღარ უნდა არანაირი ექსპერიმენტი. ამ ასაკში ადამიანს უკვე აქვს ჩვევები, რომლისგან თავის დაღწევაც  რთულია და ის არც ცდილობს მათ მოშორებას. თუ ქალი თანახმაა, მოერგოს ამ მამაკაცის ცხოვრებას, მაშინ ის მასთან ერთად იცხოვრებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაქორწინდებიან“, — ამბობს პანფილოვა.

ამასთან ირკვევა, რომ იგივე ასაკის ქალბატონებსაც ნაკლებად აინტერესებთ 40 წელს გადაცილებული მამაკაცები.

რაც შეეხება ახალგაზრდა გოგონებს, ხშირად დიდი სიამოვნებით იწყებენ ურთიერთობას უფროს კაცებთან, მაგრამ როგორც კი აღმოაჩენენ, რომ მასთან გამუდმებით მორგებაა საჭირო, ხოლო მამაკაცი ურთიერთობებში უფრო შორს  წასვლას არ აპირებს, ისინიც მაშინვე კარგავენ ინტერესს.

31
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ძროხები

სტრესის მოსახსნელად ნიდერლანდებში ძროხასთან ჩახუტების მეთოდი დაინერგა - ვიდეო

28
(განახლებულია 11:41 22.10.2020)
მეთოდს, რომლის ეფექტურობაც სტრესის მოხსნის კუთხით უკვე დადასტურებულია, შვეიცარიაში და შეერთებულ შტატებშიც მიმართავენ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ნიდერლანდებში სტრესის მოხსნის  ახალი ტრენდი გაჩნდა — ადამიანები ფერმებში მიდიან ძროხებთან ჩასახუტებლად, იუწყება ბრიტანული ტელეარხი BBC.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პრაქტიკის მომხრეები, რომელსაც koe knuffelen–ი ეწოდება („ძროხასთან ჩახუტება“), მიიჩნევენ, რომ ამ ცხოველის დიდი ზომა, თბილი სხეული, ადამიანთან შედარებით ნელი გულისცემა ხელს უწყობს ჰორმონ ოქსიტოცინის გამომუშავებას, რომელიც სტერსთან ბრძოლაში ეხმარება ადამიანს.

აღსანიშნავია, რომ ერთ ექსკურსანტთან „ჩახუტების“ შემდეგ ფერმაში ძროხას ორი–სამი საათით ასვენებენ.

ტელეარხის ცნობით, koe knuffelen–ის პრაქტიკა ნიდერლანდებში დაახლოებით ათი წლის წინ გაჩნდა, თუმცა ფართო მასშტაბები ახლაღა შეიძინა. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ ასეთივე მეთოდს შვეიცარიაში და აშშ–იც მიმართავენ, ვინაიდან დადასტურებულია, რომ მსხვილ ძუძუმწოვრებთან ურთიერთობა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

 

28
თემები:
მსოფლიო დღეს (2167)

გვარამია ზუგდიდში მძევლების აყვანაზე: ჩვენ ყველაფერი ვიცით და ინფორმაციას გავასაჯაროვებით

0
„მთავარის“ გენდირექტორის თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმი შესახებ მათგან გაიგეს და სწორედ შსს–ს თხოვნით ტელეკომპანიის ჟურნაალისტებმა დეტალებზე საჯაროდ არ ისაუბრეს

 

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც გუშინ დაუკავშირდა პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა, ამტკიცებს, რომ ფლობს ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე და დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს. 

21 ოქტომბერს, შეიარაღებული პირი  „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში შეიჭრა და 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სწორედ მას დაუკავშირდა ბოროტმოქმედი  ერთ–ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა.

 „ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, ისინი საერთოდ არაფრის აზრზე არ იყვნენ. ვიცით როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტი. დღეს, პოლიციის თხოვნითამ ყველაფერზე საჯაროდ არ ვისაუბრეთ. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება“, – დაწერა გვარამია საკუთარ Facebook–გვერდზე. 

მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე მოხდა, ქვეყანაში დანაშაულის პოლიტიკურ ქვეტექსტზე დაიწყო საუბარი. მაგალითად, ზუგდიდში, შემთხვევის ადგილზე  „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა გამოჩნდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მძევლებს ჩაანაცვლებდა. გარდა ამისა, რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაში დაადანაშაულეს.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოში“ ოპოზიციის განცხადებებს პოლიტიკური მოროდიორობა უწოდეს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეული ოპოზიციური ძალები  ზუგდიდში განვითარებული მოვლენებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას შეეცადნენ. მან ასევე შემაშფოთებელი და დანაშაულებრივი უწოდა მედიის ქმედებას, რომელმაც ბოროტმოქმედს საკუთარი მოთხოვნების გასაჟღერებლად პირდაპირი ეთერი დაუთმეს.

ამასთან, სოციალურ ქსელში გაჩნდა  ზემოთდასახელებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტოები, რაც საზოგადოებაში მითქმა–მოთქმის საგანი გახდა.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა