მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მდგომარეობა კრიტიკულია: გოგონამ ცხვირიდან მუწუკი მოიშორა და მძიმედ დაავადდა

CC0 / Pixabay / engin_akyurt / ავადმყოფი სარეანიმაციო გან ყოფილებაში
ავადმყოფი სარეანიმაციო გან ყოფილებაში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების თქმით, „სასიკვდილო სამკუთხედში“ მოქცეულ ზონასთან შეხებისას ადამიანებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან ამას შეიძლება ლეტალური შედეგიც კი მოჰყვეს.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მან ცხვირზე გამოსული მუწუკი მოიშორა, იუწყება გამოცემა Daily Mail.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთში მოხდა.

​პროვინცია ჩჟეცზიანის მცხოვრებ 19 წლის გოგონას, რომელიც საავადმყოფოში 39 გრადუსი სიცხით შევიდა, ექიმებმა მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობის მიზეზი კავერნოზული სინუსის თრომბოზი გახდა, რომელიც, სტატისტიკის თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს კლავს.

კავერნოზული სინუსის თრომბოზი — ეს არის მდგომარეობა, როცა ტვინის ფუძეში თრომბები ვითარდება. კავერნოზული სინუსი შეიცავს იმ ნერვულ დაბოლოებებს, რომლებიც მხედველობისა და თვალის მოძრაობის უნარს აკონტროლებს. დავადებას ხშირად იწვევს ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც კბილებიდან, ყურებიდან, თვალებიდან, ცხვირიდან ვრცელდება.

ექიმების თქმით, ამ შემთხვევაში ინფექცია ცხვირის წვერზე, ანუ „სასიკვდილო სამკუთხედის“ ზონაში გაჩენილი მცირე ჭრილობიდან მოხვდა ორგანიზმში, რომელიც მუწუკის მოშორების შემდეგ დარჩა.

სამედიცინო ექსპერტების თქმით, „სასიკვდილო სამკუთხედში“ მოქცეულ ზონასთან შეხებისას ადამიანებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან ეს შეიძლება ჯანმრთელობისთვის მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

ამ დროისათვის გოგონას ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი უტარდება. ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.

ყველა ახალი ამბავი
0