მზის ჩასვლა

მზე ახალ ციკლში შევიდა: განმარტება NASA-სგან

86
(განახლებულია 16:53 17.09.2020)
ექსპერტების თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მზის ყველაზე ძლიერი აფეთქება მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA-ს და მეტეოროლოგიური სააგენტო NOAA-ს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მზე ახალ ციკლში შევიდა, რაც, შვეიცარიელი ასტრონომის რუდოლფ ვულფის თეორიის თანახმად, 11 წელი გაგრძელდება.

NASA-ს მონაცემებით, ვარსკვლავის აქტივობამ მინიმუმის შემდეგ ზრდა 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

როგორც ცნობილია, მზის აქტივობა გამოიხატება ლაქების დიდი რაოდენობით, რომლებიც, როგორც წესი, ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში მზის პოლუსებთან უფრო ახლოს ჩნდება და თანდათან ეკვატორამდე ეშვება.

უნიკალური ვარსკვლავთგროვა: ქვეყნდება უჩვეულო ფოტო კოსმოსიდან>>

მიმდინარე ციკლი, მეცნიერების თქმით, მშვიდი იქნება, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ მზეზე აფეთქებებს, რამაც შეიძლება ადამიანებს გარკვეული ტიპის პრობლემები შეუქმნას — ჯანმრთელობის გაუარესება, სახმელეთო საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და შეფერხებები კოსმოსური ხომალდების აღჭურვილობის მუშაობაში და ა.შ.

„ბოლო რვა თვის განმავლობაში მზის აქტივობა თანდათან გაიზარდა, რაც მზის 25-ე ციკლში შესვლაზე მიანიშნებს. გამოთვლების თანახმად, მას ისეთივე ძალა ექნება, როგორც წინა, 24-ე ციკლს. მზის მაქსიმალური აქტივობა მოსალოდნელია 2025 წლის ივლისში, პიკი მზის 115 ლაქას მიაღწევს“, — ამბობენ ექსპერტები.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მზის ყველაზე ძლიერი აფეთქება მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა.  

86
თემები:
მსოფლიო დღეს (2066)
სერგეი ლავროვი

ლავროვი: განცხადებები, რომ Sputnik და RT პროპაგანდის ინსტრუმენტებია, აბსურდულია

6
(განახლებულია 16:58 18.09.2020)
რუსულ მასმედიასთან დაკავშირებული ვითარება დასავლეთში ბოლო წლებში უფრო რთულდება: 2016 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით მთავარ საფრთხედ Sputnik და RT დასახელდა

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. RT და Sputnik უმრავლეს ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ამიტომ განცხადებების იმის შესახებ, რომ ეს მედიასაშუალებები პროპაგანდის ინსტრუმენტებია, აბსურდულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა РИА Новости–სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოსკოვს მიუღებლად მიაჩნია ევროპაში Sputnik–ისა და RT–ს დისკრიმინაცია.

ჩერიშევა: სანქციები ჟურნალისტების წინააღმდეგ – ეს ცენზურაა>>

„რა თქმა უნდა, ეს პრობლემა განხილული იყო (ფრანგ კოლეგებთან). მიუღებლად მიგვაჩნია, რომ Sputnik–ისა და RT–ს, მათი კორესპონდენტების დისკრიმინაცია მიმდინარეობს ღიად – საფრანგეთშიც, და რაც Sputnik–ს ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ესეც კარგად ცნობილი ფაქტია. ის, რომ ბოლო წლებში, 2017 წლიდან აკრედიტება ელისეს სასახლეში არა აქვს არც RT–ს, არც Sputnik–ს, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, – განაცხადა მინისტრმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ საკითხებს აყენებს არა მხოლოდ ფრანგების წინაშე და მოითხოვს რუსეთში დარეგისტრირებული მასმედიის საშუალებების დისკრიმინაციის შეწყვეტას.

„ჩვენი ფრანგი კოლეგები აცხადებენ, რომ არ შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, აკრედიტება არ გაიცემა, რადგან RT და Sputnik, ვციტირებ, „ეს მასმედია არ არის, არამედ პროპაგანდის ინსტრუმენტია“. ვფიქრობ, ამგვარი იარლიყების აბსურდულობაზე კომენტარის გაკეთება არაა საჭირო, რადგან RT–ცა და Sputnik–იც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში, იზრდება აუდიტორია“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსულ მასმედიასთან დაკავშირებული სიტუაცია დასავლეთში ბოლო წლებში სულ უფრო რთულდება: 2016 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით მთავარ საფრთხედ Sputnik და RT დასახელდა და აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ საშუალებების წინააღმდეგ მოქმედება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ რეზოლუციის კომენტარისას Sputnik–ისა და RT–ს ჟურნალისტებს მიულოცა შედეგიანი მუშაობა და აღნიშნა, რომ რეზოლუცია დასავლურ საზოგადოებაში დემოკრატიის შესახებ წარმოდგენის დეგრადაციაზე მეტყველებს, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს.

6
თემები:
რუსეთი დღეს
მსოფლიო ბანკი

როდის აღდგება მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის შემდეგ - მსოფლიო ბანკის პასუხი

100
მსოფლიო ბანკი ივნისში აცხადებდა, რომ 2020 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკაში რეკორდული ვარდნა მოხდება - 5,2%-ით, 2,5%-იანი ზრდის ნაცვლად, რაც იანვარში იყო მოსალოდნელი

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო ეკონომიკას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად შეიძლება ხუთი წელი დასჭირდეს, განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რეინჰარტმა (Carmen Reinhart). ამის შესახებ РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.

„სავარაუდოდ, კარანტინთან დაკავშირებული ყველა შემზღუდავი ზომების გაუქმების ფონზე სწრაფი ნახტომი მოხდება, მაგრამ სრულ აღდგენას ხუთ წლამდე დრო დასჭირდება“,  - ციტირებს სააგენტო ეკონომისტს.

ამასთან რეიჰარტი ვარაუდობს, რომ კრიზისის შემდეგ მსოფლიოში სიღარიბის დონე პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიზრდება.

ეკონომისტის თვალსაზრისით, პანდემიით გამოწვეული კრიზისი მსოფლიოში უთანასწორობას გააღრმავებს, რადგან მდიდარ ქვეყნებში  კრიზისი უფრო მეტად დააზარალებს მოსახლეობის უღარიბეს ფენებს, და უღარიბესი ქვეყნები მეტად დაზარალდება, ვიდრე მდიდრები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 11 მარტს კორონავირუსული ინფექციის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების 29,1 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 926 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

100
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სამშვილდის სიონი

გადამწვარი „შეუპოვარი“ და ბარიკადები დახოცილი მტრისგან: ფაქტები საქართველოს ისტორიიდან

0
(განახლებულია 13:51 18.09.2020)
საქართველოს უმდიდრეს და უძველეს ისტორიაში მრავლადაა საინტერესო ფაქტები, რომელთა შესახებ შესაძლოა ბევრს არც სმენია. ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

1829 წელი იდგა. ახალციხის უმაღლეს მეჩეთზე ნახევარმთვარე აღმართულიყო ― ოსამალური მბრძანებლობის სიმბოლო, რომელსაც 40 ათასიანი გარნიზონი იცავდა. რუსეთის ფელდმარშალი ივან პასკევიჩი 9000-იანი რუსულ-ქართული ჯარით მიადგა ახალციხეს და კიოს მეჰმეთ-ფაშას  მისი დაცლა მოსთხოვა. სამართლიან მოთხოვნაზე თურქული ციხიონის მეთაურმა რუს ელჩებს დასცინა: ჯერ ციდან ჩამოხსენით მთვარე და მერე ― ახალციხის მეჩეთიდან ნახევარმთვარეო.

ქართველებმა და რუსებმა მთელი ძალებით შეუტიეს ქალაქს და 16 აგვისტოს აიღეს კიდეც. მერე კი ახალციხის მეჩეთის თავზე აღმართული ნახევარმთვარე ჩამოაგდეს და მასზე ჯვარი აღმართეს.

***

ანანურის ციხე-ქალაქში 1739 წელს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული. არაგვის ერისთავმა კი მისი ცოლი ყიზილბაშებს მიჰგვარა. დაბრუნებულმა შანშემ ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დასაჯა, საკუთარ ჯარს ლეკებიც დაუმატა და ანანურის ციხეს მიადგა, სადაც ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად იყო გამაგრებული.

