კორონავირუსის პანდემია

დასახელდა კორონავირუსის გადაცემის უმთავრესი მიზეზი: ახალი კვლევა

2133
(განახლებულია 17:32 23.09.2020)
მეცნიერებმა მოუძებნეს ახსნა იმას, რატომ გაძლიერდა პანდემია ივლისში მსოფლიოს სხვადასხვა მჭიდროდ დასახლებულ ცხელ და ნოტიო კლიმატიან ქალაქში.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის SARS-CoV-2-ის გადაცემის ძირითადი ფაქტორი ჰაერში ტენიანობის აორთქლების სიჩქარეა, იუწყება გამოცემა EurekAlert.

თეორიული მოდელირებისა და ჰიდროდინამიკური ექსპერიმენტების დახმარებით სპეციალისტებმა შეისწავლეს ტენიანობის, გარემოს ტემპერატურისა და ქარის სიჩქარის გავლენა ვირუსის ნაწილაკების შემცველი ნერწყვის უმცირესი წვეთების გავრცელებაზე.

აღმოჩნდა, რომ მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ტენიანობის დროს, აორთქლების მაღალი სიჩქარის გამო, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად მცირდება. ხოლო ცხელ ამინდში, მაგრამ მაღალი ტენიანობის შემთხვევაში კორონავირუსის გადაცემის ალბათობა კვლავ მაღალი რჩება.

მეცნიერთა აზრით, მიღებული მონაცემები ცხადყოფს, თუ რატომ გაძლიერდა პანდემია ივლისში მსოფლიოს სხვადასხვა მჭიდროდ დასახლებულ ცხელ და ნოტიო კლიმატის მქონე ქალაქში.

2133
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (527)
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეშინია აშშ-ის სანქციების

57
თურქეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომლებიც ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხებოდა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთს არ ეშინია ამერიკული სანქციების ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო და არ წამოეგება აშშ-ის მუქარის ენას, რომლებიც С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რუსულ სისტემებზე უარის თქმას მოითხოვენ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

„ზოგიერთები ამერიკიდან ურეკავენ ჩემს ძმას ილჰამს (ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს - რედ.) და აცხადებენ, რომ იციან, ვინ უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ეს არის ერდოღანი და თურქეთი. ამერიკელები ანკარის წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან. ჩვენ კი ვპასუხობთ: „შენ (ამერიკა - რედ.) არ გესმის, ვისთან გაქვს საქმე. მიდი, შემოიღე, ნუღა აყოვნებ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ქალაქ მალათიაში. ტრანსლაცია პრეზიდენტის Twitter-ში მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაზე, რომლებმაც უარი თქვეს თურქული მხარისთვის მეხუთე თაობის  F-35-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე, რაშიც ანკარას თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა.

С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის უახლესი რუსული სისტემების მიწოდება, რამაც თურქეთსა და აშშ-ს შორის კრიზისი გამოიწვია, 2019 წლის ივლისში დაიწყო. ვაშინგტონი გარიგებაზე უარის თქმას მოითხოვდა და სანაცვლოდ ამერიკული კომპლექსების - Patriot-ების შეძენას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთისთვის F-35-ის ტიპის უახლესი გამანადგურებლების მიყიდვის შეჩერებით ან გაუქმებით იმუქრებოდა. ასევე გაისმა მუქარა „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში სანქციების დაწესების შესახებ. ანკარამ უარი თქვა დათმობაზე და С-400-ის დამატებითი პარტიის შესახებ მოლაპარაკებები განაგრძო.

57
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020
არჩევნები უკრაინაში

კენჭისყრა კარანტინის პირობებში: უკრაინელები ადგილობრივ თვითმმართველობას ირჩევენ

46
უკრაინელები მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ დეპუტატებს და იმ ტერიტორიული თემების სოფლების, დაბების და ქალაქების საბჭოების თავმჯდომარეებს, სადაც 10 ათასამდე ამომრჩეველი ცხოვრობს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში კვირას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს, იუწყება РИА Новости.

წელს არჩევნები იმართება საერთო ეროვნული კარანტინის პირობებში, რომელიც კორონავირუსის აფეთქების გამო 12 მარტს დაწესდა და მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. უბნებზე მისულ ამომრჩევლებს მოუწევთ რამდენიმე ეპიდსაწინააღმდეგო წესის დაცვა, რომლებიც მინისტრთა კაბინეტმა სექტემბერში ოფიციალურად დაამტკიცა.

ადგილობრივი არჩევნები ახალი საარჩევნო კანონით ტარდება. უკრაინელები მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ დეპუტატებს და იმ ტერიტორიული თემების სოფლების, დაბების და ქალაქების საბჭოების თავმჯდომარეებს, სადაც 10 ათასამდე ამომრჩეველი ცხოვრობს. დეპუტატებს და იმ ტერიტორიული თემების სოფლების, დაბების და ქალაქების საბჭოების თავმჯდომარეებს, სადაც 10 ათასზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, პროპორციული სისტემით ღია სიებით ირჩევენ.

COVID-19-ის აქტიური ფორმის მქონე ამომრჩევლები, რომლებიც საავადმყოფოებში ან სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხმის მიცემას მკურნალობის ადგილის მიხედვით გაცვლითი ბრიგადების დახმარებით შეძლებენ.

მიმდინარე არჩევნების შედეგები 6 ნოემბერს გაირკვევა და გამოქვეყნდება ხუთი დღის განმავლობაში, დიდ ქალაქებში მერის არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში - არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. ადგილობრივი არჩევნები დონბასის ტერიტორიების ნაწილში არ გაიმართება.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6088-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 102 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრამდე ქვეყანაში 343 498 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 141 508 ადამიანი, აქედან ბოლო დღე-ღამეში - 1753.

46
თემები:
მსოფლიო დღეს
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 26 ოქტომბერს

0
(განახლებულია 19:16 25.10.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს