მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ეგვიპტეში 2500 წლის ხელუხლებელი სარკოფაგები აღმოაჩინეს: ვრცელდება ვიდეო

© photo: Sputnik / Xenya Nikolskaya / გადასვლა მედიაბანკშიეგვიპტური მუმია
ეგვიპტური მუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელუხლებელი სარკოფაგები 11 მეტრ სიღრმეზე მდებარეობდა მიწის ქვეშ და იმდენად კარგადაა შემონახული, რომ მათზე ორიგინალური საღებავის კვალიც კი ჩანს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი 13 უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს, იუწყება Science Alert.

გავრცელებული ინფორმაციით, სარკოფაგები იმდენად კარგად არის შემონახული, რომ ორიგინალური საღებავის კვალიც კი ჩანს ხის ზედაპირზე.  

სამარხს საკარის გაუდაბნოებულ ნეკროპოლისში მიაკვლიეს. მთლიანად დალუქული სარკოფაგები მიწის ქვეშ 11 მეტრის სიღრმეზე მდებარე შახტში იყო დამალული.

ექსპერტების ვარაუდით, სამალავი სარკოფაგების დამარხვისთანავე დაიხურა. სამარხი ხელშეუხებელი რჩებოდა ათასობით წლის განმავლობაში.

მკვლევარების თქმით, სამარხ შახტში სამი დალუქული ნიშა იყო. როგორც ეგვიპტის სიძველეების მინისტრი ჰალედ ალ-ანანი აღნიშნავს, შახტში შესაძლოა კიდევ იყოს აღმოუჩენელი სამარხები.

ამ დროისათვის არქეოლოგები გათხრებს განაგრძობენ და პარალელურად ნეკროპოლისში დაკრძალული ადამიანების სახელებისა და ვინაობის დადგენაზე მუშაობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0