მეციხოვნეებმა იმდენი ლეკი მოკლეს, რომ თავად ლეკები დახოცილი თანამოძმეებისაგან ბარიკადებს იკეთებდნენ. როცა ქსნის ერისთავი ვერაფერს გახდა, ხერხს მიმართა: წყალსადენის გადაჭრა, საიდანაც ციხე მარაგდებოდა. ციხეში მყოფებს წყლის გარეშე პაპანაქება ზაფხულში ძალიან გაუჭირდათ და იძულებელი გახდნენ, შანშე ერისთავს დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ მისმა შვილმა უთრუთმა ფარ-ხმალი არ დაყარა ― ერთ-ერთ კოშკში გამაგრდა, რომელსაც „შეუპოვარს“ ეძახდნენ.

ქსნის ერისთავის ჯარმა მონასტერი ააოხრა და „შეუპოვარს“ ცეცხლი წაუკიდა. უთრუთთან ერთად იქ უამრავი ადამიანი იყო შეხიზნული და ისინიც გამოიწვნენ. მოგვიანებით მოსახლეობამ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოქოლა და დამწვართა სამარხად აქცია. მხოლოდ 200 წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს ეს კოშკი არქეოლოგებმა და საშინელი სურათი დახვდათ.  ნახანძრალი სავსე იყო მოზრდილებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით.

***

თითქმის 20 წელი ებრძოდა ლიპარიტ ბაღვაში გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ მასთან ბრძოლაში დამარცხდა და შვილთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა ბაგრატს. მიუხედავად ამისა, კლდეკარის ციხე არ აპირებდა დანებებას. ბაღვაშთა სახლთუხუცესი ანამორი აგრძელებდა ბრძოლას.

მეფის ბრძანებით ლიპარიტი და მისი ძე რატი ძელზე გასვეს. ლიპარიტი საკუთარ განსაცდელზე არ ფიქრობდა, თავის ერთადერთი ძის ბედი ანაღვლებდა და მეფეს შეუთვალა: ოღონდ რატი ძელიდან ჩამოხსენი, მე ბერად აღვეკვეცები და კლდეკარიც შენი იქნებაო. გარიგება შედგა, კლდეკარი უომრად დაემორჩილა მეფეს, ბაგრატმა ანამორი სიკვდილით დასაჯა, მაგრამ ლიპარიტსა და რატის სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ლიპრიტ ბაღვაში ბერი ანტონის სახელით ბერად ათონის მონასტერში აღვეკეთა, რატი კი ბიზანტიაში გაიქცა. მაგრამ, როცა მისი სახელოვანი მამა გარდაიცვალა საქართველოში ჩამოასვენა და კაცხის მონასტერში პატივით დაკრძალა.

  ***

V საუკუნეში მოღვაწე ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი - პეტრე იბერის (411 – 491 წწ.) სახელი ქართველებისათვის კარგაადაა ცნობილი, მაგრამ ბევრმა არ იცის, ის რომ ეს დიდი მოღვაწე იყო პირველი ქართველი, რომელმაც წმინდა მიწაზე დიდი „ქართული კოლონია“ შექმნა.

პეტრესა და მისი მოძღვრის იოანე ლაზის სახელთან არის დაკავშირებული პირველ ქართულ სასულიერო კერების დაარსება წმინდა მიწაზე (პალესტინა, სირია, ეგვიპტე). ამ ორი ჩვენი დიდი თანამემამულით დაიწყო ქართველ მღვდელმსახურთა ნაყოფიერ მოღვაწეობა სირია-პალესტინაში. მოგვიანებით მათმა საქმიანობამ ისეთი ფართო ხასიათი მიიღო, რომ უკვე თამარ მეფის ეპოქაში, კვიპროსში, სინას მთასა და წმინდა მიწაზე დაახლოებით 12 ქართული მონასტერი ფუნქციონირებდა.

***

 ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთ და დასავლეთ საქართველო ქრისტეს რჯულზე მოაქცია ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა „ადორკის მეფობისა მოვიდეს თორმეტთა წმიდათა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ  აღესრულა წმიდა სიმონ ქალაქსა ნიკოფსისა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოიქცია მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა..“

ეს რომ მეფე ადერკმა გაიგო, განრისხდა და ახალგაქრისტიანებულები ძალით ისევ წარმართობაზე მოაქცია; „იძულებით კუალად მოაქცივნა მეგრლნი; და დამალნეს ხატნი და ჯუარნი“.          

0
თემები:
იცით თუ არა, რომ...