ადამიანები შუშის ხიდზე

გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი: ვიდეო

90
(განახლებულია 14:20 08.09.2020)
ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე გაჭიმულ უგრძეს და გამჭვირვალე ხიდზე ერთდროულად 500 ადამიანის ყოფნაა შესაძლებელი.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთში გაიხსნა ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე გაჭიმული შუშის დაკიდული ხიდი, რომელიც ყველაზე გრძელია მსოფლიოში, იუწყება Outlook India.

ხიდის სიგრძე, რომელიც მიწიდან 201 მეტრზე მდებარეობს, მდინარე ლიანძიანის ორ ნაპირს აკავშირებს და მისი სიგრძე 526 მეტრია. ხოლო მინა, რომლისგანაც დამზადდა ხიდი, სამშრიანია და მისი სისქე 4,5 სმ-ს აღწევს.

აღინიშნება, რომ ხიდის კონსტრუქცია იძლევა საშუალებას, მასზე ერთდროულად 500 ადამიანი იდგეს.

ირკვევა, რომ ხიდი ზაფხულში ოფიციალურად შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გრძელი შუშის ხიდი მსოფლიოში. თუმცა ნაგებობა, სავარაუდოდ, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ამ წოდებას, ვინაიდან ჩინეთი გამუდმებით აგებს სულ უფრო და უფრო გრძელ შუშის ხიდებს. ამ დროისათვის ქვეყანაში 2300 შუშის ხიდია.

 

 

90
თემები:
მსოფლიო დღეს (2083)
ქირურგიული ოპერაცია

ქირურგებმა დასაკეცი დანასავით მოხრილ პაციენტს ძვლები დაუმტვრიეს და წელში გამართეს ვიდეო

119
(განახლებულია 20:48 23.09.2020)
კაცმა 25 წლის შემდეგ პირველად დაინახა დედის სახე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საოცრად დაბერებულიყო და გაჭაღარავებულიყო...

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. პაციენტს, რომელიც წელში დასაკეცი დანასავით იყო მოხრილი და ამის გამო მისი სიმაღლე მხოლოდ 90 სმ-ს შეადგენდა, ჩინელმა ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაუტარეს, იუწყება გამოცემა daily mail. 

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 46 წლის ლი ჰუაზე, რომელსაც 18 წლის ასაკში „ბეხტერევის დაავადების“ სახელწოდებით ცნობილი მაანკილოზებელი სპონდილიტი დაეწყო. ეს პათოლოგია უფრო ხშირად ხერხემალს ეხება: მალები ერთმანეთს ეზრდება, მოძრაობის უნარს კარგავს და ხერხემალი ძლიერ მრუდდება.  

​მაგრამ ლი ჰუას შემთხვევაში ავადმყოფობა იმდენად აგრესიული გამოდგა, რომ კაცი ზუსტად შუაზე მოხარა და დასაკეც დანას დაამსგავსა. მისი სახე თეძოებს დაებჯინა ისე, რომ პირსა და ფეხებს შორის ორ სანტიმეტრამდე მანძილიღა დარჩა. ლი ჰუას მხოლოდ საწრუპის მეშვეობით შეეძლო წყლის დალევა და საკვების მიღება.

მთელი 28 წლის განმავლობაში კაცს დედა უვლიდა, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში ურიცხვი სამედიცინო დაწესებულება მოიარა, მაგრამ ამაოდ: მისი შვილის ხერხემლის დეფორმაცია ძალიან მძიმე იყო.

სინათლე გვირაბის ბოლოს მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ლი ჰუას შენჩჟენის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის სპეციალისტებმა მიაქციეს ყურადღება.

ირკვევა, რომ „პაციენტი–დასაკეცი დანა“ ქირურგ ტაო ჰიურენთან გასული წლის ივნისში მოხვდა. მკურნალობის გეგმას ექიმები ორი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. დადგინდა, რომ შველა მხოლოდ ოთხი ოპერაციის სერიით შეიძლებოდა, რა დროსაც თავდაპირველად ძვლები უნდა დაემტვრიათ პაციენტისთვის, მერე კი თავიდან აეწყოთ მისი ჩონჩხი.

