მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში მფრინავი ავტომობილი გამოიცადა: ვრცელდება ვიდეო

CC0 / Pixabay / „მფრინავი ავტომობილები“ - „პორშეს“ მუზეუმი შტუტგარტში
„მფრინავი ავტომობილები“ - „პორშეს“ მუზეუმი შტუტგარტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილის მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, მათი ქმნილება 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე იფრენს საათში 100 კმ სიჩქარით.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. კომპანიამ Baykar Defense სტამბულში თურქული მფრინავი ავტომობილის Cezeri-ს პირველი გამოცდა ჩაატარა, იუწყება გამოცემა Global News.

გავრცელებული ინფორმაციით, Cezeri-ს პროტოტიპი ტესტირებისას 10 მეტრ სიმაღლეზე აფრინდა, თუმცა მისი შემდგომი დახვეწის შემდეგ ის 2 ათას მეტრამდე სიმაღლეზე იფრენს საათში 100 კმ სიჩქარით.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ავტომობილის შემდეგი ტესტირება უკვე პილოტთან ერთად ჩატარდება.

როგორც Baykar Defense-ში იმედოვნებენ, მათი ავტომობილი ბაზარზე 10–15 წელიწადში გამოვა.

ყველა ახალი ამბავი
0