ყველა ადამიანი ერთ დროსაა უბედური: მეცნიერებმა ასაკი დაასახელეს

გამოწერა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მცხოვრებლებს ერთსა და იმავე ასაკში ეუფლებათ სასოწარკვეთა და თავს უბედურად გრძნობენ.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ადამიანები მთელ მსოფლიოში დაახლოებით ერთსა და იმავე ასაკში გრძნობენ თავს უბედურებად, აცხადებენ დარტმუტის (აშშ) უნივერსიტეტისა და ეკონომიკურ კვლევათა ეროვნული ბიუროს მეცნიერები.

დეპრესია - Sputnik საქართველო
რამდენ ხანს გრძელდება უბედურება და ბედნიერება? – მეცნიერებმა გამოთვალეს

მათი თქმით, ეს მომენტი დაახლოებით 47–48 წლის ასაკში დგება და ეს არ არის დამოკიდებული არც საცხოვრებელ ქვეყანაზე, არც რეგიონში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე, განათლების დონეზე, ჯანმრთელობის მდგომარებაზე, სქესზე, მენტალიტეტსა თუ ოჯახურ მდგომარეობაზე. მეცნიერების ვარაუდით, მიზეზი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქომიური პროცესები და ჰორმონების დონეა.

მკვლევარების გამოთვლით, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ღრმა გულგატეხილობა და სევდა 47 წლის ასაკში ეუფლებათ, ხოლო განვითარებად ქვეყნებში — 48 წლისა და ორი თვის ასაკში. ამ მხრივ მცირე განსხვავება შეინიშნება ჩინეთის, მექსიკისა და რუსეთის შემთხვევებში, სადაც ადამიანებს კრიზისი შედარებით ადრე — 43 წლის ასაკში ეწყებათ.

ამგვარი დასკვნის გაკეთებამდე მეცნიერებმა 132 ქვეყნიდან მიღებული მონაცემები შეისწავლეს. ძირითადად ეს იყო ბედნიერების დონის განმსაზღვრელი გამოკითხვები. გაირკვა, რომ ბედნიერების მაქსიმუმი 18–20 და ასევე 70 წელზე მოდის, ხოლო მინიმუმი – დაახლოებით 47–48 წელზე.

სწავლულების თქმით, გრაფიკებზე ჩანს, რომ სასოწარკვეთა ადამიანს ნელ-ნელა ეუფლება თითქმის 20 წლის მანძილზე, დაახლოებით 50 წლისთვის კი ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელი მკვეთრად ეცემა დაბლა. ახალი აღმასვლა მხოლოდ 60 წლის ასაკის შემდეგ იწყება.

ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
გააჩნია ასაკს: ალკოჰოლის პრობლემას დაოჯახების დრო განსაზღვრავს

ირკვევა, რომ მეცნიერულ კვლევათა დიდი ნაწილი ბედნიერების ასაკად 18-დან 23 წლამდე პერიოდს ასახელებს, როცა ადამიანის სქესობრივი ჰორმონების დონე (ტესტოსტერონი მამაკაცებში და ესტროგენი ქალებში) მაქსიმუმს აღწევს. 30 წლის შემდეგ მათი რაოდენობა თანდათან მცირდება — წელიწადში ერთი-ორი პროცენტით, და მათი ნაკლებობა 40 წლისთვის უკვე მკაფიოდ შეიგრძნობა.

გარდა ამისა, 40 წლის შემდეგ ადამიანი უფრო ნელა აღიქვამს ინფორმაციას, ეცემა რეაქციის სისწრაფე, ტვინის აქტიურობა იკლებს და მეხსიერებაც ქვეითდება.

თუმცა, თუ ავსტრალიელი მეცნიერების კვლევას დავუჯერებთ, სიბერეში ისევ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის — ბედნიერება 65 წლის ასაკის შემდეგ ბრუნდება და პიკს 80 წლის ასაკში აღწევს — განსაკუთრებით, თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0