iPhone 12-ის საშემოდგომო პრეზენტაცია: ცნობილია თარიღი

iPhone-12-ის საშემოდგომო პრეზენტაცია: ცნობილი გახდა თარიღი

114
(განახლებულია 16:49 09.09.2020)
მანამდე გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია iPhone-12-ის ოთხივე მოდელის სავარაუდო ფასების შესახებ: ის 700 დოლარიდან დაიწყება და 1 100 დოლარს მიაღწევს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კორპორაცია Apple-მა შემოდგომის დიდი პრეზენტაციის თარიღი დაასახელა — ეს მოხდება სამშაბათს, 15 სექტემბერს, განაცხადეს კომპანიაში.

მიუხედავად იმისა, რომ Apple არ ჩამოთვლის იმ პროდუქტების სიას, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ამ ღონისძიებაზე, მრავალი წყაროდან ცნობილია, რომ ის ოთხ ახალ iPhone-12-ს წარმოადგენს.

სმარტფონების გარდა, შემოდგომის პრეზენტაციაზე შესაძლოა გამოვიდეს ახალი ჭკვიანი საათები Apple Watch Series 6, განახლებული iPad პლანშეტები და სხვა პროდუქტები. გარდა ამისა, გაიმართება iOS-14-ის საბოლოო რელიზი, რის შემდეგაც სმარტფონები ოპერაციული სისტემის განახლებებს მიიღებენ.

114
თემები:
მსოფლიო დღეს (2083)
„მეტრონომი“ ნიუ-იორკში

კატასტროფამდე დარჩა შვიდი წელი: ნიუ-იორკის საათი ქვეყნიერების დასასრულს აითვლის

28
(განახლებულია 16:20 23.09.2020)
ნიუ-იორკში მდებარე იდუმალი საათის, „მეტრონომის“ ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა - ამიერიდან ის შეუქცევადი კატასატროფის დადგომამდე დარჩენილ დროს აითვლის

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ოც წელზე მეტია, რაც ნიუ-იორკის იუნიონ-სკვერზე მდებარე ერთ-ერთი შენობის ფასადის ელექტრონული საათი ნიუ-იორკელებისთვის საიდუმლოდ რჩება — 15 ციფრი ციფერბლატზე, რომლებიც გაუგებარი თანმიმდევრობით იცვლება, არაფრით ჯდება დროის ათვლაში, წერს გამოცემა The New-York Times-ი.

​იყო ვერსიები, რომ საათი, როგორც „მეტრონომის“ ინსტალაციის ნაწილი, გვიჩვენებს ყველაფერს, მაგრამ არა დროს. მაგალითად, ბევრი დღესაც დარწმუნებულია, რომ ციფერბლატზე 15-ნიშნა რიცხვი — არის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი, პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა, დამწვარი და გაჩეხილი ტყეების ფართობი და ა.შ.

ვერსიები ბევრია, მაგრამ რეალურად ეს მართლაც საათია, რომლის მარცხენა ნაწილი მიმდინარე დროს აჩვენებს წამის მეასედების სიზუსტით, ხოლო მარჯვენა მხარე —  მეორე დღის დასაწყისამდე დარჩენილ დროს.

ახლა კი „მეტრონომის“ მისია რადიკალურად შეიცვალა — ამიერიდან ის აჩვენებს, თუ რამდენი დარჩა კაცობრიობას შეუქცევადი კლიმატური კატასტროფის დაწყების მომენტამდე.

ათვლის დაწყებამდე ციფერბლატზე  გაჩნდა წარწერა The Earth has a deadline („დედამიწას ვადა აქვს“).

ეკრანზე მოცემული ციფრების თანახმად, დღევანდელი დღიდან კლიმატური კოლაფსის დადგომამდე 7 წელი და 103 დღეა დარჩენილი.

იდეის ავტორები, მხატვრები გან გოლანი და ენდრიუ ბოიდი აცხადებენ, რომ ამ გზით სურთ საზოგადოების ყურადღება გლობალური დათბობის პრობლემებს მიაპყრონ და საათის მაჩვენებლებს „დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვან ციფრებს“ უწოდებენ.

28
თემები:
მსოფლიო დღეს (2083)
როუვენ რივლინი

უჩვეულო ინიციატივა: ისრაელის პრეზიდენტმა თავისი ხელფასის შემცირება მოითხოვა

22
(განახლებულია 14:26 23.09.2020)
ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი ერთ თვეში დაახლობით 18 ათას აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო დეპუტატებისა - 12 ათას დოლარს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტმა როუვენ (რუბი) რივლინმა ქვეყნის მთავრობას მისთვის ხელფასის 10%-ით შემცირების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა.

​მანამდე, 21 სექტემბერს, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მინისტრებისა და ქნესეთის (პარლამენტის) დეპუტატებისთვის დროებით ჯამაგირის 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ისრაელ კაცს ეკუთვნოდა.

აღნიშნული წინადადების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრმა არიე დერიმ ყველა მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასების 20%-ით შემცირება მოითხოვა, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 64 ათას შეკელს (18 ათასი 479 აშშ დოლარი) შეადგენს ერთ თვეში, ხოლო ქნესეთის დეპუტატის ხელფასი თვეში დაახლოებით 44 ათას შეკელს (12 768 აშშ დოლარი) უტოლდება.

22
თემები:
მსოფლიო დღეს (2083)
მშენებლობა თბილისში

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში განახლდება

0
(განახლებულია 15:23 23.09.2020)
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძემ დედაქალაქის მასშტაბით დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხის  მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს.

მისი თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

„ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ“, -განაცხადა კალაძემ.

საცხოვრებელი კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავი“ თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, მისი მშენებლობა 2006-2008 წლებში დაიწყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო  პროექტი ვერ დასრულდა.

2012 წელს „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 27 მლნ ლარით დაჯარიმდა, თუმცა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯარიმა 450 ათას ლარამდე შეუმცირდა. აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებელ ბინებს 350-ზე მეტი ოჯახი 15 წლის განმავლობაში ელოდება.

როგორც მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

„დაახლოებით 6 ათასამდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 180 ობიექტია, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს.

2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შეიქმნა, რომელიც დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს.

0
თემები:
თბილისი დღეს