თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სასამართლომ HNA ჯგუფის თავმჯდომარეს, ჩინელ მილიარდერ ჩენ ფენს კომპანიის ვალების გამო ფუფუნებაზე ფულის ფლანგვა აუკრძალა, იუწყება გამოცემა South China Morning Post.
Chen Feng may be the billionaire chairman of the Chinese conglomerate HNA Group, but until his company pays off a $50,000 debt, he is banned from taking first-class flights or spending luxury weekends at the golf course, a court ordered https://t.co/GURA2NwlQF
— NYT Business (@nytimesbusiness) September 16, 2020
ამიერიდან მილიარდერი ვეღარ შეიძენს იმ ნივთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობისთვის აუცილებელი არ არის.
კერძოდ, სასამართლოს ნებართვის გარეშე ბიზნესმენი ვერ შეძლებს თვითმფრინავითა და ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობას.
მას ასევე აუკრძალეს უძრავი ქონების შეძენა, ძვირფასი რემონტების გაკეთება თავის საცხოვრებელ სახლებში, ძვირადღირებულ სასტუმროებში გაჩერება, კლუბებსა თუ გოლფის მოდნებზე სიარული და ელიტური ოფისების ქირაობა.
აღსანიშნავია, რომ HNA Group-მა არ უპასუხა South China Morning Post-ის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს, ხოლო კომპანიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრობლემის შესახებ არაფერი იცის და უარი თქვა ნებისმიერ კომენტარზე.