პირველი ოპერაცია შარშან, 15 აგვისტოს ჩატარდა და სამი საათი მიმდინარეობდა. ამ დროს ექიმებმა პაციენტის პირი და თეძოები დააშორიშორეს, რათა ლი ჰუას სამედიცინო აპარატურაზე მიერთება გამხდარიყო შესაძლებელი — უფრო ხანგრძლივი და რთული ოპერაციებისთვის.   

მეორე ოპერაციის დროს ქირურგებმა პაციენტის ხერხემლის კისრის განყოფილება დაამტვრიეს და თავიდან ააწყეს, რასაც 6 საათი მოანდომეს. ამ დროს ლი ჰუამ ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ოპერაცია მაინც წარმატებით დასრულდა და, პირველად 25 წლის განმავლობაში, კაცმა თავი ასწია.

„ოპერაციის შემდეგ, როგორც იქნა, დედაჩემის სახე დავინახე. დაბერებულა და გაჭაღარავებულა ჩემზე ზრუნვისგან. ძალიან შემეცოდა. მთელი ცხოვრება ჩემი მოვლის მეტი არაფერი გაუკეთებია. იმედი მაქვს, მალე გამოვჯანმრთელდები და ტვირთს შევუმსუბუქებ“, — ამბობს ლი ჰუა.

მკურნალობის მესამე ეტაპი ყველაზე რთული გამოდგა. ექიმები 10 საათის განმავლობაში ამტვრევდნენ და თავიდან აწყობდნენ ლი ჰუას წელის ძვლებს. ამის შემდეგ კაცი, პირველად ყმაწვილობის შემდეგ, წელგამართული დაწვა საწოლში.

ბოლო, მეოთხე ოპერაციის დროს ექიმებმა პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრები შეუცვალეს, რათა მას ადგომა და სიარული შეძლებოდა. ამ მანიპულაციას შვიდი საათი დასჭირდა, რითიც 31 ოქტომბერს მკურნალობის ქირურგიული ნაწილი დასრულდა.

დაიბადა ბავშვი ორი პირითა და ორი ენით – ვრცელდება ფოტოები>>

ამის შემდეგ კი დაიწყო სამკურნალო ფიზკულტურისა და ფიზიოთერაპიის მრავალთვიანი კურსები, რათა ატროფირებული კუნთები აღდგენილიყო. მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ლი ჰუა საავადმყოფოდან გამოწერეს და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ისევ ყავარჯნებით დადის, ექიმები ირწმუნებიან, რომ ის დაახლოებით სამ თვეში დამოკიდებლად მოძრაობას შეძლებს.

ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე ბედნიერ დედას სჯერა, რომ მისი შვილი, რომელმაც დასაკეცი დანის პოზაში 25 წელი გაატარა, მალე დაქორწინდება და შვილიშვილების გაზრდასაც მოასწრებს.

 

119
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება

კრიზისი, დისტანცია და ნიღბები: როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიო ფოტო

54
(განახლებულია 20:21 23.09.2020)
  • ერთ-ერთი „მსოფლიოს ფინანსური ცენტრის“ ცარიელი ქუჩები - შანხაი, ჩინეთი
  • ასე მიმდინარეობს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია - სოციალური დისტანციის დაცვით. ფოტოზე - დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი მართავს შეხვედრას
  • ამასობაში, პრაღის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმები იბრძვიან COVID-19-ით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის.
  • დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში მკაცრი შეზღუდვებია კორონავირუსის გავრცელების გამო. ფოტოზე - ნიღბიანი გამვლელი მიდის ცარიელ ქუჩაზე
  • ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ფოტოზე - გოგონა კომპიუტერის საშუალებით უსმენს გაკვეთილს. ნიუ-იორკი, აშშ
  • ლონდონში, კენერი-უორფის ბიზნეს რაიონში, უზარმაზარი ეკრანის საშალებით საზოგადოებასნიღბების ტარების წესებს ახსენებს
  • ლონდონში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფი ატარებს მიტინგს მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის Conde Nast-ის შენობასთან, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვის მოთხოვნით. Conde Nast ცნობილია პოპულარული ჟურნალების გამოცემით, მათ შორის Bon Appétit, GQ, New Yorker, Vanity Fair და Vogue. გამომცემელს ასევე აქვს დაახლოებით 30 ვებსაიტი და 50 პროგრამა მობილური მოწყობილობებისთვის
  • მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობა ნიუ-იორკში ცარიელია
  • გაეროს ცარიელ დარბაზში უზარმაზარ ეკრანზე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების გამოსვლები გადის. ფოტოზე - მიმდინარეობს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა
  • პანდემიის დროს, კიბოთი დაავადებული მუჰამედ ალ-ფაიფი, მასწავლებელი საუდის არაბეთიდან, მოსწავლეებისათვის ატარებს არაბული ენის დისტანციურ გაკვეთილებს ერ-რიადის საავადმყოფოდან
  • ნიღბების ტარება აუცილებელია კერძო თვითმფრინავებშიც. ფოტოზე - ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, სენატორი კამალა ჰარისი
  • აკრძალვები და შეზღუდვები ბიზნესის მრავალ სფეროს შეეხო. დაზარალდნენ როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე. სურსათის ბაზრებიც კი ცარიელია
  • ზოგ ქვეყანაში ამჟამად სილამაზის სალონების მუშაობა დროებით აკრძალულია. მექსიკაში სალონები მუშაობენ, მაგრამ მათი თანამშრომლები პირბადეებს იყენებენ
  • ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იმდენად იზრდება, რომ მალე ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს პირველი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით. ფოტოზე - სამედიცინო მუშაკები ატარებენ ინდოეთის ღარიბი რეგიონების მაცხოვრებელთა თერმული სკრინინგს
  • შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ათას ადამიანს გადააჭარბა. სურათზე - ახალგაზრდა ნიღბიანი გოგონა ვაშინგტონის ნაციონალურ ხეივანში COVID-19-ით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ის დროშებ ათავსებს
  • ამასობაში ცხოვრება გრძელდება. სურათზე - პროფესიონალი მედდა აშშ-ში, რომელიც ემზადება სამუშაოსთვის, იცვამს დამცავ ტანსაცმელს ღია ცის ქვეშ, რათა პაციენტებთან შევიდეს
  • როგორ შევაჩეროთ პანდემია? სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგები და მეცნიერები ამ საკითხის მოგვარებას ცდილობენ. ფოტოზე - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი ჯანდაცვის ლაბორატორიაში Bioscientia Healthcare, სადაც COVID – 19-ის გავრცელების შესახებ გამოკვლევები ტარდება
კორონავირუსის პანდემიამ ადამიანთა ცხოვრების წესი ბევრ ქვეყანაში შეცვალა. პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია... ეს წესები უკვე ნორმად იქცა ბევრგან. იხილეთ ფოტომასალაში სურათები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, საბოლოო ჯამში, გამონაკლისები მაინც არ არის. ბევრ ქვეყანაში აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგან კი ქუჩებშიც.

ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალვები საკმაოდ მკაცრია, ზოგში კი - მინიმალური. თუმცა ნათელია, რომ იდეალური რეცეპტი არ არსებობს, ინფიცირებულთა რაოდენობა განაგრძობს ზრდას, ხოლო ბევრი სახელმწიფოს ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 სექტემბრისათვის 31,5 მილიონია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 970 ათასს გადააჭარბა.

54
  • ერთ-ერთი „მსოფლიოს ფინანსური ცენტრის“ ცარიელი ქუჩები - შანხაი, ჩინეთი
    © REUTERS / ALY SONG

    ერთ-ერთი „მსოფლიოს ფინანსური ცენტრის“ ცარიელი ქუჩები - შანხაი, ჩინეთი

  • ასე მიმდინარეობს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია - სოციალური დისტანციის დაცვით. ფოტოზე - დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი მართავს შეხვედრას
    © REUTERS / LEAH MILLIS

    ასე მიმდინარეობს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია - სოციალური დისტანციის დაცვით. ფოტოზე - დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი მართავს შეხვედრას

  • ამასობაში, პრაღის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმები იბრძვიან COVID-19-ით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის.
    © REUTERS / DAVID W CERNY

    ამასობაში, პრაღის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმები იბრძვიან COVID-19-ით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის.

  • დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში მკაცრი შეზღუდვებია კორონავირუსის გავრცელების გამო. ფოტოზე - ნიღბიანი გამვლელი მიდის ცარიელ ქუჩაზე
    © REUTERS / JASON CAIRNDUFF

    დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში მკაცრი შეზღუდვებია კორონავირუსის გავრცელების გამო. ფოტოზე - ნიღბიანი გამვლელი მიდის ცარიელ ქუჩაზე

  • ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ფოტოზე - გოგონა კომპიუტერის საშუალებით უსმენს გაკვეთილს. ნიუ-იორკი, აშშ
    © REUTERS / Caitlin Ochs

    ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ფოტოზე - გოგონა კომპიუტერის საშუალებით უსმენს გაკვეთილს. ნიუ-იორკი, აშშ

  • ლონდონში, კენერი-უორფის ბიზნეს რაიონში, უზარმაზარი ეკრანის საშალებით საზოგადოებასნიღბების ტარების წესებს ახსენებს
    © REUTERS / TOBY MELVILLE

    ლონდონში, კენერი-უორფის ბიზნეს რაიონში, უზარმაზარი ეკრანის საშალებით საზოგადოებასნიღბების ტარების წესებს ახსენებს

  • ლონდონში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფი ატარებს მიტინგს მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის Conde Nast-ის შენობასთან, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვის მოთხოვნით. Conde Nast ცნობილია პოპულარული ჟურნალების გამოცემით, მათ შორის Bon Appétit, GQ, New Yorker, Vanity Fair და Vogue. გამომცემელს ასევე აქვს დაახლოებით 30 ვებსაიტი და 50 პროგრამა მობილური მოწყობილობებისთვის
    © REUTERS / JOHN SIBLEY

    ლონდონში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფი ატარებს მიტინგს მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის Conde Nast-ის შენობასთან, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვის მოთხოვნით. Conde Nast ცნობილია პოპულარული ჟურნალების გამოცემით, მათ შორის Bon Appétit, GQ, New Yorker, Vanity Fair და Vogue. გამომცემელს ასევე აქვს დაახლოებით 30 ვებსაიტი და 50 პროგრამა მობილური მოწყობილობებისთვის

  • მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობა ნიუ-იორკში ცარიელია
    © REUTERS / MIKE SEGAR

    მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობა ნიუ-იორკში ცარიელია

  • გაეროს ცარიელ დარბაზში უზარმაზარ ეკრანზე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების გამოსვლები გადის. ფოტოზე - მიმდინარეობს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა
    © REUTERS / MIKE SEGAR

    გაეროს ცარიელ დარბაზში უზარმაზარ ეკრანზე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების გამოსვლები გადის. ფოტოზე - მიმდინარეობს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა

  • პანდემიის დროს, კიბოთი დაავადებული მუჰამედ ალ-ფაიფი, მასწავლებელი საუდის არაბეთიდან, მოსწავლეებისათვის ატარებს არაბული ენის დისტანციურ გაკვეთილებს ერ-რიადის საავადმყოფოდან
    © REUTERS / AHMED YOSRI

    პანდემიის დროს, კიბოთი დაავადებული მუჰამედ ალ-ფაიფი, მასწავლებელი საუდის არაბეთიდან, მოსწავლეებისათვის ატარებს არაბული ენის დისტანციურ გაკვეთილებს ერ-რიადის საავადმყოფოდან

  • ნიღბების ტარება აუცილებელია კერძო თვითმფრინავებშიც. ფოტოზე - ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, სენატორი კამალა ჰარისი
    © REUTERS / EMILY ELCONIN

    ნიღბების ტარება აუცილებელია კერძო თვითმფრინავებშიც. ფოტოზე - ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, სენატორი კამალა ჰარისი

  • აკრძალვები და შეზღუდვები ბიზნესის მრავალ სფეროს შეეხო. დაზარალდნენ როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე. სურსათის ბაზრებიც კი ცარიელია
    © REUTERS / WILLY KURNIAWAN

    აკრძალვები და შეზღუდვები ბიზნესის მრავალ სფეროს შეეხო. დაზარალდნენ როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე. სურსათის ბაზრებიც კი ცარიელია

  • ზოგ ქვეყანაში ამჟამად სილამაზის სალონების მუშაობა დროებით აკრძალულია. მექსიკაში სალონები მუშაობენ, მაგრამ მათი თანამშრომლები პირბადეებს იყენებენ
    © REUTERS / EDGARD GARRIDO

    ზოგ ქვეყანაში ამჟამად სილამაზის სალონების მუშაობა დროებით აკრძალულია. მექსიკაში სალონები მუშაობენ, მაგრამ მათი თანამშრომლები პირბადეებს იყენებენ

  • ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იმდენად იზრდება, რომ მალე ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს პირველი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით. ფოტოზე - სამედიცინო მუშაკები ატარებენ ინდოეთის ღარიბი რეგიონების მაცხოვრებელთა თერმული სკრინინგს
    © REUTERS / AMIT DAVE

    ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იმდენად იზრდება, რომ მალე ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს პირველი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით. ფოტოზე - სამედიცინო მუშაკები ატარებენ ინდოეთის ღარიბი რეგიონების მაცხოვრებელთა თერმული სკრინინგს

  • შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ათას ადამიანს გადააჭარბა. სურათზე - ახალგაზრდა ნიღბიანი გოგონა ვაშინგტონის ნაციონალურ ხეივანში COVID-19-ით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ის დროშებ ათავსებს
    © REUTERS / JOSHUA ROBERTS

    შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ათას ადამიანს გადააჭარბა. სურათზე - ახალგაზრდა ნიღბიანი გოგონა ვაშინგტონის ნაციონალურ ხეივანში COVID-19-ით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ის დროშებ ათავსებს

  • ამასობაში ცხოვრება გრძელდება. სურათზე - პროფესიონალი მედდა აშშ-ში, რომელიც ემზადება სამუშაოსთვის, იცვამს დამცავ ტანსაცმელს ღია ცის ქვეშ, რათა პაციენტებთან შევიდეს
    © REUTERS / LEAH MILLIS

    ამასობაში ცხოვრება გრძელდება. სურათზე - პროფესიონალი მედდა აშშ-ში, რომელიც ემზადება სამუშაოსთვის, იცვამს დამცავ ტანსაცმელს ღია ცის ქვეშ, რათა პაციენტებთან შევიდეს

  • როგორ შევაჩეროთ პანდემია? სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგები და მეცნიერები ამ საკითხის მოგვარებას ცდილობენ. ფოტოზე - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი ჯანდაცვის ლაბორატორიაში Bioscientia Healthcare, სადაც COVID – 19-ის გავრცელების შესახებ გამოკვლევები ტარდება
    © REUTERS / KAI PFAFFENBACH

    როგორ შევაჩეროთ პანდემია? სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგები და მეცნიერები ამ საკითხის მოგვარებას ცდილობენ. ფოტოზე - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი ჯანდაცვის ლაბორატორიაში Bioscientia Healthcare, სადაც COVID – 19-ის გავრცელების შესახებ გამოკვლევები ტარდება

მთავარი პროკურატურა

დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე - სკანდალი ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ არ წყდება

0
გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატის მიმართ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გამო აღშფოთება არაერთმა იურისტმა გამოთქვა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ათზე მეტი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან კოლეგის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

გუშინ საგამოძიებო ორგანოებმა მიხეილ რამიშვილის პირადი მობილური ტელეფონი ამოიღეს უსაფრთხოების საკითხთა არასამთავრობო ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერის შესამოწმებლად, რომელმაც ადვოკატს გადასცა თანამგზავრიდან გადაღებული, იმ ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც 23 წლის დაღუპული პროგრამისტის მანქანა იპოვეს.

ადვოკატების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარებული მიხეილ რამიშვილის მიმართ მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია.

იურისტები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა და ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე მსგავსი ფორმით დაკითხვა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის პოზიცია

აქციას შეუერთდა თეონა თამაზაშვილიც - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა. მისი თქმით, გამოძიება, გოგონას მკვლელების ვინაობის დადგენის ნაცვლად, ებრძვის ადვოკატს და ცდილობს, ის საქმეს ჩამოაშოროს.

„მოვედი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, რადგან მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ, მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ, აგერ ყალბი რაღაცაო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, ვინ მიაწოდა მას იარაღით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია და იყო თუ არა ეს დავით ფურცხვანიძე, თამაზაშვილმა მიუგო, რომ ამის შესახებ ინტერნეტში წაიკითხა, ფურცხვანიძემ კი სტატია ინგლისურ ენაზე უკვე ამის შემდეგ გამოაქვეყნა.

„როდესაც მოსამართლესთან დამკითხეს, მკითხეს – შენი წყარო ადამიანია თუ არა. მე ვუთხარი, კომპიუტერში წავიკითხე და თამუნასთან ლაპარაკიდან გამოვიტანე აზრი, ეგ სტატია  ფურცხვანიძემ ჩემი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი არის და დავუდე, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამას-თქო. ფურცხვანიძეს ყარაბაღი არ უხსენებია. ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ომი კავკასიაში, ყარაბაღში მიმდინარეობდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა ასევე, რომ დარწმუნებულია ფოტოების ავთენტურობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მას საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს, ის დაიჯერებს, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა.

რა მოხდა დაკითხვაზე

დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უპასუხა კითხვებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, დანარჩენი კი პროკურატურის საქმეა. მისი თქმით, ყველა კითხვა მის მიმოწერას ეხებოდა.

„კითხვები იყო, მიწერ-მოწერაში რა რას ნიშნავდა, მე ხომ არ შევუკვეთე, ვიცოდი თუ არა, რომ სურათები იყო გაყალბებული. პასუხები ეძებეთ, ვინ არის გამყალბებელი, საიდან გავიცანი ეს ადამიანი (ფურცხვანიძე - რედ.). გამოძიებას არაფერი ხელი არ შეშლია, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა ხელი შეშლილი, რადგან არასწორად მიდიოდა, დღესაც არასამართლიანად გრძელდება, რადგან რაც დრო დახარჯა ამ აბსურდულ ძიებაში, იმ ქმედებებში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაცილოს, სჯობდა, ეს დრო და ენერგია საქმეში დაეხარჯა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოეყენებინა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ხაზგასმით განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იქ, სადაც იპოვეს.

რადგან ფურცხვანიძის მიერ წარმოდგენილი ფოტოები, ბრალდების განცხადებით, ყალბია, რამიშვილი პროკურატურისგან ელოდება თანამგზავრიდან გადაღებულ სხვა ფოტოებს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ფურცხვანიძე აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, რომელიც 30 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამ ფოტოების ექსპერტიზის სარწმუნო შედეგს ჩამოიტანს. 

პროკურატურის პოზიცია

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებამ დასვა მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი კითხვა.

„ვიდრე რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში განაცხადებდა წყაროს ვინაობას, თქვენთან, მედიასთან საჯაროდ დაუკავშირდა ამ პიროვნებას, შეატყობინა, რომ აპირებდა მის დასახელებას. ასევე, მისი ვინაობა ინფორმირებული გახადა თქვენთვის, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმ დღესვე, როდესაც დაასახელა დავით ფურცხვანიძე, დავიწყეთ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც ეხებოდა ფურცხვანიძის სახლის და ოფისის ჩხრეკას“, – განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორმა აღნიშნა ასევე, რომ დავით ფურცხვანიძე ერთადერთი ადამიანია ამ საქმეში, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული, მათ შორის, ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხზე.

რაც შეეხება ფურცხვანიძისთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობას, გუმბერიძის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ამ ეტაპზე კი კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

0
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები