გალურჯებული შეყვარებული: ბლოგერის ხუმრობამ იუზერები გააბრაზა - ვიდეო

© photo: Sputnikსმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოს გამო, რომელიც Instagram-ზე გამოქვეყნდა, ბლოგერს ქალისადმი ელემენტარულ უპატივცემულობაში დასდეს ბრალი

თბილისი, 4 სექტემბერი ― Sputnik. YouTube-ბლოგერმა კრისტიან ჰენბიმ გამოაქვეყნა პრანკი, რომელშიც ასახულია, როგორ ჩაუსხა შეყვარებულს აბაზანაში ქაფთან ერთად ქსოვილის საღებავი, იუწყება РИА Новости.

View this post on Instagram

Here we have the worlds angriest smurf 😂😂😂😂😂😂 sorry @jasminebrownsword

A post shared by Kristen Hanby (@kristenhanby) on

ვიდეომ, რომელიც ბლოგერის Instagram-ზე გამოქვეყნდა, აღაშფოთა მისი ხელმომწერები, ვინაიდან ახალგაზრდა ქალი ერთიანად ლურჯად შეიღება აბაზანის მიღების დროს.

პირსახოცშემოხველი გოგონა გაბრაზებული გამოვიდა სააბაზანოდან, ჰენბი კი იცინოდა და მას „მსოფლიოში ყველაზე ბოროტ სმურფს“ ეძახდა. ამის გამო იუზერების ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ბლოგერი და ქალის მიმართ ელემენტარული  პატივისცემის არქონაში დასდო ბრალი.

ყველა ახალი ამბავი
0