ვაქცინაცია

მსოფლიოს COVID-19-ის ვაქცინა არ ეყოფა: კომენტარი პლანეტის უმსხვილესი მწარმოებლისგან

82
(განახლებულია 16:16 14.09.2020)
Serum Institute of India — ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანია ყოველწლიურად 1,5 მლრდ დოზა ვაქცინას ამზადებს 170-ზე მეტ ქვეყანაში გამოსაყენებლად.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უკმარისობა, სულ ცოტა, 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიაჩნია მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Serum Institute of India-ს ხელმძღვანელს ადარ პუნავალს, რომელმაც ინტერვიუ მისცა გაზეთ Financial Times-ს.

Serum Institute of India — ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანია ყოველწლიურად 1,5 მლრდ დოზა ვაქცინას ამზადებს 170-ზე მეტ ქვეყანაში გამოსაყენებლად.

„გაივლის კიდევ ოთხი–ხუთი წელი, სანამ ვაქცინას პლანეტის ყველა მოსახლე მიიღებს“, — განაცხადა მან ინტერვიუში.

პუნავალის განმარტებით, ყველა ადამიანის ასაცრელად ვაქცინის 15 მლრდ დოზაა საჭირო.

„ვიცი, რომ მსოფლიოს სურს ოპტიმიზმით იყოს განწყობილი [ვაქცინის წარმოების მიმართ]... მაგრამ მე არ მსმენია, რომ დღეისათვის ვინმე თუნდაც ახლოს იყოს ამ მაჩვენებელთან“, — აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების ვალდებულებები ბევრად აჭარბებს მათ შესაძლებლობებს.

გამოცემის ინფორმაციით, Serum Institute of India COVID-19-ის ვაქცინის შემუშვებაზე ხუთ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, AstraZeneca-სა და Novavax-თან. კომპანია აპირებს გამოუშვას ერთი მილიარდი დოზა ვაქცინა, რომლის ნახევარიც ინდოეთის მოსახლეობას მოხმარდება. ამასთან ინსტიტუტი შეიძლება გახდეს რუსეთის გამალეის ცენტრის პარტნიორიც ვაქცინა Sputnik V-ს წარმოებაში. 

ამ დროისათვის ინდოეთში კლინიკური გამოცდების მეორე ფაზას გადის COVID-19-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა: კომპანია Bharat Biotech-ის, Zydus Cadila-სა და ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი ვაქცინა ChAdOx1. ამ უკანასკნელის გამოცდას სწორედ Serum Institute of India ატარებს 17 სამედიცინო ცენტრში.

 

82
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1154)
დონალდ ტრამპი

„შეთქმულება მომიწყო“: დონალდ ტრამპს ძმიშვილი სასამართლოში უჩივის

25
(განახლებულია 11:38 25.09.2020)
პრეზიდენტის უფროსი ძმის ქალიშვილი ბიძებსა და მამიდას მის წინააღმდეგ „შეთქმულების ორგანიზებაში“ სდებს ბრალს

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფროსი ძმის, ფრედის ქალიშვილი მერი ტრამპი ნიუ–იორკის უზენაეს სასამართლოში უჩივის და მისი კუთვნილი ათობით მილიონი დოლარის მიტაცებაში სდებს ბრალს, იუწყება გაზეთი New York Times-ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, გარდა პრეზიდენტი ბიძისა, მერი ტრამპი იგივე ბრალს სდებს მამიდა მერიენსა და აწ უკვე გარდაცვლილ მეორე ბიძას, რობერტს. მისი თქმით, ახლო ნათესავების „სამეულმა“ შეთქმულების გზით წაართვეს მასა და მის ძმას მამისეული ქონების ნაწილი და ასევე არ მისცეს მათ ბაბუის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის წილი.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 1981 წელს ფრედ ტრამპის გარდაცვალების შემდეგ, 16 წლის მერის მეურვეები დონალდ, რობერტ და მერიენ ტრამპები გახდნენ, რომლებმაც, იმის ნაცვლად, რომ მის ინტერესებზე ეზრუნათ, მთელი სქემა შექმნეს ქონების მისატაცებლად.

უკვე 1999 წელს კი, როდესაც ტრამპების მამა, ანუ მერის ბაბუა გარდაიცვალა, ქალი აიძულეს, ხელი მოეწერა გარიგებაზე, რომლის თანახმადაც მას „ათობით მილიონი დოლარი (და შეიძლება მეტიც) წაართვეს“.

„თაღლითობა იყო არა უბრალოდ ოჯახური საქმიანობა მათთვის, არამედ ცხოვრების წესი“ — ნათქვამია დონალდ, რობერტ და მერიენ ტრამპების წინააღმდეგ შედგენილ სარჩელში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მერი ტრამპი თავის ახალ წიგნში წერდა, რომ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოჯახის ნეგატიური გავლენის გამო, სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობის უნარი აქვს წართმეული და უამრავი კომპლექსით იტანჯება.

 

25
თემები:
მსოფლიო დღეს
ევროკავშირის დროშა

„შესაძლო პუნქტი“: ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მზადდება

33
(განახლებულია 10:37 25.09.2020)
წყაროს თქმით, ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების სხდომის დღის წესრიგში მონიშნულია პუნქტი რუსეთის მიმართ ახალი სასანქციო ჩამონათვალის შესახებ

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) 28 სექტემბრის სხდომაზე შესაძლოა, უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ფარგლებში, ახალი ჩამონათვალის საკითხი განიხილონ, იუწყება РИА Новости ევროკავშირში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს თქმით, COREPER–ის სხდომის დღის წესრიგში მონიშნულია „შესაძლო პუნქტი“ ახალი სასანქციო ჩამონათვალის შესახებ იმ ქმედებების გამო, რომლებიც „ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტეროტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

ამასთან წყარომ განმარტა, რომ ახალი სასანქციო სიის დასამტკიცებლად შეიძლება წერილობითი პროცედურა ამოქმედდეს.

„პუნქტი მონიშნულია როგორც შესაძლო. ამ ეტაპზე უცნობია, დამტკიცდება თუ არა ის“, — თქვა მან.

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ყირიმი რუსეთს შეუერთდა ნახევარკუნძულზე ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებით. დასავლეთმა რუსეთი ჩარევაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა, რაზეც მოსკოვმა საპასუხო ზომებით ირეაგირა: ევროპული საქონელი საკუთარი წარმოების პროდუქციით ჩაანაცვლა და განაცხადა, რომ რუსეთთან სანქციების ენაზე საუბარი კონტრპროდუქტიულია. ამასთან რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მხარეს არ წარმოადგენს.

რუსული გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებულ ხომალდებს აღარ დააზღვევენ>> 

ინდივიდუალური სანქციები რუსეთისა და უკრაინის იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შებღალვაში სდებს ბრალს, პირველად 2014 წლის მარტში დაწესდა და მას შემდეგ რეგულარულად ხანგრძლივდება ვადაში. აღნიშნული სანქციები ეხება 174 პირსა და 44 ორგანიზაციას. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ევროკავშირმა მორიგ ჯერზე გაახანგრძლივა სანქციები ექვსი თვით — 2021 წლის მარტის შუა რიცხვებამდე.

 

33
თემები:
მსოფლიო დღეს
ბათუმი

ქვეყნის მასშტაბით 17 კრიტიკული პაციენტია ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

0
(განახლებულია 12:21 25.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.  

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 43 – თბილისი, 27 – იმერეთი, 6–6 კახეთიდა სამეგრელო– ზემო სვანეთი, 4 სამცხე–ჯავახეთი, 3 – ქვემო ქართლი, 2 – შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 31 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე პაციენტია.  დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში