გაეროს გენმდივანი: კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი მსოფლიოს სუსტი ადგილები გააშიშვლა

© photo: Sputnik / Michael Klimentyevგაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი თქმით, COVID-19-ის გამოჩენამ და გავრცელებამ შეარყია ის პროგრესი, რომელიც ბოლო ათწლეულებშია მიღწეული

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. COVID-19-ის პანდემიამ გააშიშვლა ჩვენი მსოფლიოს სუსტი ადგილები და იქცა იმ „მეხუთე მხედრად“, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას ემუქრება, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სესიის კვირეულზე სიტყვით გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში

მან გაიხსენა, რომ იანვარში გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განსაზღვრა ის „ოთხი მხედარი“, რომლებიც ადამიანების მომავალს ემუქრებიან.

„პირველი საფრთხე - მრავალი წლის განმავლობაში გლობალური გეოსტრატეგიული დაძაბულობის ყველაზე მაღალი დონე. მეორე საფრთხე - ეს არის კლიმატური კრიზისი, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება. მესამე საფრთხე - ღრმა და მზარდი გლობალური უნდობლობა. მეოთხე საფრთხე - ციფრული ტექნოლოგიების ნეგატიური შედეგები. მაგრამ მეხუთე მხედარი ჩრდილში იმალებოდა. იანვრიდან მთელს მსოფლიოში მიაჭენებს COVID-19-ის პანდემიის „მხედარი“, რომელიც შეუერთდა ოთხ დანარჩენ მხედარს და თითოეული მათგანის დამანგრეველი ძალა გაზარდა“, - განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, ქვეყნები განიცდიან რყევებს და „ირყევა ის ისედაც მყიფე საძირკველი, რომელზეც დგას ჩვენი მსოფლიო“. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ერთდროულად აწყდება ეპოქალურ კრიზისს ჯანდაცვის სფეროში, დიდი დეპრესიის შემდგომ უმსხვილესს ეკონომიკურ კრიზისს და სამუშაო ადგილების დაკარგვას და ასევე ახალ საშიშ საფრთხეებს, რომლებიც ადამიანების უფლებებს ემუქრება.

„COVID-19-ის პანდემიამ ჩვენი მსოფლიოს სუსტი ადგილები გააშიშვლა. მზარდი უთანასწორობა. კლიმატური კატასტროფა. სოციალური განცალკევების მასშტაბების გაზრდა. კორუფციის მძვინვარება. პანდემიამ გაამძაფრა უსამართლობის ფაქტორებით განპირობებულია სიტუაცია, მიაყენა დარტყმა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს და შეარყია ის პროგრესი, რომელიც ბოლო ათწლეულებშია მიღწეული“, - განაცხადა გენმდივანმა.

გუტერეშმა ასევე სხვა საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთისკენ მიმართული ყველა ძალისხმევა ამაოა, საფრთხეებზე, კერძოდ კი კიბერსივრცეში შექმნილებზე მსოფლიო ვერ ახერხებს ეფექტურ რეაგირებას. გაეროს გენმდივანმა ასევე გაიხსენა, რომ პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში იზრდება სიღარიბის მაჩვენებლები, ხოლო ადამიანური პოტენციალის განვითარების მაჩვენებლები მცირდება.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
მსოფლიო დაიღალა დაქსაქსულობით: ლავროვმა გაეროს გენასამბლეას მიმართა

ამასთან დაკავშირებით გუტერეშმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, 100 დღის განმავლობაში მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში.

„როდესაც აგორდა პანდემია, მე მოვუწოდე ცეცხლის გლობალური შეწყვეტისკენ. დღეს მე მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ახალი ძალისხმევა გამოიყენოს და ეს მოწოდება რეალობად აქციოს. ჩვენ გვაქვს ზუსტად 100 დღე. პანდემიის დროს კონფლიქტში არის მხოლოდ ერთი გამარჯვებული: თავად ვირუსი“, - განაცხადა მან.

მან აღნიშნა, რომ მის თავდაპირველ მოწოდებას მხარი დაუჭირა 180-მა წევრმა სახელმწიფომ, ასევე რელიგიურმა ლიდერებმა, რეგიონულმა პარტნიორებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. თუმცა ახლა დადგა დრო ახალი კოლექტიური ძალისხმევისთვის, რომელიც მშვიდობისა და შერიგებისკენ იქნება მიმართული, დასასრულს აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

ყველა ახალი ამბავი
0