სავსე მთვარე

NASA-მ მთვარემდე უმოკლესი გზა აღმოაჩინა: ახალი მარშრუტი დაპატენტებულია

77
(განახლებულია 14:53 08.09.2020)
მანამდე ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, სხვა სახელმწიფოების ნებისმიერი ქმედება კოსმოსში წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული აშშ-ის ხელისუფლებასთან.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევების სააგენტო NASA-ს სპეციალისტებმა მთვარემდე მისასვლელად მაქსიმალურად მოკლე და სწრაფ გზას მიაგნეს და ეს აღმოჩენა დააპატენტეს, იუწყება Science Alert.

​გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტრაექტორია მთვარემდე მისასვლელად საჭირო დროს ნახევარი წლიდან 2,5 თვემდე შეამცირებს. ეს არა მარტო დაზოგავს საწვავს, არამედ შესაძლებელს გახდის, რომ ბორტზე ბევრად მეტი სამეცნიერო ტექნიკა განთავსდეს.

ამ მოხერხებული ტრაექტორიით კვლევითი მისიები ისარგებლებენ.

გამოცემა წერს, რომ დედამიწიდან მთვარემდე ახალ მარშრუტზე პატენტი, ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად ჩანდეს, მაგრამ NASA-ს სწავლულებს თავისი არგუმენტები აქვთ: ეს არის ინტელექტუალური საკუთრება, რომელზე მუშაობასაც დიდი დრო, ზუსტი ანალიზი და მოდელირება დასჭირდა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამერიკელებს კოსმოსური რესურსების მოპოვების უფლებას ანიჭებს. დოკუმენტის თანახმად, სხვა სახელმწიფოების ნებისმიერი ქმედება კოსმოსში, რამაც შესაძლოა რაიმე სახით ხელი შეუშალოს აშშ-ის კოსმოსურ მისიებს ან რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს მთვარეზე არსებული ობიექტების, მათ შორის მოწყობილობებისა და დასაშვები მოედნების დაცულობაზე, წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული აშშ-ის ხელისუფლებასთან.

77
თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

13
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი დარწმუნებულია, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის, სრულად განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მზადყოფნის მაღალ დონეზეა. გაზსადენის ბედი ეჭვქვეშ დადგა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და კვლავ შეეცადონ ჩაშალონ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პროექტის გაყინვისკენ მოუწოდებს. იხილეთ ვიდეოში - რას ფიქრობს გერმანიის მოსახლეობა აშშ-ის ზეწოლაზე და როგორ აღმოჩნდა გერმანიის პორტი „მუკრანი“ ქალაქ ზასნიცში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ გამო.

13
მტირალი ბიჭუნა

ბავშვის სიჯიუტის დონე წარმატების განმსაზღვრელია: ცნობილია 40 წლიანი კვლევის შედეგი

91
(განახლებულია 15:32 18.09.2020)
ბრიტანელმა მეცნიერებმა 12 წლის ბავშვები შეარჩიეს და 40 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ, რის შემდეგაც საინტერესო დასკვნა გააკეთეს

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. ჯიუტი ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან წარმატებული ადამიანები, ასეთია ბრიტანელი მეცნიერების 40 წლიანი კვლევის შედეგი, რის თაობაზეც The Independent-ი წერს.

სპეციალისტებმა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა კუთხიდან 12 წლის ბავშვების ჯგუფზე ფსიქოლოგიური ტესტების სერია ჩაატარეს, რის შემდეგაც რეგულარულად უკავშირდებოდნენ მათ, იგებდნენ ახალ ინფორმაციას მათი წარმატებების შესახებ სწავლასა და სამუშაოზე.

„ბავშვები, რომლებიც ხშირად არღვევენ წესებს და უფროსებს ეწინააღმდეგებიან, ცხოვრებაში უფრო მეტს აღწევენ და მეტ თანხასაც იღებენ“, — წერს გამოცემა.

თავდაპირველად მკვლევარები გეგმავდნენ გამოერკვიათ, როგორ მოქმედებს მოზარდ თაობაზე მშობლების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არ იყო ის, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ბავშვების მომავალზე.

პროექტის ავტორების განმარტებით, ექსპერიმენტის ის მონაწილენი, რომლებიც მოზარდობისას ძალზე ჯიუტები იყვნენ და მშობლებს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, მოგვიანებით უფრო წარმატებულნი აღმოჩნდნენ კარიერასა და ცხოვრების სხვა სფეროებში.

91
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ქალაქი ზუგდიდი

ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი იხსნება

0
(განახლებულია 15:43 19.09.2020)
ფესტივალის მიზნად ისახავს რეგიონებში თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებას და კულტურული ცხოვრების გააქტიურებას

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში F5, რომელიც შაბათს, 19 სექტემბერს ზუგდიდში იხსნება.

ფესტივალი ორდღიანია და ბოტანიკურ ბაღში გაიმართება. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად მოიცავს ლიტერატურულ და მუსიკალურ პროგრამებს, ზუგდიდში უკვე მესამედ იმართება. მისი ორგანიზატორებია ორი ახალგაზრდა ქართველი პოეტი, ნიკა ლაშხია და გიორგი შონია. ფესტივალის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი.

ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და რეგიონების კულტურულ ცხოვრებაში ჩაბმას.

წელს ფესტივალზე პირველად გაიმართება დოკუმენტური კინოს სექცია, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი წარადგენს. ფესტივალის ლიტერატურულ ნაწილში წელს მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ლიტერატორები, როგორიცაა ზურაბ ქარუმიძე, თამთა მელაშვილი, დათო ბარბაქაძე, შაკო ბაკურაძე, ცოტნე ცხვედიანი, ქეთი ქანთარია და სხვ.

ფესტივალის მონაწილეები შეეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა ქალის ხმა ქართულ ლიტერატურაში, ქართული თარგმანის დღევანდელი პრობლემატიკა, ქალაქები და წმინდანები.

მუსიკალურ პროგრამაში წარდგება ჯგუფი „წერილი“ და ქანთრი-მუსიკოსი შოთა ადამაშვილი. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

0
თემები:
საქართველო და კულტურა