რუსული ვაქცინა

ვენესუელა COVID-19-ის რუსულ ვაქცინას სექტემბერში მიიღებს

60
(განახლებულია 14:22 09.09.2020)
ვენესუელის პრეზიდენტი აპირებს ცესკოსთან ერთად განიხილოს არჩევნებში მონაწილე დაახლოებით 15 ათასამდე კანდიდატის ვაქცინაციის საკითხი.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V ვენესუელას სექტემბერში მიეწოდება კლინიკური გამოცდების ჩასატარებლად, განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ. 

პრეზიდენტის ტელეგამოსვლა მის Twitter-ზე გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

მადუროს თქმით, ის აპირებს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილოს ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის ვაქცინაციის საკითხი, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად ჩატარდეს. საუბარია 14,4 ათას კანდიდატზე.

როდის დაიწყებს რუსეთი ვაქცინის ექსპორტს: დასახელდა ვადები>>

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მანამდე მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. ფონდის პრეზიდენტ კირილ დმიტრიევის თქმით, მათ უკვე 20-ზე მეტი ქვეყნიდან აქვთ მიღებული განაცხადი ვაქცინის 1 მილიარდი დოზის შეძენაზე. გარდა ამისა, მისივე ცნობით, რუსეთმა ასევე მოილაპარაკა ხუთ ქვეყანასთან ვაქცინის წარმოებაზე. საუბარია ქვეყნებზე, რომლებსაც წელიწადში 500 მლნ დოზის დასამზადებლად საჭირო სიმძლავრეები გააჩნია.

 

60
თემები:
მსოფლიო დღეს (2091)
დონალდ ტრამპი

პოლიტოლოგი: ტრამპს ნავალნის საქმეში ჩარევა არ სურს  

10
ახალი კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ამერიკელი სენატორების ჯგუფმა, ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით, კანონპროექტი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის, მარკო რუბიოს საიტზე.

დოკუმენტი იმ რუსი ოფიციალური პირების საწინაათმდეგო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც, მისი ავტორების აზრით, „ღიად არღვევენ საერთაშორისო სამართლს“ და ჩართულები არიან ნავალნის „მოწამვლის“ საქმეში.

კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე. გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს თეთრ სახლს, პასუხი გასცეს კითხვას, დაარღვია თუ არა მათი აზრით რუსეთმა აშშ–ის კანონები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს.

გარდა მარკო რუბიოსი, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ და ასევე დემოკრატმა კრის კუნსმა, ბემ კარდინმა და კრის ვან ჰოლენმა.

იმისათვის, რომ კანონპროექტი მიიღონ, ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

რადიო Sputnik–ის ეთერში პოლიტოლოგმა ვლადიმირ მოჟეგოვმა სენატორების ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს წმიდად საჯარო საქმეა. რა ანგარიშები შეიძლება იყოს? ეს სრულიად წარმოუდგენელი რამაა. ეს არის წინასაარჩევნო ისტერიის გამწვავების რიტორიკა. და კიდევ: ნავალნის საქმე — ეს უფრო დემოკრატების დღის წესრიგია. რესპუბლიკელები უხალისოდ ეწერებოდნენ ამაში და როგორც მგონია, ამას მხარს არც მომავალში დაუჭერენ. ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ძალიან ფრთხილობს და დისტანცირდება ამ ყველაფრისგან. და პომპეოც ამბობდა, რომ რეაგირება საჭიროა მაშინ, როგორც კი მომხდარზე ყველა ფაქტი ცნობილი იქნება, რომ ჯერჯერობით მაინცდამაინც გასაგები არ არის, რა ხდება“, — აღნიშნა ვლადიმირ მოჟეგოვმა.

მისი აზრით, ამერიკელები გერმანელებისგან ნავალნის თაობაზე ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ, მაგრამ ასეთი მოთხოვნა მათგან არ ყოფილა.

„ეს იქნებოდა რაღაც საფუძველი სანქციებისთვის, მაგრამ ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა. ამიტომ მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ ჰაერის შერხევაა... ეს რაღაც ბნელი ისტორიაა, ამიტომ ტრამპს არ სურს მასში ჩარევა — დემოკრატების აფიორაა, რომელშიც უბრალოდ არ სურს ჩაძირვა. ვფიქრობ, დემოკრატები ამ დღის წესრიგს გაძლიერებულად გააპიარებენ, ხოლო ტრამპი რამდენადმე გვერდზე იდგება ამისგან“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.

