ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინა ჟენევაში

„აღარ იცავენ ზომებს“ - ჯანმო COVID-19-თან დაკავშირებულ გაუარესებულ სიტუაციას აფასებს

81
ჯანმოში აღნიშნეს, რომ სკოლების გახსნა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში ერთ-ერთი გამოწვევა გახდა, მაგრამ ეს საჭირო ნაბიჯია განათლების, ბავშვთა სოციალიზაციისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ბალკანეთის რეგიონის და მთლიანად ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებმა შეწყვიტეს კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების შესრულება, რამაც რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება გამოიწვია. ამის შესახებ РИА Новости-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბელგრადის ოფისში განუცხადეს.

ალბანეთის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, სლოვენიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ხორვატიის, მონტენეგროს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა კოსოვოს ხელისუფლებები აღნიშნავენ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას ივლისსა და აგვისტოში ავადობის შემცირებისა და შეზღუდვების შერბილების და საზღვრების ნაწილობრივი გახსნის შემდეგ.

„ჩვენ ვაწყდებით სერიოზულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას არამარტო რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა ამ სიტუაციაზე ჯანდაცვის ადექვატური ზომებით კოორდინირებულად და მტკიცედ რეაგირებდეს. ეს ნიშნავს სავარაუდო შემთხვევებისა და მათ შორის კავშირების შემოწმებას, კონტაქტში მყოფი პირთათვის კარანტინს, დისტანციის დაცვას, თუ შეუძლებელია პირბადეების ტარება, სუნთქვის და ხელების ჰიგიენის დაცვას“, - განუცხადეს სააგენტოს ჯანმოში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ეპიდვითარების გაუარესების მიზეზებს შორისაა მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების ზომების არ შესრულება, განსაკუთრებით გართობის დროს, სტადიონებზე, ღამის კლუბებში, რელიგიურ ობიექტებზე, დღესასწაულებზე და სხვა მასობრივ შეკრებებზე.

„ინფექციის პროფილაქტიკა და კონტროლი მასზე სერიოზული გამოწვევა გახდა ზოგიერთი სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნეს ორგანიზაციაში.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკვე 30 მილიონს აჭარბებს. ბოლო დღე-ღამეში პლანეტაზე 312 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა. გარდაიცვალა უკვე 948 ათასი ადამიანი.

81
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1184)
ჯო ბაიდენი

სკანდალური დოკუმენტები: ბაიდენის ვაჟზე ახალი კომპრომატები ფოსტიდან მოიპარეს

6
(განახლებულია 10:27 29.10.2020)
მანამდე აშშ-ის სენატის პროფილურმა კომიტეტმა Facebook-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელები დაიბარა მოსმენებზე გადაწყვეტილების გამო, დაებლოკათ სკანდალური სტატია ჰანტერ ბაიდენის შესახებ

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტბის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები სადღაც გაქრა, იუწყება ტელეარხი Fox News–ი.

„ამ კვირაში, ორშაბათს, ჩვენ წყაროსგან მივიღეთ კონფიდენციალური დოკუმენტების კოლექცი ბაიდენების ოჯახზე. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტები იყო ნამდვილი და სანდო“, — განაცხადა ტელეარხის წამყვანმა ტაკერ კარლსონმა პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტაცია ორშაბათს ფოსტით გაიგზავნა ნიუ–იორკიდან ლოს–ანჯელესში, მაგრამ სამშაბათს კურიერულმა სამსახურმა აცნობა ტელეარხს, რომ ამანათი გახსნილი და ცარიელი იყო.

„ეს დოკუმენტები გაქრა“, — განაცხადა კარლსონმა  და იქვე განმარტა, რომ საფოსტო კომპანიამ შემოწმება ჩაატარა, მაგრამ ვერაფერი იპოვა.

შეგახსენებთ: გაზეთმა New York Post-მა ოქტომბერში რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა იმ მიმოწერაზე დაყრდნობით, რომლებიც მანამდე ჰანტერ ბაიდენის ნოუთბუქში აღმოაჩინა დელავერის შტატის ერთ-ერთი კომპიუტერული სახელოსნოს სპეციალისტმა. ხელოსანმა ნოუთბუქის მყარი დისკის ასლი შექმნა და ის დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს, რუდოლფ ჯულიანის გადასცა, რომელმაც მასალები მედიასაშუალებას მიაწოდა და ეს გამოქვეყნდა კიდეც The New York Post-ში. ნოუთბუქში აღმოჩენილი კონფიდენციალური ინფორმაცია ჰანტერ ბაიდენისა და უკრაინული გაზის კომპანია Burisma-ს ხელმძღვანელობის მრჩეველთან ვადიმ პოჟარსკისთან მიმოწერას შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ ჰანტერ ბაიდენი მანამდე თავადაც მუშაობდა ამ კომპანიის ხელმძღვანელობაში. ჯო ბაიდენის ოპონენტების დასკვნით, აღნიშნული მასალა მისი ოჯახის კორუმპირებულობას ადასტურებს.

 

6
თემები:
მსოფლიო დღეს
კორონავირუსი - გრაფიტი კედელზე

COVID-19: საყოველთაო კარანტინს კიდევ ერთი ქვეყანა აცხადებს

64
(განახლებულია 09:42 29.10.2020)
პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და კრონავირუსის ეპიდემიის გამო ხელმეორედ დაწესებული კარანტინის პირობები გააცნო

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის ფონზე საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე თვითიზოლაციის რეჟიმი ცხადდება, რომელიც ძალაში 30 ოქტომბრიდან შევა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი ტელევიზიით მიმართვისას.

​„... მივიღე გადაწყვეტილება, რომ პარასკევიდან აუცილებელია თვითიზოლაციის რეჟიმის კვლავ შემოღება, რამაც ვირუსის შეჩერების შესაძლებლობა მოგვცა“, — თქვა მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, კარანტინი 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა ამ პერიოდში  არც სკოლები და დაწესებულებები დაიკეტება და არც  მოხუცებულთა სახლებში ვიზიტები აიკრძალება.

რაც შეეხება არაძირითად ობიექტებს, როგორებიცაა ბარები და რესტორნები, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინის პერიოდში ისინი დაიხურება.

„ისევე როგორც გაზაფხულზე, სახლებიდან გამოსვლას მხოლოდ იმისთვის შეძლებთ, რომ წახვიდეთ სამსახურში, ექიმთან თუ ახლობელთან, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, ასევე მაღაზიაში თუ სახლთან ახლოს სუფთა ჰაერზე სასეირნოდ“, — განმარტა საფრანგეთის ლიდერმა.

მისი თქმით, კარანტინის პერიოდში ასევე იკრძალება ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში მგზავრობა.

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა თითქმის 1,2 მლნ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 35 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ინფიცირების ბოლო ანტირეკორდი ქვეყანაში 25 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღე–ღამეში 52 ათასი კაცი დავირუსდა.

64
თემები:
მსოფლიო დღეს
წვეთოვანი

პლუს 20: რამდენია კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

0
(განახლებულია 10:54 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში