ექიმები პანდემიის დროს ტესტირებაზე

COVID-19-სადმი ბუნებრივი იმუნიტეტი შესაძლოა ადამიანების 50%-ს ჰქონდეს: მეცნიერები

102
(განახლებულია 17:19 21.09.2020)
ირკვევა, რომ სპეციფიკური Т-უჯრედული იმუნიტეტი COVID-19-სადმი იმ ადამიანების 20-50%-ში შეინიშნება, რომლებსაც ამ ვირუსთან შეხება არ ჰქონიათ.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი შესაძლოა იმაზე მეტ ადამიანს ჰქონდეს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა, იუწყება გამოცემა The Guardian სამეცნიერო ჟურნალ British Medical Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიებზე დაყრდნობით.

გამოცემა ეყრდნობა ექვს კვლევას, რომელთა თანახმად, სპეციფიკური Т-უჯრედული იმუნიტეტი COVID-19-სადმი იმ ადამიანების 20-50%-ში შეინიშნება, რომლებსაც ამ ვირუსთან შეხება არ ჰქონიათ.

ამასთან, ორი კვლევის ავტორების თქმით, ასეთი იმუნური რეაქცია შეიძლება ჯვარედინი იმუნიტეტით აიხსნას, რომელიც კორონავირუსის სხვა ტიპებთან კონტაქტის შედეგად წარმოიშვა. 

„ეს კვლევა არის წონადი შეხსენება იმისა, რომ იმუნოლოგიაში ძალიან ცოტა რამ არის წინასწარ განსაზღვრული“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

მაგალითად, „აუცილებელი არ არის, კონტაქტმა ინფიცირება გამოიწვიოს, ინფიცირებას აუცილებლად მოჰყვეს დაავადება, ხოლო დაავდებამ აუცილებლად წარმოქმნას ანტისხეულები, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელი იქნება“, — განმარტავს გამოცემა British Medical Journal.

102
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1182)
უძველესი მონეტები

ტურისტმა წაქცეული ხის ძირში უძველესი განძი იპოვა

69
(განახლებულია 21:18 27.10.2020)
სპეციალისტებმა მცირე მონაკვეთის გათხრის შემდეგ შუა საუკუნეებში მოჭრილი რამდენიმე ათეული მონეტა იპოვეს, რომელთა საერთო ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. შემთხვევით გავლილმა ტურისტმა წაქცეული ხის ფესვებში უძველესი განძი იპოვა, იუწყება სლოვაკეთის ძეგლთა დაცვის სამმართველო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტმა სლოვაკეთის ქალაქ ტრნავეში ხის ძირში ვერცხლის უსწორმასწორო ფირფიტები შენიშნა დრაკონის გამოსახულებით და ნაპოვნის შესახებ ძეგლთა დაცვის სამმართველოს აცნობა. ორგანიზაციამ მაშინვე თავისი სპეციალისტები გაგზავნა ადგილზე, რომლებმაც ხის გარშემო ლითონის საძიებო ხელსაწყოებით განსაზღვრეს მათთვის საინტერესო 25X20 სმ ფართობის მონაკვეთი.

ადგილის გათხრის შემდეგ მიწაში შუა საკუნეებში მოჭრილი რამდენიმე ათეული მონეტა აღმოაჩინეს. განძის უდიდეს ნაწილს ვენური პფენინგები შეადგენდა. იქვე იყო ყალბი პფენინგები, რომლებიც 1251–1330 წლებში იყო მოჭრილი უნგრეთში.

„XIV საუკუნის შუა წლებში ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად მალავდა მიწაში ქონებას, განსაკუთრებით მონეტებს. ეს ყოველმხრივ არასტაბილური დრო იყო და ადამიანები ცდილობდნენ, დაეცვათ ქონება როგორც შემოსეული მტრის, ისე მძარცველებისგან“, — ამბობს ექსპერტი მატუშ სლადოკი.

სულ წაქცეული ხის ძირში სპეციალისტებმა 147 მონეტა აღმოაჩინეს, რომელთა შეფასების შემდეგ მათ მპოვნელ ტურისტს სახელმწიფოსგან პრემია გადაეცემა.