ალექსეი ნავალნი ომსკში 20 აგვისტოს გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. ექიმებმა მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაუდგინეს, რაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. ნავალნის სისხლსა და შარდში შხამის კვალი ომსკში არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ალექსეი ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ბლოგერი საბრძოლო ნივთიერებათა ჯგუფის სუბსტანცია „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. მოსკოვმა ბერლინის ლაბორატორიიდან ანალიზების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ამასთან, რუსეთის ინფორმაციით, გერმანიის დაზვერვა BND–ს 1990-იანი წლებიდან ჰქონდა წვდომა „ნოვიჩოკზე“. გარდა ამისა, ნივთიერებას ოცამდე ქვეყანაც სწავლობდა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ჩეხეთი. ხოლო რუსეთმა, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების თანახმად, შეაჩერა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოები და 2017 წელს მსგავსი ნივთიერებების მთელი მარაგი გაანადგურა — რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) დაადასტურა.

10
თემები:
რუსეთი დღეს
გულის შეტევის სიმპტომები ქალებში

სექსი გულის შეტევიდან მოკლე ხანში უნდა აღდგეს: ებრაელი მეცნიერები წარმოდგენებს ამსხვრევენ

59
(განახლებულია 13:20 25.09.2020)
ისრაელში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნორმალური სქესობრივი ცხოვრების აღდგენას გულის შეტევიდან რამდენიმე თვეში, ნამდვილად შეუძლია გააუმჯობესოს პაციენტის სიცოცხლისუნარიანობა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გულის შეტევის გადატანის შემდეგ ბევრ ადამიანს მიჩნია, რომ სექსუალური ცხოვრების ძალიან მალე განახლება ახალი შეტევის პროვოცირებას უწყობს ხელს. მაგრამ ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაფერი პირიქითაა, წერს გამოცემა WebMD–ი თელ–ავივის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც 23 სექტემბერს გამოქვეყნდა  European Journal of Preventive Cardiology–ში.

ისრაელში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნორმალური სქესობრივი ცხოვრების აღდგენას გულის შეტევიდან რამდენიმე თვეში, ნამდვილად შეუძლია გააუმჯობესოს პაციენტის სიცოცხლისუნარიანობა.

წამყვან სპეციალისტ იარივ ჰერბერს მიაჩნია, რომ სექსის აღდგენა ადამიანს თავს უფრო მხნედ და ახალგაზრდად აგრძნობინებს, რაც მის ფსიქიკაზე დადებითად აისახება.

„სექსუალურობა და სექსუალური აქტივობა კარგი ფიზიკური მდგომარეობის ნიშანია. გულის შეტევიდან მოკლე ხანში სქესობრივი ცხოვრების აღდგენით, ადამიანი თავს უფრო ახალგაზრდად და ენერგიულად იგრძნობს. ამას პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია“, — აცხადებს ებრაელი მეცნიერი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰერბერის გუნდმა 65 წლის და ოდნავ უმცროსი ასაკის დაახლოებით 500 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც 1992–93 წლებში გულის შეტევა გადაიტანეს.

აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც გულის შეტევიდან პირველ ექვს თვეში რეგულარულად იყო დაკავებული სექსით, სიკვდილის რისკი 35%-ით ნაკლებად ემუქრებოდა, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ შეწვიტა სქესობრივი ცხოვრება.

მკვლევარების თქმით,სექსი — ეს ფიზიკური ვარჯიშის ფორმაა, რომელიც ზრდის გულის შეკუმშვების სიხშირეს და ასევე არტერიულ წნევას. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში სექსს, ისევე როგორც სპორტს, გულის შეტევის პროვოცირება შეუძლია, თელავიველი სწავლულები ირწმუნებიან, რომ ამის რისკი სპორტთან შედარებით ბევრად დაბალია.

იარივ ჰერბერის თქმით, სწორედ ამ (და კიდევ სხვა მიზეზებითაც) ზოგი პაციენტი, მათ შორის, ახალგაზრდებიც, ვერ ბედავენ სქესობრივი ცხოვრების განახლებას გულის შეტევიდან დიდი ხნის განმავლობაში.

 

59
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

17
(განახლებულია 14:18 25.09.2020)
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები ბრალს აღიარებენ, ბრალდების მხარემ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადოს

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik.  პროკურორი გიორგი მუკმანიანი არ გამორიცხავს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. 

რეზონანსულ საქმეზე 17 პირი გადის, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ  შეიძლება გაფორმდეს.

 „საპროცესო შეთანხმება – მოლაპარაკებების საგანია და მისი აუცილებელი პირობა დანაშაულის აღიარებაა. მოლაპარალებების წარმოების უფლება ბრალდებულს აქვს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ბრალდების მხარეს მიმართონ და ჩვენ მას განვიხილავთ“, განაცხადა მუკბანიანმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე უამრავი დაზიანებაა, რომელიც სიცოცხლეშია მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

17
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე