პლანეტა ვენერაზე სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს: მეცნიერებს ახსნა არ აქვთ

CC0 / Pixabay / სხვა პლანეტის პეიზაჟი
სხვა პლანეტის პეიზაჟი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები ვერ ხსნიან, როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო ფოსფინი ვენერაზე, რომელიც, როგორც წესი, ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედების პროდუქტია.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. პლანეტა ვენერას ატმოსფეროს ზედა ფენებში სიცოცხლის შესაძლო ნიშნები დაფიქსირდა, იუწყება გამოცემა Live Science.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ფოსფინის იდუმალ კვალზე, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედების პროდუქტია. აღნიშნული შენაერთი ვენერას ატმოსფეროში ისეთი რაოდენობითაა აღმოჩენილი, რომ ამის ახსნა შეუძლებელია აბიოტიკური მექანიზმებით, ანუ პროცესებით, რომლებშიც ცოცხალი ორგანიზმები არ მონაწილეობს.

დედამიწაზე ფოსფინს ან ანაერობული ორგანიზმები წარმოქმნის, რომლებიც სუნთქვისთვის ჟანგბადს არ იყენებენ, ან „ანთროპოგენული აქტიურობა“, ანუ ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედება. ამ დროისათვის მეცნიერებისთვის ამ გაზის სხვა წყაროები უცნობია.

მეცნიერები ვერ ხსნიან, როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო ფოსფინი ვენერაზე, ვინაიდან მათთვის არ არის ცნობილი არანაირი სხვა ქიმიური პროცესი, გარდა ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედებისა, რომლის შედეგადაც ეს აირადი ნაერთი შეიძლებოდა წარმოქმნილიყო.

ამ აღმოჩენამ საგონებელში ჩააგდო სწავლულთა ჯგუფი, რომლებიც ტელესკოპების მეშვეობით ვენერაზე ფოსფინს 2017 წლიდან ეძებდნენ.  

მათი თქმით, ცხელი და მომწამვლელი ატმოსფეროს მქონე პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობა ნაკლებსარწმუნოა და ფოსფინი, შესაძლოა, რომელიღაც უცნობი ქიმიური პროცესის შედეგად გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0