 

69
თემები:
მსოფლიო დღეს
სერგეი ლავროვი

ნავალნის ინციდენტი: ლავროვმა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა

11
(განახლებულია 20:45 27.10.2020)
რუსეთის პირველ დიპლომატს მიაჩნია, რომ დასავლეთმა რუსეთის განვითარების შესაკავებლად ძალისხმევა გააორმაგა, თუმცა მოსკოვის დანაშაულის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ინიცირებული სანქციები ალექსეი ნავალნის ინციდენტის გამო წარმოაჩენს ევროკავშირის უუნარობას, ადეკვატურად შეაფასოს მომხდარი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

15 ოქტომბერს ბრიუსელმა შეზღუდვები დაუწესა რუსეთის ხუთ მოქალაქეს და ასევე სამეცნიერო ინსტიტუტს, რაზეც მოსკოვმა სარკისებურად რეაგირების პირობა დადო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости წერს, სერგეი ლავროვმა საზოგადოებას შეახსენა ბერლინის „ქედმაღლური უარი“, პასუხი გაეცა რუსეთის გენერალური პროკურორის მრავალრიცხოვან განაცხადებზე ნავალნის საქმესთან დაკავშირებით. დიპლომატის აზრით, ამით ბერლინმა დაარღვია ევროპული კონვენცია, რომელიც გერმანიას სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ ურთიერთდახმარებას ავალდებულებს.

„ამ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის პატივისცემის ნაცვლად გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის არალეგიტიმური სანქციების მორიგი ულუფის ინიციატივა წამოაყენეს რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ყველაფერი ეს მეტად სამწუხაროა და წარმოაჩენს <...> [ბრიუსელის] სწრაფვას, კანონის გარეთ დააყენოს თავი“, — განაცხადა ლავროვმა ხორვატიულ გაზეთ „საღამოს ფურცელთან“ ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, დასავლელი კოლეგების ანტირუსულ გამოხდომებს, რომლებსაც დაავიწყდათ, რა არის დიპლომატია და ბანალურ თავხედობამდე დაეშვნენ, მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა გააორმაგეს რუსეთის განვითარების შემაკავებელი ძალისხმევა, თუმცა არანაირი მტკიცებულება მოსკოვის დანაშაულისა არ წარმოუდგენიათ.  

ლავროვს იმედი აქვს, რომ ევროპელ პარტნიორებს ჯანსაღი აზრი და შორსმჭვრეტელობა ეყოფათ დიალოგის აღსადგენად.

ალექსეი ნავალნის ინციდენტი

ალექსეი ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გადაიყვანეს ომსკის ჰოსპიტალში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. გამოკვლევის შემდეგ ომსკელმა ექიმებმა პაციენტის ცუდად გახდომის ძირითად მიზეზად ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაასახელს, რამაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. ომსკელ მედიკოსებს ნავალნის სისხლსა და შარდში საწამლავის ნიშნები არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ბლოგერი გერმანიაში გადააფრინეს. გერმანიის მთავრობამ სამხედრო ექიმებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სუბსტანციითაა მოწამლული. კრემლში ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ბერლინს არ უცნობებია მოსკოვისთვის თავისი დასკვნები, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიისგან პასუხს ელოდება ამ საქმესთან დაკავშირებულ ოფიციალურ მოთხოვნაზე. თუმცა პასუხი არ ყოფილა.

ალექსანდრ საბაევი: ნავალნის „მოწამვლის“ დიაგნოზი არ დაუდასტურდა>>

ამასთან რუსეთი აცხადებს, რომ გერმანიის დაზვერვას (BND) 1990-იანი წლებიდან აქვს წვდომა „ნოვიჩოკზე“, ხოლო კიდევ ოცი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი და ჩეხეთი სწავლობდნენ მას. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის განმარტებით, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების შესაბამისად, ქვეყანამ შეწყვიტა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოების წარმოება, ხოლო 2017 წელს სრულად გაანადგურა ამგვარი ნივთიერებების არსებული მარაგი.

ოქტომბრის დასაწყისში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებები არ არის შესული აკრძალული პრეპარატების ნუსხაში, თუმცა ისინი მახასიათებლებით „ნოვიჩოკის“ ანალოგიურია. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მაინც დააწესა ანტირუსული სანქციები.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის რეაბილიტაციის კურსს გადის.

 

11
თემები:
რუსეთი დღეს
საქართველოს პროკურატურა

ზუგდიდში პოლიციელმა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა - დაწყებულია გამოძიება

0
პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის შეკეთების დროს დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა.

პროკურატურის ცნობით, დაშავებული გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად. მიღებული დაზიანების ხარისხის დასადგენად  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.    

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში