თავის ტკივილი

შეუსწავლელი დაავადება: იაპონელმა მეცნიერებმა შაკიკის მიზეზი დაადგინეს

201
(განახლებულია 19:45 21.09.2020)
როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს და არც დაავადების ბუნებაა დადგენილი.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ტოკიოს სამედიცინო და სტომატოლოგიური უნივერსიტეტის (TMDU) მეცნიერებმა შაკიკის წარმოშობის ერთ-ერთ მიზეზს მიაგნეს, მათი კვლევა უნივერსიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული.

იაპონელმა მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ შაკიკის წარმოშობას შესაძლოა ნეირონების ზედმეტად დაძაბვა იწვევდეს.

ირკვევა, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ტვინის ნეირონები ერთმანეთთან ნეიროტრანსმიტერების — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებების გადაცემით ურთიერთქმედებენ, რის შემდეგაც ისინი „უკუდაპყრობას“ ექვემდებარებიან. ეს კი ნეიროტრანსმიტერების ხელმეორედ გამოყენებას აღკვეთს და ნეირონების ზედმეტად დაძაბვას იწვევს.

შაკიკის პრობლემა: დასახელდა პროდუქტები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს>>

ამასთან, იაპონელი მეცნიერების თქმით, შაკიკი უკავშირდება „კორტიკალურ დეპრესიას“, რომლისთვისაც ნეირონების ჰიპერაქტიურობის მკვეთრი ცვლილებაა დამახასიათებელი.

მათი ვარაუდით, ამგვარი მდგომარეობისადმი მიდრეკილება ნეირომედიატორ GLT-1-ის ტრანსპორტირების დარღვევაა.

„თუ აღმოჩნდება, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში GLT-1-ის მუშაობა ირღვევა, მაშინ გლუტამატის უკუდაპყრობის გაზრდაზე მომართული მედიკამენტური თერაპია შეიძლება მკურნალობის ეფექტური მეთოდი იყოს“, — ასკვნიან კვლევის ავტორები.

როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს. ამასთან, არც დაავადების ბუნებაა დადგენილი.

201
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (535)
არჩევნები აშშ–ში

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე 80 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

31
(განახლებულია 14:35 30.10.2020)
ამ დროის მონაცემებით, აშშ-ის მოქალაქეების აქტივობამ 2016 წლის არჩევნებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის 58%-ს გადააჭარბა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, ასეთია პროექტ US Election Project-ის დათვლის შედეგები, რომელსაც ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკდონალდსი აწარმოებს.

პროექტის თანახმად, საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა 80.061.661-მა ამერიკელმა.

ამ დროისათვის ლიდერობს კალიფორნიის შტატი, სადაც საკუთარი არჩევანი 8 478 869 ადამიანმა გააკეთა. შემდეგ მოდის ტეხასის შტატი – 8 449 858.

ასე რომ, აშშ-ის მოქალაქეების აქტივობამ 2016 წლის არჩევნებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის 58%-ს გადააჭარბა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს არის დანიშნული. თეთრი სახლის დასაკავებლად მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი იბრძვიან. პრეზიდენტთან ერთად არჩეული იქნება სენატის შემადგენლობის მესამედი, წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და ასევე არაერთი გუბერნატორი.

 

31
თემები:
მსოფლიო დღეს
შემთხვევის ადგილი

მაკრონმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მოსახლეობას მიმართა

62
საფრანგეთის ლიდერმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა მთელ ერს, კათოლიკეებს, ასევე ნიცის მცხოვრებლებს და განაცხადა, რომ პარასკევს თავდაცვის საბჭოს შეკრებს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში განაცხადა, რომ ქვეყანაზე „ისლამური ტერორისტული შეტევა“ განხორციელდა.

ხუთშაბათს დილით ნიცაში დანით შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა ადამიანებს ნოტრ-დამის ეკლესიაში, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. რამდენიმე მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ორ ადამიანს თავები მოკვეთა.

ტერაქტის განგაში: საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის მაქსიმალური დონე გამოცხადდა >>

„... ჩვენზე კვლავ განხორციელდა შეტევა... ჩვენი ფასეულობებისათვის, ჩვენი თავისუფლების გემოსთვის, ჩვენს მიწაზე არსებული შესაძლებლობისთვის თავისუფლად გვწამდეს და არ დავემორჩილოთ არანაირი ტერორის სულისკვეთებას. დღეს კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არ დავნებდებით“, - განაცხადა მაკრონმა.

Криминалисты и полицейские эксперты в Ницце на месте террористического нападения
© REUTERS / ERIC GAILLARD
თავდასხმის ადგილი ნიცაში

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს მოხდა თავდასხმა საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოზე. საფრანგეთის ლიდერმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა მთელ ერს, კათოლიკეებს, ასევე ნიცის მცხოვრებლებს.

„2016 წლის ზაფხულში მამა (ჟაკ) ამელის მკვლელობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ყველა წმინდანის დღის წინ კვლავ ხორციელდება თავდასხმები კათოლიკეებზე. მთელი საფრანგეთი მათთან ერთად (კათოლიკეებთან) არის და მათ მხარეზე იდგება, რათა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აღმსარებლობა არსებობდეს“, - აღნიშნა მან.

პარასკევს დილით მაკრონი თავდაცვის საბჭოს შეკრებს, იუწყება РИА Новости.

თავდამსხმელი მალევე სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებისას ის დაიჭრა. ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელი გაუჩერებლად იმეორებდა „ალაჰ აკბარ“. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია, ხაზგასმით აღნიშნა ქალაქის მერმა. გამოძიებას პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება აწარმოებს.

ფრანგული მედია ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი ტუნისის მოქალაქეა და ადრე პოლიციის ყურადღება არ მიუქცევია. ტელეარხ BFMTV-ის მონაცემებით, თავდამსხმელი ოქტომბრის დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიაზე იტალიის კუნძულ ლამპედუზიდან მოხვდა.

ბოლო ორ კვირაში ეს საფრანგეთში უკვე მეორე თავდასხმაა. 16 ოქტომბერს, პარიზის გარეუბანში ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის რადიკალ–ისლამისტმა თავი მოკვეთა. მკვლელობა სკოლასთან ახლოს მოხდა. ადრე გაკვეთილებზე, რა დროსაც სიტყვის თავისუფლების თემა განიხილებოდა, მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურებს უჩვენებდა. მასწავლებელთან გამოთხოვების ცერემონიაზე მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სიტყვის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს და კარიკატურებზე უარს არ იტყვის.

62
თემები:
მსოფლიო დღეს
საპატრულო პოლიცია

გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა

0
(განახლებულია 16:49 30.10.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების  დროს ქმარმა სანადირო თოფით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ  ცოლისძმას და მეზობლებს ესროლა

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა, იუწყება ქართული მედია.

ინცინდენტი სოფელ ვაზისუბანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების  დროს ქმარმა სანადირო თოფით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ  ცოლისძმას და მეზობლებს ესროლა – შემთხვევის შედეგად ერთი მეზობელი გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია – ერთ პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 109-ე მუხლით დაიწყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში