მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპმა აშშ-ში ვაქცინაციის დაწყების თარიღი დაასახელა

© AP Photo / Alex Brandonპრეზიდენტი დონალდ ტრამპი COVID 19-ის ახალ ტესტებს წარადგენს
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი COVID 19-ის ახალ ტესტებს წარადგენს  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე შეერტებულ შტატებში რამდენიმე დღით შეჩერდა ვაქცინის გამოცდა, ვინაიდან ერთ-ერთ მოხალისეს ნევროლოგიური დაავადება განუვითარდა, რომლის კავშირიც პრეპარატთან საბოლოოდ არ დადასტურდა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებას მოსახლეობაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელება უკვე ოქტომბერში შეუძლია, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონპერენციაზე, რომლის ტრანსლაციას აწარმოებდა ტელეარხი FoxNews.

ჯანმო არ დაამტკიცებს COVID-19-ის არც ერთ ვაქცინას, თუ... კრიტერიუმები განსაზღვრულია - Sputnik საქართველო
ჯანმო არ დაამტკიცებს COVID-19-ის არც ერთ ვაქცინას, თუ... კრიტერიუმები განსაზღვრულია

ტრამპის თქმით, ვაქცინაცია იქნება „ძალიან უსაფრთხო და ეფექტური“.

„ჩვენ ამის დაწყება ოქტომბერში შეგვიძლია... ვფიქრობ, თვის შუა რიცხვებიდან, ან ოდნავ მოგვიანებით“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე აშშ-ში ვაქცინის 100 მლნ დოზა იქნება მზად.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულ შტატებში შეჩერდა ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ანტოკორონავირუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდები, ვინაიდან ერთ-ერთი აცრილი ბრიტანელი პაციენტი ავად გახდა.

მსოფლიოს COVID-19-ის ვაქცინა არ ეყოფა: კომენტარი პლანეტის უმსხვილესი მწარმოებლისგან>>

საუბარია ნევროლოგიურ სიმპტომებზე, მათ შორის კიდურების სისუსტესა და მგრძნობელობის შეცვლაზე. თუმცა დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინასთან ამგვარი გამოვლინებების დაკავშირება ან ნაკლებად სარწმუნოა, ან საერთოდ არ დასტურდება. შესაბამისად, რამდენიმე დღის შემდეგ პრეპარატის გამოცდა გაგრძელდა.

ამ დროისათვის მსოფლიოში ერთადერთი ვაქცინაა რეგისტრირებული, რომელიც რუსეთის გამალეის ცენტრში შეიქმნა სახელწოდებით Sputnik V. 8 სექტემბერს პრეპარატი სამოქალაქო ბრუნვაში გაუშვეს.

ყველა ახალი ამბავი
0